ხომ შეგპირდი... (1) - 9 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 9 » ხომ შეგპირდი... (1)
1:12 PM
ხომ შეგპირდი... (1)

თავი პირველი 
მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ. მე ვცხოვრობ ქვეყანაში რომალიც ძალიან პატარაა და უსაშველოდ ლამაზია-საქართველოში. ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ გაშორდნენ, მე დედამ წამომიყვანა და ახლა მასთან ერთად ბათუმში ვცხოვრობ. მამაჩემი კი ქუთაისშია. იქიდან ფეხს არ იცვლის, თავისი ქალაქი ძალიან უყვარს. ზაფხულის არდადეგებზე მასთან მივდივარ ხოლმე. მართალია აქ უფრო კარგია ზაფხულის გატარება, მაგრამ მე მამასთან მირჩევნია. 
წელს გადავწყვიტე ზაფხული დედასთან გამეტარებინა და საცხოვრებლად მამასთან გადავსულიყავი. რა თქმა უნდა ასეც მოვიქცევი. დღეს არდადეგების ბოლი დღეა, რამოდენიმე საათში ავტობუსში ჩავჯდები და ქუთაისისკენ წავალ. დედაჩემი კი მის ქმართან გუგასთან ერთად საზღვარგარეთ წავა სამოგზაუროდ. ელოს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ცოტა კი ეწყინა მასთან ერთად რომ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მე არჩევანი უკვე გავაკეთე. ბარგის ჩალაგებას შევუდექი, არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები ამიტომ გადავწყვიტე ბევრი არაფერი წავიღო. გარეთ გავედი, მწველი მზე ათბობდა მიწას. დედამ ავტობუსამდე მიმაცილა. რჩევა-დარიგებები მომაყარა. გულში ჩამიკრა და ჩემს ადგილზე დამსვა. თვითონ კი თვალცრემლიანი ჩავიდა ავტობუსიდან. საფიქრალად ბევრი დრო მაქვს, თავში სხვადასხვა აზრები დაქროდა. ბოლოს კი ისევ ქალაქზე შევაჩერე არჩევანი: ”ალბათ იქ სიმშვიდეა. ქუთაისი ხომ დუმე ქალაქია. იმედი მაქვს ბათუმისგან განსხვავებით იქ დავისვენებ. საინტერესოა როგორი სკოლებია ქუთაისში? როგორი ბავშვები არიან? უფროსები როგორები არიან? კარგი! ნებისყოფა უნდა ვიქონიო, ყველაფერს ცოტა ხანში გავიგებ”. ირგვლივ მყოფნი შევათვალიერე, მოხუცები ისხდნენ. თავი ცოტა უცნაურად ვიგრძენი, კიდევ ერთხელ მიმოვიხედე და თვალიშევასწარი სიმპათიურ ბიჭს რომელიც ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი იქნებოდა. ისიც მე მიყურებდა. ალბათ მანაც მიწყინა ამდენ მოხუცებში. ჩემს გვერდით ადგილი თავისუფალი იყო. თავში გამიელვა ”იმედია აქეთ არ წამოვა” -გამარჯობა-გამიღიმა ქერა, ცისფერტვალება ბიჭმა. -გამარჯობა- უბრალოთ ვუპასუხე, დედამისი გვიყურებდა. -ეს ადგილი დაკავებულია? -არა. -შეიძლება ჩამოვჯდე? -თუ შენ გინდა კი- გვერდით მომისკუპტდა. - მე გიორგი ვარ-შენ? -მარი. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. -სად მიდიხარ? -ქუთაისში, შენ? -მეც-გაიცინა- ბათუმიდან ქუთაისში ამდენი ბარგით? გადმოდიხარ? -სწორად მიხვდი გადმოვდივარ- გავუღიმე -ბათუნიდან,ქუთაისში-ჩუმად ჩაილაპარაკა. ვითომ ვერ გავიგე. - შენ რა გინდა ქუთაისში? -მე იქ ვცხოვრობ და ხვალ სწავლა იწყება. -გასაეგებია. კარგი ადამიანი ჩანდა, ძალიან მეგობრული და თითქოს გული გრძნობდა რომ მას ისევ შეხვდებოდა. - რამდენი წლის ხარ? -თექვსმეტის. შენ? -ჩვიდმეტის. -თვრამეთის უნდა გახდე? -კი. ერთი წლის მერე- გაიცინა. -აააააააააა-გამეღიმა -ქალაქამდე კიდე შორია? -კი. კიდევ საათნახევარი- მოვიღუშე-მგზავრობა არ გიყვარს? -არა. ცოტა ხნით დაჩუმდა. ალბათ ფიქრობდა რა ვკითხოო, მე კი ფანჯარაში ვიყურებოდი და თითქოს რული მერეოდა. უცებ ფიქრებიდან გამოერკვია, გამოცოცხლდა და მკითხა. - ყველაზე მეტად რა გიყვარს? -კერძოდ? -კარგი. მოდი თავიდან საყვარელი კერძი მითხარი. - კარტოფილი ფრი, Big Maks-ი და ჰანბურგერი. -მაკდონალდში გზრდიდნენ? -არა. შენ რა გიყვარს? -ხინკალი. შენი საყვარელი სასმელი? -კოკა და ფორთოხლის წვენი. -რძე გიყვარს? -არა- სახე დავმანჭე. - რომელი ჟანრის კინოებს უყურებ? -მისტიკა, ფანტასტიკა. - კარგი არჩევანია- შემაქო.- მუსიკა? -ყველაფერს ვუსმენ. როკსაც, პოპსაც, ელექტრო ჰაუსებსაც, ტექტონიკებსაც, შიგადაშიგ რეპსაც. ნინო ჩხეიძის გარდა ყველაფერს -გავიღიმე. ---მაგარია.- გაიცინა. კარგად რომ დავაკვირდი რაღაცით ქალსაც გავდა.- მოიწყინე? მოიცა გაგამხიარულებ. - მართლა? -ხო, მაგრამ შენი აბაგოკი დამჭირდება- გავუწოდე, თმა გადაიწია, უეცრად ჩემს წინ ქერა, ცისფერთვალება გოგო გაჩნდა. გაკვირვაბული ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბიჭი ასე ჰგავდეს გოგოს? -აბა როგორი ვარ?-შორენა ბეგაშვილივით გამიღიმა. ეს კი მართლა სასაცილო, იყო თავი ვეღარ შევიკავე და გადავიხარხარე. მანაც გამიღიმა, ჩემს ხარხარზე ყველამ გამოიხედა და უცბად შევწყვიტე. -მაგარია- ფართოდ გავუღიმე. - მართლა? ხი, სასაცილოა და საყვარელი- შორენასავით გამიღიმა და მეც მხოლოდ გავუღიმე.-ქუთაისამდე რამდენი დარჩა? - ერთი საათი. -კარგი- ავტობუსის სავარძელს თავი მივადე ძილს ვუძალიანდებოდი, მაგრამ თავისი გაიტანა და თვალები მოვხუჭე. - დაიღალე? -ხო, მგზავრობა მღლის. - მე მომადე თავი თუ გინდა. -არა გიო, იყოს- გავუღიმე და მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი გიო არ უნდა დამეძახებინა, მაგრამ ამას არაფერი ეშველებოდა. -მეც დავიღალე-თვალები დახუჭა და გაისუსა. რომ გავიღვიძე ჩემი თავი გიორგის მკერზე მქონდა მიდებული, გიორგი კი მზრუნველი თვალებით მიყურებდა. - გაიღვიძე? -კი, ბოდიში მგონი შეგაწუხე და ძილი არ გაცალე. -არა, სულაც არა. -კარგი. მალე ჩავალთ?- თმა გავისწორე. -კი. თხუთმეტ წუთში. -კარგია. -ხო. -მეჩვენება თყ აქაყრობა მართლა იწვის? -არა აქ, ამ დროს ასეთი ამინდია. -კარგი-”როგორმეშევეცვევი”. გავიფიქრე გულში. - სად ცხოვრობ? -საფიჩხიაზე. - კერძოდ? - კოსტავაზე. - მანდ ერთი ჩემი მეგობარი ჩხოვრობს. მართლა? - ხო. თემუკა პატარიძე. -არ ვიცი, მე არავის არ ვიცნობ. -კარგი. იმედი მაქვს გიპოვნი.- გამირიმა. -ალბათ- როგორც იქნა ავთობუსი სადგურზე გაჩერდა და, აი ქუთაისში ვართ. მამაჩემი გარეთ მელოდებოდა. ისევ შავი ჯიპი ჰყავს რომელიც დიდი ხნის წინ იყიდა. თვითონ სუპერმარკეტის დირექტორია. არც ასაკი ეტყობოდა ლევანს მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდა ცხრა წლისაა. - გმარჯობა მამა როგორ ხარ?- გულთბილად გავურიმე -კარგად შენ?- მანაც გამიღიმა -მეც კარგად ვარ მამა. უსიტყვოდ მივდიოდით სანამ ნებისყოფამ არ უღალატა. ეჭვით უყურებდა ჩენს ტალღოვან, თავთუხისფერ თმას. ბოლის ცნობისმოყვარეობამ ძლია და მითხრა: - ვარცხნილობა შეგიცვლია. -ხო.-ჩემს კულულებს დავხედე. -როდის გადაწყვიტე? -რამდენიმე თვის წინ. -გიხდება. ეს იყო და ეს. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მე ისევ ფიქრებში დავქროდი. ახლა გიორგიზე ვფიქრობდი. ” თუ გიორგი ასეთია- მეგობრული, ბომ შეიძლება სხვებიც ასეტები იყვნრნ?” ” ან კი, არ არა, ყველა სხვადასხვანაირია”. მამაჩემმა ფიქრებიდან გამომარკვია. -მარი, მოვედით შენს ჩანთებს მე წამოვირებ. -კარგი- სკოლის ცცანთებს კი მე დავავლე ხელი. სულ ერთი ჩემოდანი და ორი სკოლის ჩანთა იყო. სახლში შევაბიჯე. გამიკვირდა, ერთი ახალი ნივთიიც კი არ უყიდიათ. ყველაფერი რავის ადგილზე იუო. ინთერიერიც კი არ შეუცვლია. ჩვიდმეთი წელი როგორ შეიძლება არაფერი არ იყიდო? ან ინტერიერი არ შეცვალო? მეორე სართულზე ავედით. - აი შენი ოთახიც!- ეტყობოდა რომ უხაროდა ჩემი აქ ჩამოსვლა. მას მხოლოდ თვალები დასცემდა ხოლმე. ახლაც ასე მოხდა. სიმართლე, რომ ვთქთქვათ ეს თვისება მეც მერგო მემკვიდრეობით და ხანდახან როცა სახის მიმიკას დავიმორჩილებ თვალები გამსცემს ხოლმე. ოთახში შევედი. კედლებზე ჩემი ძველი ”ნახატები” იყო აკრული. გადავწყვიტე ჩამოვხსნა. მამაჩემი ოთახიდან გავიდა და ჩემს თავთან მარტო დამტოვა , თუმცა ორიოდ წუთში ისევ შემმოაღო კარი. - მარი, აი თეთრეული.თუ რამე დაგჭირდეს ქვევით ვარ.ხომ არ გშია? -კარგი. კი ცოტა. -პიცა შევუკვეთო თუ ისევ მაჯდომალდსის საკვები? -მკდომალდსი თუ არ სეწუხდები კარგი? -არ შეცვლილხარ- გამიღიმა და გავიდა. ლოგონი დავალაგე, კედლებიდან ”ნახატები” ჩამოვხსენი. თაროდან უსარგებლო ნივთები გამოვიღე და მათ მაგივრად ტანსაცმელი შევალაგე.კომპიუტერის უჯრებში ჩავიხედე. იქაურობა სავსე იყო ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით და ფერადი ”ნახათებით”. ყველაფერი ამოვალაგე და გადასაყრელად გავამზადე. მათ მაგივრედ კი წიგნაკები, რვეულები, პასტები, ფანქრები და სახაზავები ჩავალაგე. ჩანთები ლამაზად მივაწყვე და მამამაც შემოიხედა ოთახში. -მარი, მოდი ჭამე! -ეხლავე- ქვევით ჩვედი. კართოფილის სუნი მეცა. გადასაყრელ ნივთებს დაუფიქრებლად გადავუძახე ნაგავში. უხმოდ მივირთვი და ისევ ზევით ავედი. -ძილინებისა მამა. - ტკბილი სიზმრები. ოთახში ავედი. მართალია ძალიან დაღლილი ვიყავი,მაგრამ უეცრად ყველა ემოციამ ერთბაშად ”მოიღერა” კისერი და ტირილი დავიწყე. საწოლზე ვიჯექი მე კი სულმოუთქმელად ვტიროდი. მეშინოდა, რომ აქაურობას ძნელად შევეგუებოდი. გრძნობები ისე უეცრად გაქრა, როგორც წარმოიშვა, მხოლოდ შიში დამრჩა, შიში ხვალინდელი დღისა. ხვალ პირველად მივდივარ ახალ სკოლაში. შხაპი მივიღე და დაღლილ-დაქანცული დასაძინებლად წავედი. ბალიშზე თავი როგორხ კი დავდე იქვე შევაბიჯე არარეალურ სამყაროში. თვალწინ გიორგიე სახე მედგა....................................
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 903 | დაამატა: SmileMari | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: SmileMari
(მასალა) თარიღი: (2011-05-12 0:41 AM)




0



პასუხი
ხო ბინდს გავს და ვეცდები მალე მოგაწოდოტ მეორე თავი