როგორციქნა მე და მარიმ მოვახერხეთ სერიოზული კონკურსის გაკეთება სერიოზული პრიზებით : )) მოკლედ ძალიან მაგარი კონკურსია და როგორც ყოველთვის წესები ძალზედ მარტივია. თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საყვარელი სელებრითის, სერიალის ან ჯგუფის გაერთიანებული ფოტოები. რას ნიშნავს გაერთიანებული ფოტოები?? ანუ სურათი რომელშიც რამოდენიმე სურათია გაერთიანებული. უფრო ზუსტად რომ გაიგოთ აი ნიმუშიც: მე ყველაზე მეტად მომწონს სერიალი H2o და ამიტომაც გავაკეთე მისი შეერთებული სურათები
იმედია ყველაფერი გაიგეთ. და კიდევ ერთი: სურათების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 – ს და თქვენი სურათები არ დამტკიცდება თუ მას ჩვენი საიტი არ ეწერება : ))
ხმისმიცემა კი ამჯერად განსხვავებული იქნება. ის შედგება 2 ტურისაგან. 1 ტურის გამოკითხვა დაიწება 1 აპრილს და ის 5 დღეს გასტანს. ანუ ის 5 აპრილს დამთავრდება. 2 – რე ტურში ანუ ფინალში 3 მონაწილე გადავა ანუ ის სამი ადამიანი ვინც 1, 2, და 3 ადგილს დაიკავებს. 5 აპრლიდან 8 აპრილის ჩათვლით ფინალისტებმა უნდა გააკეთონ ახალი სურათები. ის მონაწილე ვინც ახალ სურათებს არ გააკეთებს 8 აპრილამდე ის ავტომატიურად გამოეთიშება კონკურს. 9 აპრილს კი დაიწყება 2 ტური. 2 ტურის ხმისმიცემა 7 დღეს გასტანს ანუ ის 17 აპრილს დამთავრდება და გამოვლინდება გამარჯვებული ვინც მიიღებს ამ პრიზებს:
High Scool Musical - ს საათს, ტროის, ანუ ზაკ ეფრონის გამოსახულებით.
ჰანა მონტანას საათს
ჰანა მონტანას ბლოკნოტს.
და სპანჯბობის ჩანთას
მემგონი კარგი კონკურსია არა?? აბა გელით მიიღეთ მონაწილეობა. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ დატოვეთ კომენტარი : ))
|