კანადელი თინეიჯერი ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ბრაზილიაშია. გარდა საკონცერტო გამოსვლებისა, მომღერალმა ზოოპარკიც დაათვალიერა და საკმაოდ ეგზოტიკური თეთრი ვეფხვი შეიძინა. ჯასტინი თავისი იუმორით არის ცნობილი, თუმცა ამჯერად სულაც არ ხუმრობს.”შეხედეთ ამ წუთას რა ვიყიდე!” - დაწერა ვარსკვლავმა თავის ”ტვიტერზე” და ცხოველის ფოტოც გამოაქვეყნა. ვარაუდობენ, რომ ჯასტინი ეგზოტიკურ თეთრ ვეფხვს შოუების ნაწილად აქცევს.ამჯერად რიოში მყოფი ვარსკვლავი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად კონცერტებს მართავს.”რიო სიგიჟეა! მადლობა სელენა გომესს, რომ დამეხმარა რაღაც განსაკუთრებულის შექმნაში. კერძოდ კი დუეტის, რომელიც დღემდე არავის მოუსმენია”, - ”დატვიტა” ჯასტინმა.მომავალი კონცერტი სან-პაულოშია დაგეგმილი. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/42453-jastin-biberma-vefkhvi-sheidzina.html#ixzz1aD4l29HM