ანა კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასის მომავალი ქორწინების პროგნოზები უკვე ათი წელია კეთდება. თუმცა, წყვილს საშველი დღემდე არ დაადგა.
მაგრამ ამ საკითხში უკვე შეიმჩნევა იმედისმომცემი სიახლეები - კერძოდ ის, რომ შეყვარებულებმა ფლორიდის ერთ-ერთ კუნძულზე უზარმაზარი სახლი შეიძინეს.
თუმცა, მათ გემოვნებაში ვილა არ ჩაჯდა და გადაწყვიტეს, ყველაფერი ახლიდან აეშენებინათ. კუთვნილ ტერიტორიაზე ამჟამად გრანდიოზული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
ორსართულიანი სახლი მთლიანად გადაკეთებულია. დამატებულია საბავშვო ოთახები. ეს კი კურნიკოვა-იგლესიასის შეცვლილ გეგმებზე მეტყველებს