კიდევ დამხატე..!! - 23 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » კიდევ დამხატე..!!
6:29 PM
კიდევ დამხატე..!!

დილით ადრე გამეღვიძა.რატომღაც ცუდ გუნებაზე ვიყავი...საუზმის შემდეგ ჩემი გაცრეცილი ქურთუკი მოვიცვი და ჭიშკარში გავედი.ავტობუსმა მალევე ჩამოარა.ბოლო გაჩერებამდე გავყევი.მძღოლისთვის არც კი შემიხედავს,ფული იქვე შემაღლებულ სავარძელზე დავყარე და ჩამოვედი.ქუჩას თვალი მოვავლე,ხალხი კანტიკუნტად დადიოდა.ყველას სადღაც მიეჩქარებოდა...მე კი არსად წასასვლელი არ მქონდა,მარტო ყოფნა მინდოდა.ცივმა ნიავმა დაუბერა და დილის სუსხმა სახე ამიწვა.თავისუფალი სავარძელი დავინახე და იქეთკენ გავემართე.ვიფიქრე,ცოტა ხანს ჩამოვჯდები და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ-მეთქი.არ ვიცი როგორ,მაგრამ სკამზე მოკალათება უცნობმა ახალგაზრდამ დამასწრო.ცოტა არ იყოს გავბრაზდი.გულში ისიც კი გავიფიქრე,ეს გაუთლელი ხეპრე ვინ არის,ხომ ხედავდა,რომ მე უნდა დამეკავებინა სკამი-მეთქი.უკმაყოფილება როგორც სჩანს გამომეტყველებაზე დამეტყო.უცნობს ცხვირი ავუბზუე და სხვა მხარეს გავემართე.ჩემდა გასაკვირად ის ''თავხედი'' გამომელაპარაკა და ბოდიში მომიხადა.ახალი თავგადასავლები არ მჭირდებოდა,რაგდან ჯერ ძველიც არ მქონდა დავიწყებული.ამიტომ გადავწყიტე იქედან წამოვსულიყავი და დამევიწყებინა ეს დეგენერატული შემთხვევა. 
-რა გქვია?-მკითხა უცნობმა. 
-ელენე. 
-მე ტაბოს მეძახიან.ისე გიორგი მქვია.
-რაში მაინტერესებდა რა ერქვა ან ვინ რას ეძახდა. 
-მოსწავლე ხარ? 
-არა. 
-მასწავლებელი?
-თავის ჭკუაში გაიხუმრა კიდეც. 
-არც ეგ. 
-აბა ვინ ხარ... 
-ხომ გითხარი ელენე მქვია...პირველი კურსის სტუდენტი ვარ,ახლა უნდა წავიდე.მაგვიანდება. მან თვალებში შემომხედა.რამდენიმე წამი მიყურა.მეც ვითავხედე და თვალი არ ამირიდებია.შემდეგ მითხრა: 
-შენს თვალებში ვხედავ,რომ არსად არ გაგვიანდება და ეს მხოლოდ მიზეზია.
- ძალიან გავბრაზდი.როგორ მიბედავდა ეს თავხედი იმის თქმას,რომ დავრჩენილიყავი?ეს გაუთლელი ხეპრე.ვინ არის საერთოდ?ახლა ავდგები და...და არ ვიცოდი რა მექნა ან რა პასუხი გამეცა. 
-ამ პარკში ხშირად სეირნობ?
 -არა.იშვიათად... 
-მე კი პირიქით.იცი,მე მხატვარი ვარ. 
-მხატვარი?
-გამაკვირვა მისმა ნათქვამმა.
 -ჰო.ვხატავ...თუ გინდა შენ დაგხატავ.
 -არა.არ მინდა.ორი საათი ერთი და იგივე პოზაში ვერ ვიქნები. მას გაეცინა...მეც კი გამეღიმა ჩემს ნათქვამზე. 
-ე.ი. მხატვარი ხარ...ძალიან კარგი. ის თვალებში მიყურებდა,პასუხი არ გაუცია.შემდეგ დაგვიანებით მითხრა: 
-მინდა,რომ დაგხატო. 
-არ შემიძლია,უნდა წავიდე. 
-არა.მე შენ უნდა დაგხატო...ძალიან გთხოვ... ეს სიტყვები ისე მუდარით მითხრა.რომ უარის თქმა ვეგარ შევბედე. 
-კარგი,მაგრამ სად არის ფურცელი ან ფანქარი...ვერ ვხედავ. ჩემი თანხმობით კმაყოფილმა მაშინვე ვიღაცას დაურეკა. 
-ჩემი რაღაცეები ჩამომიტანე.მალე,მჭირდება...ხო პარკში ვარ,ჩემს სკამთან.კარგი... 
-ეს შენი სკამია?მეგონა ყველასი იყო. 
-ყველასია.მ,აგრამ მე ჩემსას ვეძახი,რადგან სულ არ ვზივარ ხოლმე,როცა პარკში გამოვდივარ... 
-გასაგებია. პარკში ყოფნამ კიდევ რამდენიმე საათს გასტანა.ის მხატავდა...მაკვირდებოდა და ჩემი სახე,თითოეული ნაკვთი თანდათან თეთრ ფურცელზე გადაჰქონდა.როცა ხატვა დაასრულა ,სურათი გამომიწოდა.მართლაც საოცრად მგავდა ის არსება,რომელსაც ფურცელზე ვხედავდი და ისიც იმავე სახით მიმზერდა. 
-გცოდნია ხატვა.ნიჭი გაქვს... 
-მადლობა,შენ კი...
 -რა მე კი...
 -არაფერი. 
-კარგი.ახლა მართლა უნდა წავიდე. 
-ნახატს არ წაიგებ? მომაძახა მიმავალს... 
-შენ გიტოვებ,გქონდეს. 
-მე რატომ? 
-რავიცი ისე...ნახვამდის! 
-ნახვამდის...
 მას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ ჩემმა ავტობუსმა ჩამოიარა და ვეგარ მოასწრო. ახლა ჩემს ოთახში ვზივარ და ამ წერილს ვწერ,არ ვიცი რატომ.ის თავხედი და ხეპრე კი მე რომ მეგონა,რა ნიჭიერი ყოფილა.არამგონია,კიდევ სადმე წავაწყდე.საკუთარ თავს და გონებას კი არ ვუტყდები იმაში.რომ მისი ნახვა კვლავ მინდა...ეს სურვილია,რომელიც ალბათ მალე გაქრება და აღარ იარსებებს!... ჩემი ფანჯრის მინებს წვიმის წვეთები წკაპა წკუპით ეცემა.გარეთ დეკემბრის სუსხია...მე კი წერას ვასრულებ და არ ვიცი რა გავაკეთო შემდეგ,რადგან სრულებით არ მეძინება !... 
გონეში კი ვიღაც განუწყვეტლივ იმეორებს სიტყვებს: ''კიდევ დამხატე "...
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 696 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: L-anano
(მასალა) თარიღი: (2011-11-23 8:12 PM)




0



პასუხი
dzaaan magariaa