ამ საიტის შესახებ სხვა საიტიდან გავიგე კარგა ხნის წინ. როცა პირველად ვნახე ვიფიქრე დიდი არაფერიათქო, მაგრამ დღეს ჩემს ამ გაფიქრებას ვნანობ იმიტომ რომ ეს საიტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ძაან შემიყვარდა აქაურება განსაწუთრებით კი ადმინი, მარი. თავიდან სიახლის დადება არ ვიცოდი სურათსაც კი ვერ ვდებდი სწორად მაგრამ ნელ-ნელა თქვენი დახმარებით ყბელაფერი ვისწავლე. ბევრჯერ დავმდგარვარ არჩევანის წინაში წავიდე თუ არა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი არას, მაგრამ ახლა კი არ ვიცი რა ვთქვა, კი თუ არა. არ ვიცი წავიდე თუ არა. სიმართლე გითხრათ თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ წავიდოდი, მაგრამ როცა ნიკის გამორთვის დრო მოვიდა ვერ გამოვრთე, ვერ გამოვედი საიტიდან. ახლა კი არ ვიცი რა ვქნა ისეთი გრძნობა მაქ რომ გულის რაღაც ნაწილს ვტოვებ და ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობები, მაგრამ...
მე მარიმ დაფიქრება მთხოვა ამიტომ ამ წუთს ზუსტად ვერ გეტყვით მივდივარ თუ რა. არ ვიცი ეს ჩემი ბოლო სიახლეა თუ მორიგი....
ყველანი ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით. თქვენ ჩემს გულში ძალიან დიდი ადგილი გიჭირავთ