ხომ შეგპირდი...(5) - 4 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ხომ შეგპირდი...(5)
7:26 PM
ხომ შეგპირდი...(5)
ნიკას ნელ-ნელა ვუახლოვდები. სულ ერთად ვართ. გაკვეთილებსაც კი ერთად ვაკეთებთ. ერთადერთი რაც მიჭირს და ის ჩემთან ერთად არაა ეს ინგლისურია. მამაჩემს ვთხოვე და ინგლისურზე დავიწყე მომზადება. ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი ექვს საათზე თამარმეფეზე ვარ. დღეს კვირაა. გაკვეთილები ნამეცადინები მაქვს. და უსაქმოდ დავყიალებ აქეთ-იქით. ამ ბოდიალში ერთი საათიც გავიდა. ტელეფონის ხმა გაისმა ესემესიც მოვიდა! უი! უცხო ნომერია. ‘‘მარი, როგორ ხარ სიხარულო? მენატრები მალე შევხვდებით.” ამ ვიღაცამ ჩემი სახელი იცის და სიხარულოს მეძახის. ჩავფიქრდი და იქვე გავგზავნე საპასუხო წერილი. ‘‘ კარგად. და გიცნობ?” ორ წუთში პასუხი მომივიდა. ‘‘ მარი, ნიკავარ! ასე უცებ ივიწყებ მეგობრებს?” ამ წერილმე გამაკვირვა. საიდან გაიგო ნიკამ ჩემი ნომერი? და კიდევ ერთი წერილი. ‘‘ხო არ გიტყდება სიხარულოს რომ გიძახი?” ‘‘ არა”-მოკლედ და კონკრეტულად. ‘‘ კარგად სიხარულო ხვალ გნახავ!” რა დამაინტრიგებელი დილაა არა? გულში მეღიმება. სამზარეულოში გავდივარ და ფანჯარაში უაზროდ ვიყურები. ნიკაზე ჩავფიქრდი, მაგრამ თავს ოცნების უფლება არ მივეცი და მამაჩემის ბიბლიოთეკაში შევედი. თაროებზე სქელტანიანი წიგნები შემოედოტ, ეტყობოდა რომ რამოდენიმე წელია არ გადაუშლიათ. მთვერი სქლად ედო თითოეულს. გადავწყვიტე ამ ოთახისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა. ნაჭრები, წყალი, სარეცხი ფხვნილი და ფანჯრის საწმენდი ხსნარი მოვიტანე. გულში კი ვფიქრობ: ‘‘აი, უსაქმურობამ სადამდე მიმიყვანა!’ გადმოვაწყბე წიგნები. ზოგი სულ ახალი ნაყიდი იყო მაგრამ მტვერს ისე დაეფარა ასი წლის ეგონებოდა კაცს. ჩამოვაწყვე წიგნები და თითოეული გავწმინდე და დავიხსენი მტვრისგან. ბოლოს წიგნების დახარისხებას შევუდექი და ამ ყელაფერს საღამოს ექვს საათხე მოვრჩი. ამდენი ხნით ერთ ადგილზე კაი ხანია არ გავჩერებულვარ! მამაჩემის სადილი კი სულ დამავიწყდა. გასავათებული გამოვედი ბიბლიოთეკიდან, ერთიანად მტვერში. - მარი სად ხარ ამდენ ხანს? -ბიბლიოთეკაში ვიყავი. მოხდა რამე? - მე მეგონა მეგობართანაა მეთქი. ერთიანად მტვერში ხარ წადი ‘‘ კლარიტინი” დალიე! ხომ იცი რომ მტვერზე ალერგია გაქვს? -კაი. -წადი დროზე თორემ ცრემლდენა გაქვს დაწყებული ხო იცი რომ ვერ მოგივლი? -პატარა ბავშვი კი არ ვარრ!!-წელმოწყვეტილი წავედი წამლის დასალევად. დუშიც მივიღე და ლოგინზე დავემხვე. რამოდენიმე საათი მეძინა. საღამოს ათ საათზე ავდექი. ახლა რა დამაძინებს? ჩავიცვი და გარეთ გავედი. მაინტერესებდა ის საფრტხობელა კიდევ იქ იყო თუ არა. გარდა ამისა ნიკას ნახვაც ძალიან მინდოდა. გარეთ გავედი. აჰა! მთელლი ჩიხი გარეთაა. ახლა ყველას გავიცნობ. -პრივეტ მარ. როგორ ხარ?-მკითხალანამ (საფრთხობელამ) -კარგად. ისე ‘‘მარ”-ს თუ არ დამიძახებ კაიგი იქნება-მკაცრად გამომივიდა. -კაი მარ. - ხომ გითხარი მარ არა მეთქი?-ვბრაზდები! ეს გოგო კი ცდილობს წყობილებიდან გამომიყვანოსდა ‘‘ ამაგდოს”, მაგრამ ნურას უკაცრავად ძალიან მშვიდად მიჭირავს თავი. -ხო, კაი ,კაი. ოღონდ შენ არ გადამყლაპო და....-ირგვლივ მყოფნთ ძალიან აინტერესებდა რა მოხდებოდა. ყველა დაძაბული იყურებოდა და თან ყველას სახეზე ეწერა როგორ უნდოდა ლანას ‘‘დამარცხება”. -ოჰო! მიხვდი?- გადავიხარხარე- თუ საჭირო იქნება გადაგყლაპავ კიდეც.-ხმა აღარ ამოუღია. სახტად დარცა, მე კი გვერდით მივუჯექი, ნაგლად თან გულში მეცინება. ეს საწყალი მეცოდება. -ნახეთ ნიკა მოდის-წამოიძახა ელომ და ყველამ თავისკენ გავიხედეთ. მოდიოდა მედიდურად. ლანა დაიძაბა და ფუცფუცი დაიწყო. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. -ბარო, ბავშვებო როგორ ხარ?-გვიკითხა ნიკამ. -ვართ რა, შენ როგორ ხარ?- იქვე უპასუხა ლანამ. -ვარ რა. ვააა, მარი აქ ხარ?- გამიღიმა რაზეც ლანა გადაირია. ცოტაც და თმებში მეცემოდა.-მარი აქ რა გინდა?- ცოტა არ იყოს მკაცრად მკითხა. - გარეთ გამოვედი, სახლში მომბეზრდა. -მე კიდე შენთან მოვდიოდი.-ისევ გამიღიმა.- უნდა გელაპერაკო მარტოს! -კარგი. - შენთან წავიდეთ თან წიგნს მათხოვებდი. - კაირგი. - სახლისკენ წავედით. იქ კი ჩვენს უკან ლანა იბოღმებოდა. მივხვდი თუ როგორ უყვარდა ნიკა. ნიკა კი არაფრად თვლიდა . ასე რომ რადგან ნიკა ჩემთან წამოვიდა მე გავიმარჯვე. - მარი სამი მუშკეტერი გაქვს? - აღარ მახსოვს. მოვძებნოთ. -ლანას იცნობ? -წინა თვეში გავიცანი. -შენ რავა ყველა დებილს უნდა გადაეკიდო.- გაიცინა. -ხო, მართალია რისი თქმა გინდოდა? -რისი და ლანას ჩამოშორდი თორემ რამეს დაგიშევებს. მერწმუნე კარგად ვიცნობ.-საუბარში ვიყავით გართული სახლში რომ შევედით. - მარი სახლში ასე მალე რატომ დაბრუნდი? -ნიკას წიგნი უნდა და ბიბლიოთეკაში უნდა მოვძებნოთ. -ნიკა ჩაჩუების ბავშვი? -ხო აგერაა-და ჩემს უკან აყუდებული ნიკა წინ გავაგდე. მამაჩემი ნიკაზე ეჭვიანობს! ჰა! ჰა! ჰა! -გამარჯობა ლევანი ბიძია როგორ ხართ? -კარგად შვილი. მიდიტ ნახეთ რაც გინდატ. -ნიკა წამო ბიბლიოთეკა მეორე სარღულზეა-ცბიერი ღიმილით დავტოვე მამაჩემი ქვევით. - - -მარი როგორ გაიცანი ეგ სულელი ბავშვი? - - -ლანაზე ამბობ? - - -ხო,აბა სხვაზე ვისზე? -გარეთ გამოვედი ბავსვებთან და იქ დამხვდა -სხვაგან სად დაგხვდებოდა აბა?-გამიღიმა. -აბა ეს ჩვენი ბიბლიოტეკაა.-და კარები შევაღე. - -მაგარია,ამდენი წიგნი კარგა ხანია არ მინახავს. -- -ხო.სამი მუსჰკეტერი გინდა არა? -არა.სხვა რამეს ვიპოვი. - -როგორც გინდა. - -შენ დაალაგე? -ხო. -კარგად გაქვს დალაგებული.კიდევ კარგი გვარების მიხედვითაა. - -აბა წიგნის სატაური ან ფერების მიხედვით უნდა დამეწყო? -მარი მე შეგაქე და შენ სხანაირად მიიღე. -სულაც არა. ასე ერთი საათი ეძებდა წიგნებს და ბოლოს დეტექტივი ამოირჩია. -მარი მე ამ წინგს წავიღებ და ერთ კვირაში დაგიბრუნებ კარგი? -კარგი. -გაკვეთილები იმეცადინე? -კი. -კარგია. -რატომ მკითხე? -შენთან ერთ ვიმეცადინებდი. -შენ რა არ გაგიკეთებია? -ჯერ არა. - -აბა როდის აკეტებ?დღეს კვირაა! -რა? კვირაა? -ხო. -ჯანდაბა სულ დამავიწყდა ახლა რა ვქნა? -თუ გინდა სახლში წადი საჭირო ნივთები წამოიღე და დაგეხმარები. -მართლა? - -აბა ტყვილა? -შენზე ვგიჟდები.კარგი 5წუთში აქ ვარ. - -წამო გაგაცილებ. ქვევით ჩავედით. და წავიდა.მამაჩემი მომიბრუნდა დამიტხრა. - -კარგი ბიჭია არა? - -კი,მამა ნამდვილად. -რომელი წიგნი წაიღო? -რაღაც დედექტივი. - -კარგი გემოვნებაც ჰქონია. - -ხო,5წუთში მოვა. -რატომ? - - დაავიწყდა დღეს კვირა რომაა და გაკვეთილები არ გაუკეთებია.უნდა დავეხმარო. -ბიბლიოთეკაში დაჯდებით. - -მგონი. - -სამზარეულოში რომ დაჯდეთ? - -ბიბლიოთეკაში საქმე გაქვს? -არა. -მაშინ ბიბლიოთეკაში ვიმეცადინებთ. -სამზარეულოში რატომ არა? - -იმიტომ,რომ ტელევიზორი შეგვიშლის ხელს. -კარგი როგორც გინდა-მალე დამნებდა.მიხვდა რომ ვერ გადამათქმევინებდა.კარებზე ზარის ხმაც გაისმა.ნიკა მოვიდა.ეჭვის თვალით აგვაცილა მამაჩემმა კიბეებზე.ბიბლიოთეკაში შევედით. -ყველა გაკვეთილი გაქვს სამეცადინო? -ყველა არა მათემატიკა და გერმანული ვისწავლე. ესენი სად დავდო?- და წიგნებს დახედა. - აგერ მაგიდაზე. -არ გეზარება? - -პირველი რომლით დავიწყოთ? - ენით. -კარგი. სასწავლი მაქვს 5 წესი და დასაწერი 2 დავალება. -ხოდე დაიწყე. ჯერ წესები ისწავლე თუ გინდა აგიხსნი. -არა არ მინდა. კაი ვისწავლი. 5-ვე ერთად ჩაგაბარო თუ თითო-თითოდ ჩაგაბაროთ მარი მასწ? -მასწ არა ის კიდე. როგორც გინდა. -თითო-თითოდ. რომელი საათია? -თერთმეტი. -კარგი დავიწყოთ თორემ კარგა ხანს ვერ დავამთავრებთ.- წიგნში ჩარგო თავი და გულმოდგინედ დაიწყო კითხვა. პირველი-ორი წესი არ გაჭირვებია და 5 წუთში ჩამაბარა. სამაგიეროდ დანარჩენი გაუჭირდა და დახმარება დასჭირდა. ერთი საათი მარტო ენას დავუთმეთ. შემდეგ იყო ლიტერატურა, შემდეგ რუსული და ტრიგონომეტრია, შემდეგ კი აღარ მახსოვს, ორივეს წიგნებზე დაგვეძინა, ერთმანეთზე ჩახუტებულებს. როგორ მოვახერხეთ ასე დაძინება ღმერთმაც არ იცის. დილით კიდევ კარგი ძალიან ადრე გამეღვიძა და ნიკაც გავაღვიძე.
-ნიკა! ნიკა! ნიკა! გაიღვიძე.
-მაცადე რა დე, ცოტა კიდევ ვიძინებ.
-დედაშენი არ ვარ! ადექი ახლა დროზე. - თვალი გაახილა.
-აბა ანგელოზი ხარ?
-მარი ვარ. ადექი დროზე, ჩაგვეძინა. - ამ სიტყვებმა გამოფხიზლა, სკამიდან წამოხტა.
-მარი სად ვართ?
-ჩემთან სახლში, დაგავიწყდა გუშინ რომ ვმეცადინეობდით?
-ჯანდაბა! ჩაგვეძინა?
-ხო.
-ჩემებმა იციან აქ რომ ვართ?
-მგონი არა, მეც ახლა გავიღვიძე. - საკუთარ წიგნებს ხელი დაავლო და კიბეებზე რახარუხით ჩავიდა. უკან მივყვებოდი.
სასტუმრო ოთახში ჩასულებს, ქვევით მამამისი და მამაჩემი დაგვხვდა. უხერხულად გავიღიმეთ. ბოლოს ნიკას მამამ შვილს მიმართა :
-ნიკა აქ რა გინდა?
-გუშინ ვმეცადინეობდით და...
-კარგი წამოდი ახლა სახლში, რას გავხარ!
-მა! - თითქოს უსაყვედურა მამამისს.
-წამოდი ახლა, მოასვენე ეს ხალხი ცოტა ხანს.
-კარგად მარი. სკოლაში გნახავ.
-კარგად. - ღიმილით გავაცილე და გაბრაზებულ მამაჩემს მივუბრუნდი. - რატომ არ გაგვაღვიძე?
-ისე ტკბილად გეძინათ, რომ აღარ ღირდა. - თან ფხუკუნებს.
-რომელი საათია?
-შვიდი. - ჩემს ოთახში შევედი თავის მოსაწესრიგებლად. თუმცა იმდენად მეძინებოდა, ტანსაცმლის არჩევაც ვერ მოვახერხე. ბოლოს ცხრას რომ თხუთმეტი უკლდა, ძლივს ავარჩიე რაღაც და ლევანიმ წამიყვანა. რაღათქმაუნდა დამაგვიანდა, რამაც რუსულის მასწავლებლის გაბრაზება გამოიწვია. ზლოზინით მივადი ჩემს მერხამდე, სადაც მძინარე ნიკა მელოდებოდა.
-როგორ ხარ? - ჩავჩურჩულე.
-კარგად, შენ?
-მძინარე მდგომარეობაში. - ჩაიფხუკუნა.
-რა ვქნა, გავიდე მოსაყოლად?
-გადი, აბა წუხელ ამდენი ტყვილა ვიწვალეთ? - ამოიოხრა.
-კარგი აბა წავედი... ანა მასწ! ანა მასწ!
-რა იყო ნიკა? - გადაღლილი ხმით იკითხა ანა სერგეევნამ.
-მოვყვები რა გაკვეთილს.
-კარგი, გამოდი.
-წარმატებებს გისურვებ. - გავჩურჩულე. გამომხედა, თვალი ჩამოკრა.
ნახევარი საათი იდგა მასავლებლის გვერდით და შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანს” ყვებოდა . როგორც კი ზარი დაირეკა, აღტაცებული მასწავლებელი ნიკას ქებას მოჰყვა.
-აი ესე უნდა ისწავლოთ გაკვეთილები. მალადეც ნიკაასე გააგრძელე. ოთხ ათიანს გიწერ, მალადეც!- რუსულის მერე ზოგ გაკვეთილზე გვეძინა, ზოგზე კი ნიკას გაკვეთილში ჩაბმას და აქტიურობას ვაძალებდი. ასე დასრულდა სასწავლო დღე და ერთად გავუდექით შინისაკენ წასასვლეს გზას. ისეთი დაღლილები ვიყავით ძლივს მოვჩანჩალებით, ლაპარაკის თავიც კი არ გვქონდა. სახლში მივედი.
-მარი შენ ხარ?
-ხო მა.
-მოდი ჭამე.
-რა გვაქვს?
-პიცა. მოდი თორე აღარ დაგრჩება.
-მოვდივარ!
-დაღლილი ჩანხარ.
-გუშინ ორ ადამიანს ერთმანეთზე მეცადინეობის დროს ჩაგვეძინა. დაგავიწყდა?
-მაგას რა დამავიწყებს. ბიბლიოთეკაში რომ შემოვიხედე ისე საყვარლად იყავით...
-მა ჭამე რა პიცა!
-ოჰო! ბრაზობ?
-კი.
-კარგი გავჩუმდები. - ფხუკუნებდა და ნერვებს მიშლიდა მამაჩემი. უხმოდ ვლოღნიდი ერთ ნაჭერ პიცას. როგორც კი დავამთავრე, ჩემი მყუდრო ოთახისკენ გავეშურე, ურბილეს ლოგინზე დავემხე და რეალურიდან არარეალურ სამყაროში ვისკუპე, სადაც ყველაფერი ლამაზი იყო და სიმშვიდე სუფევდა...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 776 | დაამატა: SmileMari | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: SmileMari
(მასალა) თარიღი: (2011-07-05 6:21 PM)




0



პასუხი
davde meeqvse da naxet meshvides xval naxavt savaraudod