ჰეეჰ:დ სიზარმაცე - 24 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ჰეეჰ:დ სიზარმაცე
4:38 PM
ჰეეჰ:დ სიზარმაცე
აზოგადოდ, პატარა ბავშვებს სიზარმაცე ახასიათებთ. იშვიათია დედა, რომელიც არ წუწუნებდეს, რომ მისი შვილი თამაშის შემდეგ არ ალაგებს სათამაშოებს, ეზარება საშინაო დავალებების შესრულება, აქა-იქ ყრის ტანსაცმელს და არ იხეხავს კბილებს. მარიამისა და ანას დედა დაღონებული ჰყვება: "როცა ვახშმის მომზადებას ვიწყებ და შვილებს ვთხოვ, ვიდრე სუფრას მიუსხდებიან, ოთახი მოაწესრიგონ, განწყობა უმალვე ეცვლებათ, თითქოს ამ დავალებამ მთელი საღამო ჩაამწარათო. ოხვრა-ოხვრით გამოსწევენ ხოლმე სათამაშოების ყუთს და უმალვე რაღაც საინტერესოს პოულობენ, იწყებენ თამაშს და ოთახს უფრო მეტად ურევენ. რამდენიმე მითითების შემდეგ სათამაშოებს ყუთში ყრიან და სავახშმოდ ემზადებიან. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ოთახს მე თვითონ ვალაგებ. აქა-იქ ვპოულობ ფანქრებს, თოჯინას ფეხსაცმელებს, თავსატეხის ნაწილებს…” გიო წელს სკოლაში მიდის. ის გონიერი ბიჭია, უკვე გამართულად კითხულობს, იცის ყველა ავტომობილის სახელი, მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ფეხბურთელების სახელები. მიუხედავად ამისა, ძიძა ძალიან წუხს, რადგან ბავშვს ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ ასრულებინებს. ბიჭი წრიალებს, ხან ფანქარს ჩააგდებს დაბლა, ხან – წიგნს… ერთი სიტყვით, ზარმაცია. მაგრამ აბა დავფიქრდეთ, ვინ არ არის ზარმაცი? ვინ ისწრაფვის, უფროსის მოსაწყენი დავალება იმწამსვე შეასრულოს? ვინ გამორთავს საინტერესო ფილმს, როცა ძაღლის გასეირნების დრო მოვა? საკუთარი სიზარმაცის მიმართ ჩვენ შემწყნარებელნი ვართ, ბავშვებს კი ვსჯით. აბა წარმოიდგინეთ, როგორ იქცევა ბავშვი, როცა რაიმე აინტერესებს: მას სულაც არ სჭირდება თხოვნა, ის მზად არის მთები გადადგას. სხვა შემთხვევებში კი… სხვა შემთხვევებში კი მშობლებმა გამჭრიახობას უნდა მოუხმონ.
მხიარული მოტივი
როგორ მოვიქცეთ, როცა შესასრულებელია აუცილებელი, მაგრამ არცთუ ისე სასიამოვნო საქმე? უნდა ვეცადოთ, ეს საქმიანობა ბავშვისთვის საინტერესო გახდეს. თუ ეს არარეალური გეჩვენებათ, ესე იგი კარგა ხანია მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი” არ წაგიკითხავთ. დეიდამ ტომს ღობის შეღებვა დაავალა. ტომმა ისე საინტერესოდ მოაჩვენა ეს საქმიანობა ბავშვებს, რომ მას ფუნჯს ხელიდან სტაცებდნენ. უფრო მეტიც – ფულსაც კი სთავაზობდნენ ღებვაში მონაწილეობისთვის. ნებისმიერი მოსაწყენი დავალება შეიძლება საპატიო მისიად ვაქციოთ და ბავშვს მისი შესრულება მოვანდომოთ. რა თქმა უნდა, ერთჯერადი დავალებების შემთხვევაში ეს რთული არ არის. როგორ მოვიქცეთ, როცა საქმე მრავალწლიან შრომას ეხება? ბავშვები ყოველდღიურად კითხულობენ, წერენ, იზეპირებენ ლექსებსა და ფორმულებს, იღლებიან, ზოგჯერ გადამწყვეტ წუთებში ზარმაცობენ კიდეც, მაგრამ როცა გამოცდებს წარმატებით აბარებენ და შექებასაც იმსახურებენ ხვდებიან, რომ შრომა ამად ღირდა.
პროცესი დაიწყო!
რა თქმა უნდა, არასწორი იქნება, რომ ბავშვებმა ყველაფერი შექების ხათრით აკეთონ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, პატარამ თავისივე შრომის შედეგისგან მიიღოს სიამოვნება. აღნიშნეთ, რა ლამაზად ყვავის მცენარე, რომელსაც ბავშვი რწყავს, რა კარგია იმ რვეულის ხელში აღება, რომელშიც პატარამ ლამაზად დაწერა. მუშაობა გაცილებით სასიამოვნო იქნება, თუ საქმიანობას ეტაპებად დავყოფთ. მაგალითად, დავწეროთ სამი ხაზი და დავისვენოთ, დავალაგოთ სათამაშოები და დავისვენოთ… ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად გაცილებით ადვილია იმ სამუშაოს შესრულება, სადაც პატარ-პატარა ეტაპებია გადასალახი, ვიდრე იმისა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შესთავაზეთ ბავშვს, იზარმაცოს მას შემდეგ, რაც ყველა დავალებას შეასრულებს – ეს გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სიზარმაცე და დავალების შესრულების გადადება. რთული დავალებები პატარა ბავშვს მოწყენილობას ჰგვრის. სცადეთ, ისინი შეძლებისდაგვარად გაამარტივოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, წესრიგის დაცვას ეხება. სათამაშოების შესანახად მოხერხებული ყუთები შეიძინეთ. ზედმეტი სათამაშოები შეინახეთ. საერთოდ, უმჯობესია, ზოგიერთი სათამაშო შეინახოთ და გარკვეული ხნის შემდეგ გამოაჩინოთ, მათ ნაცვლად კი მობეზრებულები გადამალოთ ცოტა ხნით. ბავშვის სიზარმაცე ხშირად იმის ბრალია, რომ ისეთ საქმეს ავალებენ, რომლის შესრულებაც უფროსებს თავად არ სურთ. ასეთი საქმეები მორიგეობით აკეთეთ.
დავსაჯოთ თუ არა?
"როგორ დავსაჯოთ ზარმაცი ბავშვი?” – თავს იმტვრევენ მშობლები. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ტკბილეული აღარ უყიდოთ ან ატრაქციონზე აღარ წაიყვანოთ, მაგრამ სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ბავშვი ყველაზე უკეთ იმახსოვრებს იმას, რასაც საკუთარი გამოცდილებით შეიმეცნებს. ასე რომ, ჯობს პატარა თავად სიზარმაცის შედეგით დაზარალდეს. სათამაშოები აივნიდან არ შემოიტანე? – წვიმა მოვიდა და ყველაფერი გააფუჭა; დავალება არ შეასრულე? – სხვა შეაქეს… ცხადია, მაშინ, როდესაც უმოქმედობის შედეგი სახიფათოა, სიტუაციისთვის მშვიდად თვალის დევნება არ ღირს. შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ზარმაცი ბავშვის მშობლის ამოცანაა, ასწავლოს შვილს "სწორად” იზარმაცოს. ერთად განიხილეთ:

რის გაკეთებაა აუცილებელი დღეს და რის გადადება შეიძლება ხვალისთვის;
სად შეიძლება მოდუნება და სად დაძაბვაა საჭირო;
რაზე შეიძლება თვალის დახუჭვა და რაზე – არა.
ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანი: იზარმაცოს და ამით დასცეს თავისი შანსი ცხოვრებაში თუ თავს ძალა დაატანოს. უნდა ხვდებოდეს, რომ სიზარმაცე მას არავის თვალში არ ალამაზებს. აუხსენით, რომ დღეს სიზარმაცის გამო ის ნაკლებმიმზიდველია აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის, ხოლო ხვალ ასეთივე იქნება კოლეგებისა და პარტნიორებისთვის. ადამიანს, რომელიც კეთილსინდისიერად შრომობს, კოლეგებიც და საყვარელი ადამიანებიც პატივს სცემენ.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 681 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: bubu:8
(მასალა) თარიღი: (2011-08-24 4:57 PM)




0



პასუხი
au amasra wamakitxebs ar shemidzlia