Just in love <3 - 8 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » Just in love <3
11:18 PM
Just in love <3
საღამოს ჯოსთან გადავედი. პატარა სახლი ჰქონდა. აშკარად ეტყობოდა, რომ აქ მხოლოდ დროებიტ ცხოვრობდნენ. სხვა მხრივ, ყველაფერი მომეწონა. სელენას და დემის დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. მათაც ძალიან გაუხარდათ, რომ მუშაობა მარტოს არ მომიწევდა. რამდენიმე დღეში კარგად მოვეწყვე, მერე კი დავიწყეთ ოპერაცია ,,ტეილორ ლოტნერის ძებნა''.
მთელი ინტერნეტი გადავქექეთ, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვეთ. ყველგან გაკვრით იყო ნახსენები. ბოლოს მივხვდით, რომ ისევ ძებნა უნდა დაგვეწყო სასტუმროებში, რესტორნებში და ასე შემდეგ. ერთ საღამოს, როცა რამდენიმე სასტუმროში ვიყავით და როგორც ყოველთვის, ხელცარიელები დავბრუნდით, გადავწყვიტეთ, სანაპიროზე გავსულიყავით. მოვემზადეთ და გავედით.

http://farm3.static.flickr.com/2024/5818172322_732eb6fa6f.jpg
საღამოს განსაკუთრებით მომწონდა აქაურობა, რადგან ბევრი ხალხი არ იყო, ცეცხლი ენთო-ხოლმე და ყველა მღეროდა და ცეკვავდა. ერთი სიტყვით, ძალიან რომანტიკული გარემო იყო.
http://www.adventurousvegan.com/wp-content/uploads/2009/03/dsc06539.jpg
მე და ჯო ერთ ადგილზე დავჯექით და მეორე დღეს სად უნდა გვეძებნა, ვგეგმავდით.
http://25.media.tumblr.com/tumblr_ldl69rgYht1qdv6f9o1_500.jpg
რამდენიმე წუთი ლეპტოპით ვათვალიერებდით იმ ადგილებს, რომლებიც ჯერ არ გვინახავს და ვცდილობდით გამოგვეცნო, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ტეილორი. მხიარულმა მუსიკამ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა და სრულიად დაუფიქრებლად დავიძახე:
_ცეკვა მინდა.
ჯო უცებ ვერ გამოერკვა, მე თუ ვამბობდი და არაფერი უთქვამს, მაგრამ ისევ გავიმეორე:
_ცეკვა მინდა.
_შენ რა გაგიჟდი? რა გეცეკვება ამდენ ხალხში?
_მერე რა? უნდა ვიცეკვო.
_მაილი მთვრალი ხომ არ ხარ? იცოდე, ახლა თუ იცეკვებ...
_რას იზამ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად ვმუშაობთ.
_არ დამვიწყებია, რა თქმა უნდა_უხეშად მიპასუხა_რაც გინდა ის ქენი.
მის სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადაფიქრებული მქონდა, მაინც ავდექი და ჯინაზე დავიწყე ცეკვა.

http://www.mymostwanted.com/gallery/data/6254/miley-cyrus_COM-highschoolmusical2-cameo-caps21.jpg
ვიღაც ბიჭი ამყვა და კარგა ხანს ვცეკვავდით.
რომ დავამთავრეთ, ყველამ ტაში დაუკრა. გასვლას ვაპირებდი, მაგრამ იმ ბიჭმა გამაჩერა.
_ჰეი, კარგად ცეკვავ, რა გქვია?
_მაილი, შენ?
_ზაკი, ძალიან სასიამოვნოა სმაილი.
_შეიძლება ასეც ითქვას_გამეცინა მე და იქითკენ წავედი, სადაც ჯო მეგულებოდა, მაგრამ იქ არ დამხვდა.
_უკაცრავად, აქ რომ ბიჭი იყო სად წავიდა ხომ არ იცით?_ვკითხე ახლოს მჯდომს.
_მე რა ვიცი_მხრები აიჩეჩა მან.
სახლისკენ წავედი. თან ვფიქრობდი, ძალიან ხომ არ გაბრაზდა-მეთქი, თუმცა მეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი. სახლში რომ მივედი, იქ არ დამხვდა. ერთ ტელეფონზე დავურეკე და გათიშული ჰქონდა, მეორეს ნომერი კი არ უთქვამს. გადავწყვიტე, დავლოდებოდი. ტელევიზორთან დავჯექი, ჩიფსები მოვიმარაგე და ფილმს ვუყურებდი. ისე გავერთე, რომ ვერც გავიგე, როგორ მოვიდა ღამის ორი საათი. ამ დროს დერეფანში ნაბიჯების ხმა გავიგონე და გავსწორდი, რამდენიმე წუთში...

პატარა ტავია, მაგრამ ხვალ სამაგიეროდ დიდს დავდებ. ადმინ(თუ მოდერ) ერთი თხოვნა მაქვს: ვიცი, ასე არ იდება ფოტოები, მაგრამ პიქსზე ვერ ავტვირთე, ვერ ქაჩავს ინტერნეტი, გთხოვ დამეხმარე რა.(((


კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 710 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: -DreamerGirl
(მასალა) თარიღი: (2011-12-10 5:24 PM)




0



პასუხი
KAiaa <33 Malee