Just in love <3 - 29 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » Just in love <3
8:50 PM
Just in love <3
ყველაზე მეტად გარდატეხის ასაკში სჭირდება ადამიანს მშობლები, მაგრამ მე სწორედ გარდატეხის ასაკში დავკარგე. 15წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ავარიაში დაიღუპნენ, ჩემი და სელენა კი 13-ის. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ავღმოჩნდით. სრულიად მარტონი ვიყავით ამხელა ქვეყანაში. ჩემი მშობლები არც ღარიბები იყვნენ, მაგრამ არც ისეთი მდიდრები, რომ მათი დანატოვარი ქონება მთელი ცხოვრება გვყოფნოდა, ამიტომ ადრეული ასაკიდან იძულებული გავხდი მემუშავა, რათა სელენასთვის და ჩემი თავისთვის მიმეხედა. დილით კოლეჯში დავდიოდი, მერე სტუდიაში მუსიკაზე და მერე კომპიუტერთან მუშაობაში ღამეებს ვათევდი, რომ ფული მეშოვა. ასე თუ ისე, კარგად ვიყავით. ყველაფერს შევეჩვიე და დილით ადრე ადგომაც აღარ მეზარებოდა. ასე გავიდა სამი წელი. კოლეჯი დავამთავრე. პროფესია უკვე არჩეული მქონდა_ჯურნალისტობა მინდოდა, პარალელურად სიმღერაც, მაგრამ სტუდია სრულწლოვნებისთვის უფასო აღარ იყო, მე კი უკვე 18 წლის ვიყავი და მხოლოდ ზაფხულის არდადეგები მქონდა იმისთვის, რომ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო მეშოვა და სწავლის ფული შემეგროვებინა. ბევრს ვფიქრობდი და ერთ დღესაც ტავში გენიალური, მაგრამ არალეალური იდეა მომივიდა_რომელიმე ტელეკომპანიაში უნდა მივსულიყავი და მოყვარული ჟურნალისტობა შემეთავაზებინა. რამდენიმე ადგილზე მივედი, მაგრამ ყველგან უარი მითხრეს, რადგან ჯერ არანაირი განათლება არ მქონდა. ერთ მენეჯერს იმდენი ვეხვეწე, ალბათ შევეცოდე და მითხრა, იქნებ რამე მოვიფიქროო. მეც სიხარულითმე-9 ცაზე ვიყავი, ვითომ უკვე ამიყვანეს.
სახლში მივედი და სელენას მოვუყევი, ისიც ძალიან გახარებული იყო. მხიარულად ვისადილეთ და ს იყო, სასეირნოდ წასვლას ვაპირებდი, რომ ტელეფონმა დარეკა.
_გისმენთ_უცებ დავეტაკე.
_მაილი საირუსს სთხოვეთ.
_მე ვარ.
_ტელეკომპანიიდან გირეკავთ. ერთი შემოთავაზება გვაქვს, ამიტომ ხვალ გელოდებით 12საათზე და თუ თანახმა იქნებით, ჩვენთან იმუშავებთ.
_აუცილებლად მოვალ.
_კარგად ბრძანდებოდეთ.
ტელეფონი გავთიშე და დავიყვირე:
_მგონი ამიყვანეეეეს.
_მოიცა, რა გითხრეს?(სელენა)
ყველაფერი სიტყვა-სიტყვით გადავეცი. სეირნობა ვიღას ახსოვდა, მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, რა ჩამეცვა, რომ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვებინა. მგონი გათენებული არ იყო, რომ ავდექი. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის მოვიდოდა წასვლის დრო. როგორც იქნა ეს წუთიც დადგა. სელიმ წარმატება მისურვა და გავიქეცი. მისვლიდან რამდენიმე წუთში ლიზამ (იმ ქალმა, ვისაც გუშინ ველაპარაკე) ოთახში შემიყვანა და მითხრა:
_რადგან ასე მონდომებული ხართ, სამუშაოზე, გამოგცდით და აგიყვანთ.
_რა უნდა გავაკეთო?
_ინტერვიუ უნდა ჩამოართვა ერთ-ერთ ბიზნესმენს. მისი სახელია ტეილორ ლოტნერი. ახლა ჰავაიზეა. ჟურნალისტებთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ ხიბლავს, ამიტომ თუ მისგან ინტერვიუს აღებას მოახერხებ, პროფესიონალი ყოფილხარ.
_ანუ ჰავაიზე უნდა წავიდე?
_ზუსტად. მგზავრობის და სხვა ყველაფრის ხარჯებს ჩვენ დაგიფარავთ. დანარჩენი ტქვენტვის მომინდვია. მოსაფიქრებლად ერთ დღეს გაძლევთ. მგონი ცუდი შემოთავაზება არ არის, არა?
_არა, რა თქმა უნდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წავალ.
_კარგი, მაშინ ხვალ დაგვიკავშირდით.
ლიზას დავემშვიდობე და სახლში მივედი. წასვლა თითქმის გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ სელენასთვის რა უნდა მექნა არ ვიცოდი. გამოსავალი თვითონ იპოვა_ლოს ანჯელესში დარჩებოდა და ჩემს მაგივრად დროებით კომპიუტერთან ის იმუშავებდა. კი მეცოდებოდა, მაგრამ რა უნდა მექნა. მარტო რომ არ ყოფილიყო, მოვიფიქრეთ, რომ მასთან ჩვენი სტუდიის ამხანაგი და მეგობარი დემი დარჩებოდა, ასე რომ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. რამდენიმე დღეში უკვე ჰავაიზე ვიყავი.

ახლა ძალიან საინტერესო და მხიარული ამბავი იწყება. თუ გინდათ, გავაგრძელებ. :))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 687 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: tamuna_mari_tako
(მასალა) თარიღი: (2011-11-30 3:41 PM)




0



პასუხი
gaaaagrdzeleeeeeeeeee