ნამდვილი სახელი: ფაროჰ ბულსარა. ასევე ცნობილი, როგორც ფრედი მერკური. დაიბადა: 5 სექტემბერი 1946 წარმოშობის ადგილი: ზანზიბარი, ტანზანია გარდაიცვალა: 1991 წლის 24 ნოემბერი (45 წლის) ჟანრი: როკი საქმიანობა: კომპოზიტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი ინსტრუმენტები: ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა აქტიური: 1969 – 1991
როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი
ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა
შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის:
Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love;
Don't Stop Me Now; We Are the Champions და
Crazy Little Thing Called Love.
მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ
იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად.
ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული
იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ
ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას
აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia
იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ