ჰარისონ ფორდმა ვარჯიში დაიწყო, რომ კარგ ფორმაში იყოს „ინდიანა ჯონსის" მეხუთე ნაწილში. ამაზე ილაპარაკა შაია ლაბაფმა MTV-ის ინტერვიუში." მე ცოტახნის წინ ველაპარაკე ჰარისონს. ის ამბობს, რომ სპორტდარბაზიდან არ გამოდის, მაგრამ ჯერ ჯორჯ ლუკასის ზუსტი გეგმები არ იცის. თვითონ მისი ვარჯიშის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ გადაღებები უკვე მალე დაიწყება",- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინანდელი ინფორმაციით ინდიანა ჯონსს ელოდება ახალი თავგადასავლები ბერმუდის სამკუთხედში. ეს მონაცემები ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. სავარაუდოდ ფილმის გადაღებები დაიწყება 2012 წლის დასაწყისში.