რამდენს გაგჩენიათ სურვილი, რომ ჰოგვორსტიდან ბუ მოგსვლოდათ და მაგიის სასწავლებლად წასულიყავით ჯადოქართა სამყაროში? ჰარი პოტერის ფანებს მალე ეს სურვილი ნაწილობრივ აუხდებათ, რადგან ვორნერ ბრაზერსმა გადაწყვიტა, მათ სურვილები აუხდინოს და დაიწყოს ტურისტების მიღება იმ ადგილებში სადაც ჰარი პოტერის გადაღებები მიმდინარეობდა. 2012 წლის გაზაფხულიდან WB ვიზიტორებს ეპატიჟება ჰოგვორსტის, ჰოგსმიდის, მაგიის სამინისტროს და მრუდე ქუჩის დასათვალიერებლად, ყველა ვიზიტორ ექნება საშუალება, რომ მოირგონ ჯადოსნური ფორმა და იპოზიორონ კამერების წინ, მაგალითად ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ ჩაიცვას ქვიდიჩის ფორმა სასურველი კლუბის ლოგოთი და მწვანე ფონისა და HD კამერის წინ შეასრულოს ტრიუკები. ბილეთების გაყიდვა 58 დღეში, ზუსტად 12 ნოემბრიდან დაიწყება . ბილეთების შეკვეთა მთელი მსოფლიოდან არის შესაძლებელი, შესაკვეთად შედით ამ ლინკზე..