კეტლინის ამბავი - 28 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » კეტლინის ამბავი
7:10 PM
კეტლინის ამბავი
კეტლინის ამბავი. (მისი დღიურებიდან) 
2009 წლის აგვისტოს გადავწყვიტე რომ 1 კვირა გამეტარებინა ჩემი მეგობრის სახლში ტბასთან ახლოს, ჩემს 7 საყვარელ მეგობართან ერთად. ჩვენ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. მე სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს ”ეს ზაფხული არაჩვეულებრივი იქნება” . პირველი დღე გავატარეთ მუსკის მოსმენაში, ერთად სიცილსა და მხიარულებაში - ცხოვრების დავიწყებაში.. ყველაფრის დავიწყებაში გარდა იმის რაც იმ წუტას ხდებოდა. 

ჩემი ორი მეგობარი და მე ჯეტ სკიზე ვიჯექით (მომიტევეთ საშინელი ქართულისთვის. მემგონი ქართულად სკუტერი ქვია), როცა დანარჩენები აპირებდნენ ტბაზე ნავით გასეირნებას. ჩვენ სკუტერზე კარგად გავერთეთ, მხოლოდ იმაზე ვწუწუნებდით რომ წყლის ხმაური ყურებს გვტკენდა. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მოხდებოდა.. 

სასაცილოა ჩვენ როგორ ვწუწუნებთ თავის ტკივილზე ან თითის გაჭრაზე.. მაგრამ რაც არ უნდა ცუდი მოგეჩვენოს იმ წუთში სიტუაცია, უარესიც მოხდება. მე და ჩემი მეგობრები სკუტერიდან გადავხტით (ეს ისეთი სკუტერია ქობულეთში ’ბანანი’ რო ქვიაა. ;დ ხო იცით?), და ზუსტად მაშინ როცა წყლიდანთავი ამოვყავი, დავინახე სწრაფი ნავი (არც ამას ვიცი რა ქვია. ;დ სწრაფად რომ მიდის ოღონდ ნავი როაა რა. ;დ) ზუსტად ჩემსკენ მოდიოდა. კაცი რომელიც ატარებდა უკან იხედებოდა ამიტომ მან მე ვერ დამინახა. ვიცოდი რომ დროში ვიწვებოდი და გაცურვას ვეღარ მოვასსწრებდი, ამიტომ ჩემს თავზე ვიზრუნე და წყალში ჩავიმალე. ნავმა გადამიარა მარცხენა ფეხზე და ტკივილმა შეაღწია ნერვამდე... გაგლიჯა კანი.. და ყველაზე დიდ არტერიამდე რაც გულთან მაკავშირებდა. 

მეტალის ნაწილი რაც მიბმული ქონდა ნავს ჩემს მარჯვენა ფეხზე გადავიდა, და მუხლი ჩამიმსხვრია. მე ეგრევე უკან გავიხედე, და დავინახე ჩემი მეგობრების ნავი (5 მეგობარი ხომ ნავით წავიდა სასეირნოდ) მათაც გადამიარეს.. კაცი რომელიც ატარებდა ვერ დამინახა ამიტომ მან გააგრძელა ნავის მართვა.. 


კეტლინის ისტორია (მისი დღიურებიდან) ნაწილი 2. 
წყალში ჩავიხედე, და ყველაფერი რაც დავინახე წითელი ფერი იყო. ისევე როგორც Jaws-ში (ფილმია), როცა ზვიგენი ვინმეს ფეხს მოაჭამდა. მე შემეძლო დამენახა ჩემი კანი და ძარღვები მოცურავე წყალში, და მე ვუთხარი ჩემს თავს რომ ფეხისთვის არ დამეხედა მაგრამ დავიხედე.. მე დავინახე ჩემი ფეხი თითქმის მოკვეთილი. მე მთელი ჩემი ხორცი და ყველა პატარა დეტალი დავინახე. მე ჩემი მეგობრების სახეს შევხედე. ისინი შემობრუნებულები იყვნენ.. ყვიროდნენ ისტერიულად, და პანიკობდნენ. მთელი ამ მანიძილის განმავლობაი მე ჩემს თავს ვეუბნებოდი ”არაუშავს, ეს უბრალო სიზმარია. მე აი ზუსტად ახლა გავიღვიძებ. და მაინც თუ არ გამეღვიძება მე შემიძლია მეორე ფეხი ვიხმარო ხომ მართალი ვარ?”

ეს იყო ყველაზე საშინელი ტკივილი რაც კი ოდესმე მიგვრძვნია. წარმოიდგინეთ ვიღაცა გაჭრის ფეხს ნელ რეჟიმში. ჩემი საუკეტესო მეგობრის მამა გადმოხტა სკუტერიდან და სკუტერში ამიყვანა. რაც საოცრება იყო იმიტომ რომ ის პარალიზებულია და ერთი ხელის მოძრაობა არ შეუძლია. 

როცა მან დამაწვინა, მე ფეხებს ვერ ვგრძნობდი. მე მესმოდა მისი ჩურჩული თავის ცოლთან რომ მე კარგად არ გამოვიყურებოდი. მე ვიცოდი რომ ჩემი შეშინება არ უნდოდათ. მე უბრალოდ ვუყურებდი ღრუბლებს და ვთხოვდი ღმერთს ტკივილი მოერჩინა. მე ვგრძნობდი რომ ვსუსტდებოდი. ყველაფერი ბრუნავდა, თავი მისკდებოდა.. მინდოდა თვალები დამეხუჭა მაგრამ არ შემეძლო. ისინი მაძალებდნენ მელაპარაკა, ასე მე დავრჩებოდი გონზე სანამ სასწრაფო მოვიდოდა. მე ძალიან ბევრ სისხლს ვკარგავდი. ცოტაც და სულ დავიცლებოდი - და მოვკვდებოდი. 

ჩემი საუკეთესო მეგობარი იდგა ჩემს გვერდით, ჩემი ხელი ეჭირა თითქოს არ მიშვებდა საიქიოში. მაგრამ მარტო მის ხელს რომ შესძლებოდა ჩემი გაკავება.. ის ლოცულობდა და მეუბნებოდა რომ არ დავნებებულიყავი, მეუბნებოდა რომ მე აქ ვიყავი საჭირო. მე ჩემს სხვა მეგობრებსაც შევხედე - რომლებიც ტიროდნენ და ლოცულობდნენ - იცოდნენ რომ იმის დიდი ალბათობა არსებობდა რომ ბოლოჯერ მხედავდნენ. მე მეგონა ვკვდებოდი, მაგრამ მე არ ვნებდებოდი მათ გამო - არ მინდოდა მათ ჩემი სიკვდილი ენახათ. 

თითქოს მთელი საუკუნე ველოდეთ სასწრაფო დახმარებას. ჩემი მეგობრების მშობლებმა პირსახოცი მომახვიეს ფეხხზე რომ სისხლი ცოტათი მაინც შეეჩერებინათ. მე უკვე მესმოდა სასწრაფო დახმარების მანქანების საშინელი წუილი და მეშინოდა - მეშინოდა რომ ისინი უფრო მატკენდნენ. 

როცა ექიმები ჩემთან მოვიდნენ მე ისინი ხელით დავიჭირე და ვთხოვე: ”გთხოვთ! ნარკოზით გამიკეთეთ! დამაძინეთ!” ისინი ჩქარობდნენ ჩემს აეროპორტამდე მიყვანას, თვითფრინავი უკვე იცდიდა. გზა ჩემდა საუბედუროდ საშინლად ქვიანი იყო და მე მთელი სხეული მტკიოდა. ვგრძნობდი თითქოს მაწამებდნენ. 

მათ თვითმფრინავამდე მიმიყვანეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ თვითმფრინავში საკმარისი გაზი არ იყო. ამიტომ უახლოეს საავადმყოფოში წამიყვანეს. მაგრამ რაც ბოლოს მახსოვს ეს თვითმფრინავამდე მისვლაა, იმიტომ რომ მე გავითიშე - ეს ნიშნავს რომ ჩემი გული გაჩერდა და მე მოვკვდი. ისინი ვეღარ მაბრუნებდნენ, და დანებდნენ კიდეც. მათ ჩემი სიკვდილის თარიღი გამოაცხადეს!! 


კეტლინის ისტორია. (მისი დღიურებიდან) ნაწილი 3. 
რომ არა ჩემი ანგელოზი - სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც საბედნიეროდ აღმოჩნდა ჩვენს თვითმფრინავში, რითაც უნდა მემგზავრა, - მე დღეს აქ არ ვიქნებოდი და ჩემს დღიურებს ვერ გამოვაქვეყნებდი. მე იმიტომ გავითიშე თვითმფრინავში რომ არტერია სისხლისაგან დამეცალა, არტერია რომელიც გულთან მაკავშირებდა. ექიმმა კაცმა ჩემზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ეს ქალი ემოციური გახდა და სთხოვდა რომ არ შეეწყვიტა. 

მათ წამიყვანეს ალაბამას ჰოსპიტალში, სადაც ტრმვის და დამწვრობას კურნავდნენ. მათ იმწამსვე გამაქანეს საოპერაციოდ, და მე გამოვფხიზლდი ოპერაციის შუაში, რადგან ნარკოზი არ მქონდა გაკეტებული. მეტ ანესთეზიას ვერ მიკეთებდნენ რადგან 99 პროცენტით ვერ გადავიტანდი. 

მე მთელი ოპერაციის მსვლელობის დროს მეღვიძა. მე არ შემეძლო განძრევა, თვალის დახამხამება, ლაპარაკი. მე ვცდილობდი მეკივლა, მაგრამ პარალიზებული ვიყავი. მე მესმოდა როცა ისინი ამბობდნენ ”ჩვენ მის ფეხს მოვჭრით. სხვა გზა არ გვაქ” წარმოიდგინეთ რა საშინელება იყო ეს ჩემთვის. ისინი ფეხს მჭრიდნენ და მე ამ ყველაფერს ვგრძნობდი. მე მათ ვევედრებოდი რომ დავეძინებინე, მაგრამ არ ქონდა მნიშვნელობა - ჩემი არ ესმოდათ. 

მე მესმოდა როგორ ამბობდნენ რომ შანსი აღარ არსებობდა რომ მე ოდესმე გავივლიდი, ან ნორმალურად ვიცხოვრებდი. ჩემი მშობლები პანიკაში იყვნენ იმიტომ რომ არ იცოდნენ ცოცხალი თუ დავბრუნდებოდი ოპერაციიდან. ექიმებმა უთხრეს რომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ მაგრამ შასსი ძალიან მცირე იყო. ჩემმა მშობლებმა ორი საათი იარეს როცა გაიგეს ჩემი ამბავი, არაფერი იცოდნენ ჩემს ტრამვებზე, და იმაზე რომ შესაძლო იყო რომ მათ პატარა პრინცესას ვეღარასოდეს ნახავდნენ. 
მე მახსოვს როგორ გავიღვიძე ოპერაციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, და მე მარტო ვიყავი თეთრკედლებიან ოტახში. ერთი მილიმეტრიც კი არ შემეძლო გადაადგილება ან ლაპარაკი. სასუნთქი მილი მეკეთა, და ვენებში ორი დიდი შპრიციანი ნემსი. გულში ხაზი მიერთდებოდა საიდანაც სისხლი მომეწოდებოდა. 6,000-ზე ნავის ნამსხვრევი მქონდა ერთ ფეხში, და ანკესი (ნავზე იდო) მეორე ფეხში. თეძოდან მუხლებამდე.. როგრც ჩანს ვერ ამომიღეს. 

მაგრამ მაინც ჩემმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა, და ნერვები და ძარღვები დამიბრუნდა. მაგრამ დღესაც არ მაქვს ყველა ნერვვი ბოლომდე დაბრუნებული ჩემს მარცხენა ფეხში, და 15წუთზე მეტს ვერ დავდივარ. ადვილად მეწყება სისხლდენა ცხვირიდან, მუცელი და თავი მტკივდება.. 

დღეები თვეებივით გადიოდნენ. მე მეშინოდა. მეშინოდა ტკივილის. მეშინოდა ცემი მომავლის. მე ძალიან იშვიათად ვხედავდი ჩემს მშობლებს. როცა ხალხი შემოდიოდა ჩემს ოთახში მე თვალებს ვხუჭავდი - ერთადერთი რაღაც რასაც ჯერკიდევ მე ვაკონტროლებდი. მათ ეგონათ რომ მე მეძინა, მაგრამ სინამდვილეში ყველა საშინელი სიახლე მესმოდა ჩემს თავზე. მე მახსოვს რამდენი უცხო მოვიდა ჩემს სანახავად. როგორი სიკეთე გამოიჩინეს. ჩემი საუკეტესო მეგობარი, (ფეიტონი ქვია) არასოდეს მტოვებდა. და მას ასე თვალცრემლიანს რომ ვხედავდი გული მიტყდებოდა. იმიტომ რომ მე ის ნამტირალევი არასოდეს მენახა მაქამდე. ჩემი მეგობრის მამაც, რომელმაც ამომიყვანა წყლიდან, მინახულებდა ხოლმე. მე ლაპარაკი არ შემეძლო მაგრამ მას მაინც ’გმირად’ ვთვლიდი, რომ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა. 

ძალიან ძნელი იყო როცა ლაპარაკი არ შემეძლო. მათ დამაგრებული ქონდათ დიდი მილი ჩემს ყელში, და ძლივს ვსუნთქავდი - მარტო ცხვირით. მე კომუნიკაცია არ შემეძლო. ყველაზე მეტად ვისი ვიზიტიც მახსოვს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ადამიანი რომელზეც ვიყავი გაბრაზებული, ვაწყენინე, რომელმაც მაწყენინა. ჩვენი ურთიერთობა საშინელი სიტყვებით დამთავრდა, მაგრამ მისი სახე როგორც კი დავინახე ჩემი სიყვარული განახლდა.. 


კეტლინის ისტორია. ნაწილი 4. 
მე დავიწყე სიტყვების ფურცლებზე წერა რადგან ლაპარაკი ჯერ კიდევ არ შემეძლო. ტკივილი კიდევ უფრო ძლიერდებოდა. კვირები გავიდა.. მათ სხვა სართულზე გადამიყვანეს. ხალხს უკვე რეგულარულად შეეძლო ჩემი ნახვა. მაგრამ მე განძრევა კიდევ არ შემეძლო ამიტომ მთელ დღეს საწოლში ვატარებდი. 

უმეტეს დღეებს მე ტირილში ვატარებდი. მინდოდა აქედან გაღწევა. წამალი მინდოდა ტკივილი რომ გაეყუჩებინა. დაღლილი ვიყავი სათამაშო თოჯინასავით ყოფნით. ყოველ ღამე ისინი სისხლის გადასხმას მიკეთებდნენ. რადგან ჩემი ორგანზიმი სისხლისგან იყო დაცლილი, და ყოველ სამ დღეში წვეთოვნებს მიცვლიდნენ. მე ტკივილები დამეწყო სხვა ადგილებშიც. მაგალითად; ყელის ტკივილი, მუცლის ტკივილი.. ავად ვიყავი და ეს ყველაფერს ართულებდა.. 

მე ვგიჟდებოდი, მაგრამ დღეები გადიოდა და უფრო მეტად ვეჩვეოდი ამ ადგილს. ბევრი ჩემი მეგობარი მოდიოდა ჩემს სანახავად, ამიტომ ერთ დღეს მე მათი ’გაშაყირება’ გადავწყვიტე. 

მე ვიწექი საწოლში, ვერ ვინძრეოდი, და ხმასაც ძლივს ვიღებდი. ჰო ან არას თუ ვიტყოდი ხოლმე. ყველა ჩემს საწოლთან იდგა ნამტირალევი. მე მძულდა ყველას ასე დანაღვლიანებულს რომ ვხედავდი. დედაჩემმა მკითხა ”კეტლინ, იცი ესენი ვინ არიან?” მე თავი დავუქნიე, რაც ძნელი იყო, იმიტომ რომ მთელი კისერი მტკიოდა. ”მათი სახელები ხომ იცი?” მან მკითხა. ”მარგარეტი, ნანსი, კატი” მე წავილუღლუღე. ესენი ჩემი მეგობრის სახელები არ იყო, და იმის შემდეგ რაც ყველამ დედაჩემს შეხედა, და ისტერიული ტირილი დაიწყეს მე ვთქვი ”გაგაცურეთ!” და გავიღიმე. მე უბრალოდ მათი გამხიარულება მინდოდა!

დღეები გადიოდა, და უფრო მეტ და მეტ ოპერაციებს მიტარებდნენ. მე კარგი და ცუდი სიახლეები მივიღე. მე შემეძლო გადავსულიყავი გამოჯანმრთელების სართულზე სადაც უკვე ვიყავი. ცხრილი მქონდა, და ყოველ დღე მე ვმუშაობდი რომ თავიდან მესწავლა სიარული. დილას 7ზე მაყენებდნენ სავარჯიშოდ. (რათქმაუნდა სუსტი ვარჯიშისათვის) თუმცა, ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებდა, რომ ყოველ დილას ისინი შემოვიდოდნენ ჩემს ოთახში, შუქს ანთებდნენ, და საბანს გადამხდიდნენ, მაგრამ მე ვიცოდი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

მუცლის პრესებს მაკეთებინებდნენ, მაშინ როცა სხეულს ძლივს ვანძრევდი. დამიჯერეთ ეს საშინელ ტკივილს იწვევდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როცა თავს ვერ ვანძრევდი (ყელზე რაღაც ეკეთა. სახელი არ ვიცი. აი ყელი რომ ემტვრევათ და მაშინ რო უკეთებენ, სურათშიც ჩანს) ხელებს ვერ ვანძრევდი, და საერთოდ პარალიზებული ვიყავი - მუცლის პრესები უნდა მეკეთებინა! მე ვკითხე ექიმდ თუ როდის დამთავრდეებოდა ეს, და მან მიპასუხა ”მაშინ როცა გაივლი”. ყოველ დღე მე 2-2 ნაბიჯს ვდგამდი ტრეინერთან ერთად. კვირები გავიდა და მე უკვე სიარულს ვსწავლობდი!! 


კეტლინის ისტორია. ნაწილი 5. (ანუ ბოლო ნაწილი) 
ძლივს, მე შემეძლო უკვე სახლში წასვალ 6 თვეზე მეტი საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ. მაგრამ მე დღესაც ვიტარებ ფიზიკურ ტერაპიას 3ჯერ კვირაში, ასე მე შემეძლება 100% თავისუფლად სიარული (რაც ჯერ არ შეუძლია) და მთელი ჩემი ძალის დაბრუნება. მე მაქვს ლიმპედემა მარცხენა ფეხში, რაც იწყვევს შეშუპებას. ამგვარად მე მიწევს ამ მახინჯი შლანგის ტარება (აზრზე არ ვარ რაარი). მე გრძნობა არ მაქვს მარცხენა ფეხში იმიტომ რომ მთელი ჩემი ნერვები ამოჭრეს. დიდხანს სიარული არ შემიძლია. ყველაფერ ამასთან ერთად მე მაქვს კრონის დაავადება, მჟავის რეფლექსი, ართრიტი და კიდევ სხვა ბევრი რამ. მაგრამ მაინც, მე ვაგრძელებ ბრძოლას!

ჩემმა ასეთმა გამოცდილებამ მე უფრო დამაახლოვა ღმერთთან. ბევრი თქვენგანი ამბობთ ალბათ ”არშეიძლება ადამიანი ასეთი ეკლესიური იყოს” მაგრამ დამიჯერეთ თქვენ რომ ის გადაგეტანათ რაც მე, თქვენც უფრო ეკლესიურები გახდებოდით. გარანტიას ვიძლევი რომ, რომ არა უფალი და კიდევ სხვა ბევრი ადამიანი ვინც ჩემთვის ლოცულობდა, მე დღეს მკვდარი ვიქნებოდი. რათქმაუნდა ბევრჯერ ვბრაზდები და ვკითხულობ ”რატომ? რატომ ხდება ეს? რატომ არ ვარ მე ჩვეილებრივი?”. მე დღესაც გამოჯანმრთელების გზაზე ვარ, და ზოგჯერ არის დღეები როცა მე უბრალოდ ჩავიმუხლები, ვტირი და მინდა ყველაფერი ეს მივატოვო. მგონია აზრი აღარ აქვს. მგონია რომ ვეღასოდეს გამოვჯანმრთელდები. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია როდესაც უფალი თქვენს მხარესაა. 

ამ შემთხვევამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე არ მიყვარს როცა ხალხი მიყურებს და ამბობს რომ მე განსხვავებული ვარ მარტო იმიტომ რომ მე ეს უშნო ნაიარევები მაქვს ჩემს ფეხებზე. ან ზოგჯერ ინვალიდის სკამს ვიყენებ. მე მინდა რომ კიდე ვიგრძნო თავი კარგად, და არ ვიფიქრო იმაზე რისი გაკეთებაც არ შემიძლია. მე აღარ ვარ ჩირლიდერი (ხომ იცით რაზეც ვამბობ? ამერიკაში, გამამხნევებელი გუნის წევრი გოგონები რომ არიან) ტენის აღარ ვთამაშობ, ვეღარ ვატარებ ცხენს, და სკოლაში ვეღარ ვსწავლობ. რადგან ჩემთვის დაღლა არ შეიძლება. მე სახლში ვირებ განათლებას. მე ჩემი ძველი ოცნებებით ვეღარ ვცხოვრობ, ან იმით ვეღაც ვიღებ სიამოვნებას რაც ადრე მიყვარდა. ჩემთვის ყველაფერი ადვილი აღარ არის - მე ძალიან მიჭირს საწოლიდან დილას ადგომა, ვინმეს დაუხმარებლად. 

მაგრამ მე მჯერა რომ ყველაფერი ეს რაღაც მიზეზის გამო მოხდა. მე ვიმედოვნებ რომ ჩემი ისტორია სხვებსაც გააძლიერებს, სხვა თინეიჯერ გოგონებს რომლებიც მსგავსს სიტუაციაში არიან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 
სიყვარულით, კეტლინ ვიქტორია ბიდლსი. 

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 942 | დაამატა: NaTaLi | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 131 2 »
13 - ავტორი: keet
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 10:09 PM)




0



პასუხი
Vitiree crying Sawyaalii