ტეხასაში, ქალაქ ფორნიში, ჯასტინ ბიბერის სახელობის ქუჩა არსებობს. ქუჩის დაარსებისინიციატორი 11 წლის ტეხასელი კეროლაინ გონსალესია.
კონკურსში "მერი ერთი დღით" გამარჯვების შემდეგ, გოგონამ ერთ-ერთ ქუჩას საყვარელიმომღერლის სახელი უწოდა.
კითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, კეროლაინმა უპასუხა: "ძალიან მომწონს ჯასტინის სიმღერები. თავად ჯასტინიც ძალიან მომწონს. ჰოდა ვიფიქრე, რატომ არ უნდა არსებობდეს ჩემს ქალაქში, ჩემი საყვარელი მომღერლის ქუჩა?"