როგორც
ჩანს სიკვდილთან თამაში ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ პოპულარულია. ამჯერად
ბლოგერებმა მოკლეს და დამარხეს 38 წლის "ჩარლის ანგელოზების” ვარსკვლავი.
ქემერონის სიკვდილმა მისი თაყვანისმცემლები შეაშფოთა. რამოდენიმე დღის წინ
მათ გამოიტირეს და დაასაფლავეს მსახიობი. ქემერონმა ამის შესახებ არაფერი
იცოდა. მსახიობი ჯანმრთელადაა და ძალიან კარგად გრძნობს თავს. ქემერონი
პირველი არ არის, რომელიც ბლოგერებმა დაასაფლავეს დროზე ადრე. გასული წლის
დეკემბერში ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი ჩარლი
შინი შვეიცარიაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მალევე გაავრცელეს, რომ
მსახიობი ჯანმრთელადაა და ძალიან კარგად გრძნობს თავს.