ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის და უკვე მოახერხა ცხოვრების თანამგზავრის პოვნა. ამჯერად საქმე სერიოზულად არის და დისნეის ექს-დივა დემი ლოვატო თხოვდება. მოკლედ მსოფლიოს ინტერნეტ-პორტალებზე ახალი ჭორი გავრცელდა.
როგორც ამბობენ ვილმერ ვალდერამამ დემის ხელი სთხოვა. საიდან ან როგორ გაჩნდა ეს ჭორი არავინ იცის თუმცა ხომ იცით "ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება" , ამიტომ ამ თემას დიდი დებატები მოჰყვა. ყველაფერს ვილმერის სიტყვები ამძაფრებს. "მე ის მიყვარს და არ მაინტერსებს სხვაობა ჩვენს ასაკს შორის, ადრე თუ გვიან დემი ჩემი ცოლი გახდება" - განუცხადა მსახიობმა ჟურნალ "People”-ს.
გარდა ამისა დემიმ მეგობრის ტიფანი ნორტონის ქორწილში საქორწილო თაიგული დაიჭირა... ასე რომ არავინ იცის, შესაძლოა ძალიან მალე 19 წლის დემი ლოვატო საქორწილო კაბაში იხილოთ.