მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას 28 აგვისტოს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლების თანახმად ,ღვთისმშობელმა მარიამმა მაცხოვრის ამაღლების შემდეგ რამდენიმე წელი იცოცხლა.ის სიონის მთაზე იოანე ღვთის მეტყველის სახლში ცხოვრობდა,და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში სადაც იესო იმყოფებოდა.
წმინდა მარიამი ყველაზე ხშირად გოგლგოთასა და ზეთისხილის მთაზე ლოცულობდა.სწორედ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა რომ 3 დღეში მისი ზეცაში აღსვლის დრო დადგებოდა.
ღვთისმშობელი ღმერთს შეევედრა რომ სხეულიდან გასვლის ჟამს მას ჯოჯოხეთი არ ეხილა და მისი სული თვით უფალს მიეღო.ასევე ითხოვდა, რომ აღსრულებამდე წმინდა მოციქულების ხილვის შესაძლებლობა მისცემოდა, რომლებიც ქრისტიანობის საქადაგებლად მთელი მსოფლიოს მაშტაბით იყვნენ გაფანტულნი.მაცხოვარმა დედის ორივე სურვილი აღასრულა,გარდაცვალებიდან 3 დღეს კი ღვთისმშობელი თავისი ძეს მსგავსად ,მკვრეთით აღსდგა.
ღვთისმშობლის მიძინების დღე 12 საუფლო დღესასწაულთ შორისაა,რადგან ამ დღეს მაცხოვარი ღვთისმშობელს თავად მიეგება.
ყველას გილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს ღვთისმშჴბელი იყოს თქვენი მფარველი.