ლოს-ანჯელესში, ემ-თი-ვის დაჯილდოების ცერემონიალზე, მომღერალი ჯასთინ თიმბერლეიქი და ”შავი გედის” ვარსკვლავი, მილა კუნისი, შეეცადნენ საზოგადოება შოკში ჩარგდოთ. ეს მათ ახალი ფილმის, ”გამორჩენისთვის დამეგობრებულები”, პრომოუშენისთვის იკისრეს, რომელშიც და-ძმას თამაშობენ. სიტყვებით, ჩვენ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობაა და ამიტომ ამის გაკეთება შემიძლია, ჯასთინმა მილას უკანიდან ხელი მოხვია და მკერდზე მოუჭირა, საპასუხოდ კი, მილამ, ჯასთინის უბე მოსინჯა. საზოგადოება მდარე გემოვნების ხუმრობას აღფფრთოვანებით შეხვდა.