.... ლექსი,სადაც არ არის სიტყვა "მიყვარხარ".
ეს ჩემი ქუჩა დაცარიელდა, რაც შენ აქ არ ხარ,რაც შენ წახვედი, მიყვარდა ჩვენი სიცილი ერთად, არ მითქვამს მაგრამ,ყოველთვის ვიცი...
პატარა სახლში არც მიკვირს როგორ, დაგროვდა შენზე ამდენი ფიქრი. და მე ეს ქუჩა შენს გამო მიყვარს, შენთვის არ მითქვამს,მაგრამ მე ვიცი...
მიყვარს ეს სახლი,პატარა სახლი, გავიზარდე და უეცრად მივხვდი, მე მზრდის ,მზიანი სახლის სინათლე, არავის უთქვამს,უბრალოდ ვიცი...
მე აქ დავრჩები...მართლა დავრჩები! მე წლები შემცვლის და შენ ეს იცი... შენს გამო მიყვარს ეს ძველი ქუჩა... არასდროს მითქვამს,ყოველთვის ვიცი...
დრო კი მთავრდება,მუდამ მთავრდება, და შენ როგორ ხარ?...რავინ იცის... ალბათ ანათებს მზე,იქ, სადაც ხარ, არავის უთქვამს,მაგრამ მე ვიცი...
|