ახალი არარის ის რომ,ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ლედი გაგა გამოირჩევა იმით ,რომ ის მუდამ არის ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ჩაცმულობით თუ კლიპებით,რომელიც მუდამ ტარდება კრიტიკის ქარ–ცეცხლში.მომღერალმა ახლახან დაასრულა ახალი კლიპის გადაღება სიმღერაზე "Judas"კლიპში მომღერალი მაყურებელს ბიბლიის ახალ ინტერპრეტაციას სთავაზობს. რელიგიურ წრეებში გაგას ეს ნაბიჯი უხეშ თვითრეკლამად მიიჩნიეს, იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება.
ლედი გაგამ განაცხადა, რომ ახალ ვიდეოკლიპში მაყურებლის წინაშე მარიამ მაგდალინელის სახით წარსდგება. კათოლიკური ლიგის წარმომადგენელი ბილ დონაჰიუ მიიჩნევს, რომ გაგა ქრისტიანულ ხატებს საკუთარი პიარისთვის იყენებს: "ნიჭიერი ადამიანები საკუთარი თავის გამოსახატად სხვა ხერხების პოულობენ, ვფიქრობ ეს ქმედება შემთხვევითი არაა, რადგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება", - ამბობს ის.
ეს არარი ლედი გაგასგან გასაკვირი ქმედება,მაგრამ როცა რელიგიას ეხები კარგად თუ ცუდად აუცილებლად უნდა ბევრი იფიქრო, მან ეს ვერ ან არ გაითვალისწინა,დაუშვებელია პოპულარობა ყველანაირი ხერხით!