პოპულარული პოპ-შემსრულებელი 17 წლის ჯასტინ ბიბერის თაყვანისმცემელთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. მისი თითოეული კლიპის ვიზიტორი ინტერნეტში მილიონობით ადამიანია. ყველაზე პოპულარული ტინეიჯერი მომღერალი დაქორწინებას გეგმავს. როგორც ამერიკული საიტი იუწყება, ბიბერი, შეყვარებულის – სელენა გომესის ცოლად შერთვას აპირებს. ჯასტინმა დაქორწინების დაჩქარება მისი მეგობრის, შონ კინგსტონის თავს დამტყდარი ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა. შონი იახტით ხიდს შეეჯახა და სერიოზული ტრავმები მიიღო. მომღერალთან დაახლოებული პირის თქმით, ბიბერი ამ შემთხვევამ დაასერიოზულა და მომავალზე ჩააფიქრა. ჯასტინმა თავის შეყვარებულს ოჯახის წევრები უკვე გააცნო. ტინეიჯერი მომღერალი კი შეყვარებულს ხელს სელენას დაბადების დღეზე ივლისში სთხოვს.
|