ფანჯრიდან ვხედავ,როგორ თოვს გარეთ და თეთრად როგორ იბარდნება სახურავები,ხეები, ქუჩა და ხალხი.ახლახან დაიწყო ბარდნა.ჰაერში პეპლების ფრთისოდენა ფოთლები დაუსრულებლად ირევა და ეფინება ყველაფერს,რაც კი გარეთაა... ბურუსიანი,დიდი-დიდი ფიფქები ფანჯრის მინას ეკრობა და მაშინვე დნება. ფილაქანზე მოკიდებულ თოვლს გამვლელები თანდათან ტკეპნიან.ეზოდან შეფუთნული,ლოყებდაწითლებული ბავშვები გამორბიან,თან ციგები გამოაქვთ და თოვლის ცვენასა და ბარდნაში უჩინარდებიან.ქუჩა თანდათან ნახატს ემსგავსება და ფიფქების კორიანტელი იდუმალებით მოსავს...... ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია..
|