სიდნეიში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე ლედი გაგას კვერცხები ესროლეს.
მომღერალი სიდნეის რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა და ვიზიტის დროს საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღო. ლედიმ ქალაქში ორი დაუანონსებელი კონცერტი გამართა. ინციდენტი დაფიქსირდა მეორე გამოსვლის დროს, 12 ივლისს კლუბში „ARQ".
როდესაც მომღერალი კლუბიდან გამოდიოდა, უცნობმა ადანმიანებმა მისი მისამართით კვერცხების სროლა სცადეს. ლედის არც ერთი ნასროლი კვერცხი არ მოხვედრია, თუმცა მის მცველებს ნაკლებად გაუმართლათ.