ლედის საქციელი ახალი სკანდალის მიზეზად იქცა. ეპატაჟურობასაც თავისი საზღვარი აქვს, მაგრამ ლედიმ ამ ზღვარს გადააბიჯა - ავსტრალიაში ტურნეს დროს ერთ-ერთ კონცერტზე მომღერალი სცენაზე ინვალიდის სავარძლით გამოვიდა და ამ ამოუხსნელი და უცნაური საქციელით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეურაცხყო. ინვალიდები შურაცხყოფილები არიან მისი საქციელით: ეს ინვალიდის ეტლის სცენისთვის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. „მე მას, როგორც შემოქმედს პატივს ვცემ, მაგრამ ინვალიდის სავარძლის მხატვრული მიზნებით გამოყენება დაუშვებელია, მით უფრო მილიონობით მაყურებლის წინაშე" - აცხადებს ინვალიდებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამის „Life Rolls on Foundation" დამფუძნებლი ჯესი ბილოერი. ოდესღაც ბილოერი სერფერი იყო და ხერხემლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ინვალიდის სავრძელში აღმოჩნდა. „ძალიან მინდა, ლედი გაგამ 5,6 მლნ პარალიზებული ამერიკელის ცხოვრების შესახებ მეტი შეიტყოს" - განაცხადა მან.
|