1 ნოემბერს ჯასტინ ბიბერის ახალი, საშობაო ალბომი გამოვა გაყიდვაში. ფირფიტის სახელწოდებაა "Under the Mistletoe".
მანამდე კი თინეიჯერი ვარსკვლავი უახლოეს დღეებში ამავე ალბომიდან ახალ სინგლს - "Mistletoe"-ს შემოგვთავაზებს. ეს ინფორმაცია მომღერალმა საკუთარი "Twitter"-ის საშუალებით ამცნო ფანებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ მომღერლის ახალ ალბომში Boyz II Men-თან, Mariah Carey-სთან და Usher-თან ერთად შესრულებული დუეტებიც შევა.