DEVEIVER - 25 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » DEVEIVER
0:27 AM
DEVEIVER
მოკლედ დიდი ბუზღუნის შემდეგ რეგისტრაცია გავიარეთ და ის ის იყო საკლასო ოთახისკენ უნდა წავსულიყავით რომ გამოაცხადეს გაკვეთილები ყველა გამოცდის დასრულებამდე გაუქმებულად ცხადდებაო.დერეფანში ისეთი ამბავი ატყდა თავი საგიჟეთში მეგონა.რათქმაუნდა მეც გამიხარდა მთელი 5 დღე სკოლისგან ვერა მაგრამ ხომ დავისვენებდი.ვინაიდან გამოცდა ჯერ არ იწყებოდა სასწრათოდ ვეცი ჩემს ჩანთას და იქედან წიგნების ზვინი გადმოვიღე.შემდეგ დერეფანში მყუდრო ადგილი ვიპოვე და იატაკზე დავჯექი.ამ დროის განმავლობაში ჯენი უკან მომყვებოდა. პირველად ინგლისის ისტორია გადმოვიღე წიგნი გადავშალე და შიგ ცხვირი რომ ჩავრგე ჯენის ხმა მომესმა –რას აკეთებ?–აშკარად გაკვირვებული ჩანდა–ეგ რაღაც ათასჯერ მაინც გექნება წანაკითხი –ხოდა ახლა ათასმეერთეჯერ წავიკითხავ–საქმიანი გამომეტყველებით გავხედე–გირჩევნია შენც გადაიმეორო რამე,ხომ არ დაგავიწყდა რომ არ გამოუცხადებიათ რა საგნებში გვექნება პირველი გამოცდა –მართალი ხარ ეგ სულ გადამავიწყდა–თვალები ჭყიტა და მანაც დაიწყო რაღაცის კითხვა. დაახლოებით ნახევარი საათი ორივენი ხმა ამოუღებლად ვიჯექით და ხან რას ვიმეორებდით და ხან რას,მაგრამ შემდეგ ისევ გაისმა დერეფანში ჩვენი დირექტორის წრიპინა ხმა "ყველა მოსწავლე რომელიც დარეგისტრირებულია დღევანდელ გამოცდაზე დაუყოვნებლივ შეიკრიბოს სპორტ დარბაზთან,ჩათვლა 20 წუთში დაიწყება" როგორც კი მისის სპელმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა მე და ჯენი მაშინვე წამოვიშალეთ და კიბეებით კიდევ ერთი სართულით ქვევით ჩავედით.ჩვენს წინ და უკან უამრავი მოსწავლე ირეოდა.მოკლედ "საცობების"გამო სპორტ დარბაზამდე მისაღწევად 10 წუთი დაგვჭირდა. შესასვლელთან უკვე გველოდნენ დამკვირვებელი დენიელი ორი უცნობი ქალი და სკოლის დირექტორი.ბავშვების გადაწყვილებას კარგა ხანი მოანდომეს.კიდევ კარგი გამიმართლა და პირველ შემსვლელ ორმოცდაათ ბავშვს შორის მოვხვდი მაგრამ სამწუხაროდ ჯენი ვერა.თუმცა რაც იყო იყო შესასვლელად მოვემზადეთ.მაგრამ მანამდე ყველას ტელეფონები ჩამოგვართვეს და საგულდაგულოდ გაგვჩხრიკეს.როცა დარწმუნდნენ რომ ყველაფერი რიგზე იყო დარბაზში შეგვიშვეს. მე სულ ბოლო მერხისკენ წავედი და იქ მოვკალათდი.ტესტები უკვე დაელაგებინათ.ოროვე გადავიკითხე და გამიხარდა რადგანაც საკმაოდ ადვილი საგნები იყო.სანამ წერას დავიწყებდით გამოგვიცხადეს რომ ერთ საათში უნდა ჩავტეულიყავით.ამან ცოტა შემაცბუნა მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე და დავიწყე... დრო ისე სწრაფად გადიოდა რომ ბოლოს ოთახში მარტო მე დავრჩი მაგრამ როგორც იქნა დავამთავრე და გამოვედი.შორიდან თვალი მოვკარი ჯენის და მისკენ გავემართე მაგრამ ვერაფერი ვუთხარი მაშინვე ოთახში შეიყვანეს.რა უნდა მექნა დაცდას აზრი არ ჰქონდა და ამიტომაც სახლში წასვლა გადავწყიტე.მაშინვე როგორც კი მივედი ჩემს ოთახში ავედი და საგნების გადამეორებას შევუდექი. დარჩენილი ხუთი დღე საოცრად ნელა და ერთფეროვნად მიიზლაზნებოდა.გამოცდები, მეცადინეობე,გამოცდები,მეცადინეობა... მაგრამ ბოლოს ნანატრი დღეც დადგა.სკოლის ეზოში ვიდექი კონვერტით ხელში ირგვლივ კი სიჩუმე სუფევდა.ფრთხილად გავხსენი კონვერტი და წერილი გადავიკითხე.მაშინვე სიხარულმა მომიცვა მე ჩავაბარე,მე ლოს–ანჯელესში მივდივარ.გახარებულმა თავი ზევით ავწიე და დავინახე სკოლის 
შენობიდან გამომავალი ჯენი რომელსაც ჩემზე მეტედ უხეროდა რაღაც.მაშინ ჩემი ნათქვამი შევასწორე.ჩვენ გავიმარჯვეთ,ჩვენ ლოს–ანჯელესში მივდივართ... უკომენტაროდ არ გახვიდეთ
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 821 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: Miss_Cyrus
(მასალა) თარიღი: (2011-11-11 0:41 AM)




0



პასუხი
ძალიან კარგია <33