Just in love <3 - 10 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » Just in love <3
11:06 PM
Just in love <3
რამდენიმე წუთში ჯო შემოვიდა და უაზრო ხმით მითხრა:
_მოხვედი მაილი?
_მე კი არა შენ მოხვედი_გამეცინა მე..._მოიცა, შენ რა, მთვრალი ხარ?
_სულ ცოტა დავლიე, გეფიცები, მთვრალი არ ვარ._?ეს მიპასუხა, მაგრამ ეტყობოდა, ფეხზე ვერ იდგა.
_დაიძინე და ხვალ დაგელაპარაკები_ვუთხარი მკაცრად. რამდენიმე წამში დივანზე დავარდა.
_ესღა მაკლდა_გავიფიქრე მე და მივუახლოვდი. ძლივს ძლივობით წამოვაყენე, მხარზე დამეყრდნო და ოთახისკენ წამომყვა(კიდევ კარგი, თორემ მეც წავიქცეოდი). ოთახში მივიყვანე და საწოლზე დავსვი. გამოსვლა დავაპირე, მაგრამ ხელი დამიჭირა.
_არ წახვიდე, რა.
_რა?
_ცოტა ხანი იყავი...მაილი, რაღაც უნდა გითხრა.
_გისმენ.
_შენ..ჩემი ცხოვრება მაილი.
_რა? რამდენი დალიე?
_სასმელი არაფერ შუაშია. შენ არ იცი, როგორ შემცვალე. ადრე რომ გენახე, სულ სხვანაირი ვიყავი. სულ სხვა ვიყავი. რომ გაიგო, ვინ ვიყავი, ალბათ შემიძულებ.
_რაში მაინტერესებს ვინ იყავი. წავედი მე, დაიძინე და რომ გამოფხიზლდები, მერე დაგელაპარაკები.
_აი ხომ გითხარი, სერიოზულად არ მისმენ.
ოთახიდან გამოვედი და ვფიქრობდი, რის თქმას აპირებდა. ასეთი ვინ იყო, რომ შემძულებოდა. მთელი ღამე თითქმის არ მიძინია. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. როგორც კი მზე ამოვიდა, მაშინვე ავდექი, რადგან ლოგინში წოლა აღარ შემეძლო. ჯო ამდგარი არ იყო. ცოტა ვჭამე, მერე კი სელენამ და დემიმ დამირეკეს და კარგა ხანს ველაპარაკე. ბოლოს სელენამ მითხრა:
_კარგი, წავედით. რამის თქმა ხომ არ გინდა?
_კი, მინდა.
_კარგი, ოღონდ მალე.
არ ვიცი, ეს რამ მათქმევინა, მაგრამ უცებ აღმომხდა.
_მგონი შემიყვარდა.
_ვინ, ტეილორი?_უინტერესოდ იკითხა სელენამ. ეტყობოდა, რომ ტყუილი ეგონა.
_არა რა ტეილორი, არც კი მინახავს_გამეცინა მე.
_აბა?
_სხვა ვინ დარჩა...ჯო.
ამის თქმის შემდეგ ისეთი ხმა გავიგე, სელენა უეჭველი სკამიდან გადმოვარდა. ეტყობა დემისაც დაეტაკა, რადგან მისი შეწუხებული ხმა გავიგონე:
_რას მერჩოდი მაილი?
სიცილი ამივარდა, ამ დროს ჯო შემოვიდა. არც შემოუხედავს, ისე თქვა:დილა მშვიდობისაო და მაცივარი გამოაღო.
_წავედი, უნდა ვაჭამო_რაც შემეძლო ჩუმად ვთქვი მე, რომ ჯოს არ გაეგონა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ,,მაცივარსაც ყურები აქვსო'' :), მკითხა:
_ვის უნდა აჭამო?
_ვის კი არა...კატა მყავს ლოს ანჯელესში და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები, რომ ვაჭამო_ვთქვი პირველი რაც თავში მომივიდა. გავიგონე, როგორ ჩაიფხუკუნეს სელენამ და დემიმ და მკაცრად ვთქვი(იმათ გასაგონად):_ჰო, კატას. კარგად იყავით.
_შენი და იყო?
_ჰო.
ჯომ მაცივრიდან წვენი გამოიღო და მკითხა:
_არ დალევ?
_არა, უკვე ვისაუზმე..._ცოტა ხანი ვფიქრობდი, მეკითხა თუ არა. ბოლოს მაინც გავბედე:
_ჯო, გუშინ რაღაცას ამბობდი.
_მე? არაფერი მახსოვს. იმდენი დავლიე.
_ჰო. რაღაცას ბოდიალობდი. რომ გაიგო ვინ ვარ, შეგძულდებიო თუ რაღაც.
_მართლა? საერთოდ არ მახსოვს. იცი, რაღაცას გირჩევ. არასოდეს მოუსმინო მთვრალ ადამიანს...
_კარგი, რა თქმა უნდა.
ცოტა არ იყოს, გული დამწყდა, რომ არაფერი არ მითხრა, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. ან რას ვეტყოდი, აშკარად ჩანდა, არაფრის თქმას არ აპირებდა...ისევ თვითონ დაიწყო.
_დღეს რას ვაპირებთ?
_რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი დავგეგმე.
_საქმეზე არ გეუბნები.
_აბა?
_მაილი, საერთოდ არ ვერთობით, არ დაიღალე?
_ჯო, მე აქ გასართობად არ ჩამოვსულვარ, მით უმეტეს, შენთან ერთად. მართლა სერიოზულად მჭირდება სამუშაო, შენგან განსხვავებით არავინ მაფინანსებს.
_ვინ გითხრა, რომ მე ვინმე მაფინანსებს?
_მოყვარული ფოტოგრაფობით ირჩენ ხომ თავს?
_არ მიცნობ მაილი...
_ძალიან ბევრს ვკარგავ, არა?
_ნამდვილად biggrin კარგი, რადგან არ იშლი, რესტორნებში ისედავ ხომ უნდა მივიდეთ, ჰოდა, გეპატიჟები.
_დავფიქრდები.
_ფიქრობ?
_ჰო.
_ძალიან კარგი._უცებ მოვიდა და ხელი მომკიდა, სააბაზანოში შემიყვანა და მკითხა:
_კიდევ ფიქრობ?
ვერ მივხვდი, რას აკეთებდა, ამიტომ ისევ ვუპასუხე:
_ვფიქრობ.
_ბევრი იფიქრე..._ხელი გამიშვა და ჯაკუზში ჩავვარდი. ყვირილი დავიწყე:
_ჯო ჯონას, ვერ გადამირჩები.
_მიდი იჯექი და იფიქრე.
რამდენიმეჯერ ვცადე ამოსვლა, მაგრამ ისევ მაგდებდა.
_მგონი საკმარისი დრო გქონდა საფიქრელად. შეგიძლია ამოხვიდე._და გავიდა. ჩემს ოთახში გავიქეცი და სველი ტანსაცმელი მაშინვე გავიხადე, გაყინული ვიყავი. გავიმშრალე და გამოვიცვალე, ცოტა ხანში შემოვიდა.
_იქნებ შიშველი ვარ_დავუყვირე მე.
_მაგარი სანახავი იქნები.
ბალიშს ხელი დავავლე და სახეში გავუქანე. უკანვე დამიბრუნა და მუქარით მითხრა:
_ჯაკუზი ჯერ კიდევ სავსეა. მე წავედი და შენ ფიქრს რომ მორჩები, მოემზადე, ამ საღამოს რესტორანში მივდივართ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს რესტორანში წავედით. მართლა ძალიან კარგი ადგილი იყო. ცხოვრებაში პირველად დავლიე(ძალიან ბევრი არა, რა თქმა უნდა). ისე მომეწონა, როცა მოვრჩით, ოფიციანტს აღარ დაველოდე და ბართან მივედი:
_ორმაგი ვისკი დამისხით, თუ შეიძლება.
რამდენიმე წამში მომაწოდა:_აი ინებეთ.
გამოვართვი, ხელში ამისრიალდა და ძირს დამივარდა.
_ფრთხილად, ლამაზო_მითხრა ჩემს გვერდით მდგომმა. ბარმენს ისევ მოვთხოვე, ისე, რომ მისთვის არც შემიხედია. სანამ მომიტანდა, ჰკითხა:
_თქვენ რა გნებავთ?
_მაგიდა მაქვს დაჯავშნული.
_სახელი?
_ტეილორი. ტეილორ ლოტნერი.

მოკლედ, ასეთი რამ მოვიფიქრე. მე-5 თავამდე დავდებ ნებისმიერი რაოდენობის კომენტარზე(ნუ ახლა ერთზე და ორზე არა, რა თქმა უნდა) და მერე თუ არ მოემატა, აღარ გავაგრძელებ.

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 639 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: __mariami
(მასალა) თარიღი: (2011-12-14 7:54 PM)




0



პასუხი
Vgijdeeebii Umaagreesiaa ** gtoxv gviaan vnaaxee gtxxo gagaardzelee gtxxovv gtxxoov