25 წლის ექსცენტრიული მომღერალი, ლედი გაგა ოფიციალურად თხოვდება 30 წლის ლუკ კარლზე. მომღერალმა გადაწყვიტა ფანები საკუთარ ქორწილში დაპატიჟოს და მათ სრული თავისუფლება მისცეს. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი ლატარეის გათამაშებას აპირებს და ფანებიც ამ შერჩევის შედეგად აღმოჩნდებიან კუმირის ქორწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთი სპორტული არენა ნამდვილად არ ეყოფათ. როგორც გაგა აღნიშნავს, მისი ქორწილი ნამდვილად გრანდიოზული იქნება. მხოლოდ მას ათი მეჯვარე ეყოლება. შოუს კი პატარძლის გარდა, ლაზერული შოუ და ტანმოვარჯიშეები დადგამენ.
გაგა და ბარმენი ლუკ კარლი ერთმანეთს 2005 წელს შეხდნენ, მაგრამ არაერთხელ დაშორდნენ. აღარავის ეგონა, რომ მას შემდეგ რაც მომღერლმა ლუკს საქვეყნოდა "ფეკალური მასა" უწოდა წყვილს ერთად ყოფნა ეწერა, მაგრაამ როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი:)
საქორწინო ცერემონიალი Century Link Center-ში შედგება. ამ ადგილას არაერთხელ გამართულა ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, ასევე ჰოკეისა და კალათბურთის მატჩები.
ერთი კონცერტი აქ გაგასაც აქვს ჩატარებული და როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შეიგულა მომღერალმა ეს ადგილი საკუთარი ქორწილისთვის.
|