Don't live a lie - 18 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » Don't live a lie
4:19 PM
Don't live a lie
_ტაქსი უკვე მოვიდა. მორჩი ჩალაგებას?_დემიმ ოთახის კარი შემოაღო და გამიღიმა. 
_თითქმის დემ. მგონი ყველაფერი ჩავდე. იცი, როგორ არ მინდა წასვლა? 
_არც მე არ მინდა რომ წახვიდე_დემი ლამის ტიროდა, მაგრამ მე უარესად რომ არ ვყოფილიყავი, ძალით იღიმოდა. მოდი ჩამეხუტე ჩემო გოგო. 
დემის იმდენი ხანი ვეხუტებოდი, თითქოს მთელი ცხოვრება ვეღარ ვნახავდი. 
_ხომ იცი, ერთ თვეში გელოდები la-ში. 
_რადგან შეგპირდი, ესე იგი ჩამოვალ და მერე ვეღარავინ დაგვაშორებს. 
_აბა რა ჩემო ლამაზო. კარგი წავედით, თორემ ვიტირებ. 
ქვევით ჩავედით, ჩემოდნები მანქანაში ჩავაწყვე, დემი, რა თქმა უნდა, გამომყვა აეროპორტში. იქაც იმდენი ხანი ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, რომ თვითმფრინავში ბოლო წუთას ჩავჯექი. დავტოვე ბრიტანეთი, სადაც ცხოვრების ბოლო 5წელი მქონდა გატარებული დემზთან ერთად და დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში, სადაც უკვე ყველაფერი უცხოდ მეჩვენებოდა. გაოცებული ვიხედებოდი აქეთ-იქით და ვერ წარმომედგინა, რომ ოდესღაც აქ ვყოფილვარ. ჯოს დავურეკე. 
_სად ხარ? 
_უკვე ჩამოდი მაილზ? გზაში ვარ, 5წუთში მანდ ვიქნები. 
სანამ ის მოვიდოდა, ბარგი ავიღე და გარეთ გამოვდიოდი, როცა ვიღაცამ ლამის გამიტანა. 
_თვალებში გამოიხედე_შევუბღვირე და დავარდნილი ჩანთის ასაღებად დავიხარე. ისე ჩამიარა, ვითომც არაფერი._რა კრეტინი ხალხია-მეთქი _ჩავილაპარაკე და გზა განვაგრძე. უცებ ვიღაც გოგომ, რომელიც ჩემთან ერთად მოდიოდა, მითხრა: 
_შენ რა, გააფრინე? 
_ბატონო? 
_ლიამს როგორ ელაპარაკე. 
_ვინ არის ლიამი? 
_აი წეხან ვისაც დაეჯახე. 
_ჯერეს ერთი, ის დამეჯახა და მერე მეორე, ვინ არის ასეთი? 
_შენ გეტყობა აქაური არ ხარ. ლიამი ძალიან ცნობილი მსახიობია. 
_აი დარდი. რაში მაინტერესებს. 
ამ დროს ხმა გავიგონე: 
_მაილს. 
ჯოს ხმა იყო, მალე დავინახე კიდეც, ბარგი იქვე დავტოვე და მისკენ გავიქეცი. ჩავეხუტე, ისე მონატრებული მყავდა. ძალიან შეცვლილი იყო. კიდევ კარგი კომპიუტერი რომ არსებობს, თორემ ალბათ ვერ ვიცნობდი. მე რომ დავტოვე, ასეთი იყო: 
 
ახლა კი ასეთი დამხვდა: 
 
_მაილზ, რამხელა ხარ_გაოცებული მათვალიერებდა. 
_აბა 12წლის ხომ არ დავრჩებოდი?_გამეცინა. 
_სწრაფად წავიდეთ, მამა გველოდება. 
_ოკ. აი ესაა ჩემი ბარგი, შეგიძლია წაიღო. 
მე მხოლოდ ერთი ჩანთა ავიღე. ჩემოდნებს ჯომ მოკიდა ხელი და მანქანაში ჩავაწყვეთ. სახლში მივედით. ჩვენი სახლი აი ასეთი იყო: 
 
არც ძალიან მდიდრული, მაგრამ მე მომწონდა. ყველაზე მეტად კი ის მომწონდა, რომ დიდი ეზო გვქონდა, სადაც შემეძლო ცხენითაც კი მესეირნა. ჰო მართლა, ცხენიც მყავს, რომელსაც ბლუჯინსი ჰქვია. არ ვიცი საიდან მომაფიქრდა ეს სახელი. ჯო შეცვლას შეეცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან მხოლოდ ამ სახელზე რეაგირებდა და შერჩა ბლუჯინს. ეზოში შევედი. იქაურობას თვალი მოვავლე. ბევრი არაფერი იყო შეცვლილი ჩემი წასვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დედა დაიღუპა. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა მყავდა და საშინლად განვიცადე მისი სიკვდილი... 
მამა ეზოში იჯდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. 
_რამხელა ხარ ჩემპიონო.(ამ სახელს ბავშვობიდან მეძახდა, აზრზე არ ვარ, რატომ biggrin ) 
ხელში ამიტაცა და პატარა ბავშვივით მატრიალებდა. მერე ეტყობა დაიღალა და დამსვა. 
დიდი ხანი ვსაუბრობდით და ერთმანეთს ამ ხნის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვუზიარებდით. საღამოს, მოსამსაუხრემ სუფრა გაამზადა. იმდენი საჭმელი იყო, ალბათ მთელი ცხოვრება რომ გვეჭამა, ვერ დავამთავრებდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა, ბევრი ვერაფერი ვჭამე და მალევე დავამთავრე. ეზოში გავედი, ჰამაკში წამოვწექი და თითქმის ჩამეძინა. თითქმის იმიტომ, რომ ჯო გამოვიდა და წყალი გადამასხა. მაშინვე წამოვხტი და აუზში გადავუშვი. biggrin მერე ზევით ავდექი, ჩემს ოთახში მოვეწყვე, ნივთები ამოვალაგე და დმის დავურეკე. ცოტა ხანი ვესაუბრე, მერე კი დაღლილმა დავიძინე. 
დილით ისე ტკბილად მეძინა, მაგრამ იმან გამაღვიძა, რომ ჯო მთელი ხმით ჩემს სახელს ყვიროდა და მეძახდა, მოდი, რაღაც უნდა განახოო. სხვა გზა არ იყო და ავდექი, რადგან ვიცოდი, არ მომასვენებდა. თან ისიც მაინტერესებდა, რა უნდა ენახებია. ესენი ჩავიცვი: 
 
ქვევით ჩავედი და
  ..... 

10კომენტარზე გავაგრძელებ.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 879 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 9
9 - ავტორი: Little_Lamb
(მასალა) თარიღი: (2011-10-18 9:46 PM)




0



პასუხი
Kargiaa :***