DECEIVER - 23 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » DECEIVER
8:21 PM
DECEIVER
-შეიძლება-კარებიდან იკითხეს 
იქითკენ გადავბრუნდი და კუთხეში ატუზული ერთიანად სველი ჯასტინი დავინახე 
-რა სისულელეებს ლაპარაკობ,როგორ არ შეიძლება-გაკვირვებული ხმის ტონით ვუთხარი 
მან ნაღვლიანად გამიღიმა და პალატაში შემოვიდა 
-როგორ ხარ?-მზრუნველად მკითხა 
-მშვენივრად-ვიცრუე და ყალბი ღიმილი გადავიკარი სახეზე 
-მართლა?..ეე...ეგ კარგია-თავი დამიქნია თან ეტყობოდ ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ორჭოფობდა როგორ დაეწყო 
-ჯას...-გადავწყიტე მაინც მე შემეგულიანებინა პირველს 
-რა იყო 
-იცი...მე ექიმმა ..ისა....-მემგონი არც ისე ადვილი იყო პირველს დაგეწყო ასეთ მძიმე თემაზე საუბარი-ეე...მოკლედ მითხრა რომ სიმ.... 
-არ დაასრულო-ცივად მითხრა ჯასტინმა და სახე დაეძაბა 
-რატომ?-გაკვირვებული ოდნავ წამოვიწიე და წამოვჯექი 
-რატომ?-ჯასტინმა ჩემი კითხვა გაიმეორა-იმიტომ რომ არ მინდა კიდევ ერთხელ შემახსენონ თუ როგორი სასიკვდილო სენით ხარ დაავადებული,არ მინდა შემახსენონ რომ მოკვდები,არ მინდა დავიჯერო რომ ჩემთან აღარ იქნები,გესის ლილი?არ მინდა ამის დაჯერება,გული მერევა ყველაზე ვინც ამას მეუბნება-ჯასტინი გაცხარებით ლაპარაკობდა-მე შენ არსად არ გაგიშვებ,გაიძულებ რომ დედამიწაზე დარჩე-როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა ხელები ჩემს სახეზე ჰქონდა შემოხვეული და ცრემლები თავისით სდიოდა 
-გთხოვ დამშვიდდი-ძლივს ამოვღერღე,ახლაღა მივხვდი თუ რამდენად უჭირდა ჯასტინს ამ ყველაფრის გააზრება,ჩემზე მატადაც კი-მე შენ მიყვარხარ და დამშვიდდი,ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ-შევპირდი 
-ჯერ?-შეშჳნებულმა იკითხა-რა მერე წახვალ? 
ამ კითხვაზე საუბედუროდ პასუხი არ მქონდა,ამიტომაც გაჩუმება ვამჯობინე 
-რატომ არაფერს მეუბნები?-შეშფოთებულმა მკითხა 
-გთხოვ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ,წესით უნდა ხვდებოდა რამხელა ტკივილს გვაყენებს ამ თემაზე ლაპარაკი ორივეს 
-ჰო მემგონი მართალი ხარ-მითხრა და ცრემლები ჯემპრის სახელოთი შეიწმინდა 
-ასე ჯობია-შევეცადე თბილად გამეღიმა და მოვეხვიე-ღმერთო რა სველი ხარ ჯასტინ!-ვუსაყვედურე 
-წვიმაში ფეხით დავდიოდი და...-მისთვის ჩვეული ბავშვური ღიმილით მომნუსხა 
-მიდი სახლში წადი და გამოიცვალე ტანსაცმელი თორემ გაცივდები-გამწყრალი ხმით ვუთხარი,თითქოს გავბრაზდი მის ასეთ უპასუხისმგებლობაზე 
-come on shawty!-დაიმანჭა 
-don't be lazy-(ნუ ხარ ზარმაცი)მკაცრი ტონით ვუთხარი და ვაიძულე სახლში წასულიყო,მაგრამ წასვლის წინ არ მომასვენა და მემგონი ათასჯერ მაკოცა,რასაც ჩემი გულის გახშირებული ცემა მოჰყვა და აპარატი აწრიპინდა 
-კარგი კარგი,მივდივრ თორემ შეიძლება ექიმები შემოგვიცვივდნენ-გამიღიმა და პალატიდან გავიდა..
justin's book

ლილის დაჟინებული მოთხოვნით სახლში წავედი,ჩემი გოგო,როგორ ზრუნავდა ჩემზე,იმაზე ღელავდა არ გავცივებულიყავი,არადა თვითონ.... 
ეჰ,თავი გავაქნიე და შევეცადე აღარ მეფიქრა... 
მანქანის ფარები ქუჩას ანათებდნენ,ვხედავდი ირგვლივ მიმავალ ხალხს და ერთი სული მქონდა გამეგო კიდევ არსებობდა მსოფლიოში თუნდაც ერთი წყვილი რომლლებიც ჩვენს დღეში იქნებოდნენ? 
მემგონი სულელური აზრები მაწუხებდა,ნამდვილად გადავირეოდი... 
მანქანა სახლის ავტოფარეხში დავაყენე და ჩემს ოთახში ავირბინე,სწრაფად გადავივლე შხაპი და გამოვიცვალე,საავადმყოფოში წასასვლელად ვემზადებოდი,მართალია მისის შეფერდი იქ იყო მაგრამ 
ჩემს გოგოს ვიცოდი რომ ჩემი იქ დანახვა გაახარებდა. 
თმები ნახევრად გავიმშრალე და საწოლზე წამოვწექი,ისეთი გადაღლილი ვიყავი ყველაფერი მტკიოდა,კისერში საშინლად მტეხდა, 
სადღაც მივდიოდი,ფეხით მივუყვებოდი უაზრო ბილიკს რომელსაც დასასრული არ უჩანდა....მაგრამ უეცრად ქალაქში აღმოვჩნდი,თავიდან ლოს-ანჯელესი მეგონა მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ამ ადგილზე არასდროს ვყოფილვარ.. 
-ჯასტინ ძვირფასო გაიღვიძე,საუზმის დროა-პეტის მშვიდმა ხმამ გამომაფხიზლა 
-ჰა..რა?მოიცა ეხლა ლილისთან უნდა წავიდე-ძლივს წამოვიწიე 
-რათქმაუნდა მაგრამ ჯერ ისაუზმე 
-რა ვქნა?..ეხლა ხომ შუა ღამეა-ირგვლივ მიმოვიხედე,ოთახს მზის შუქი ანათებდა-მოიცა,ჩამეძინა?-წამოვიყვირა და მაშინვე გამოვფხიზლდი 
-კარგი რა,გდაღლილი იყავი,მერე რა მოხდა 
-არ უნდა ჩამძინებოდა-მოვიღუშე 
-ლილისაც ეძინებოდა და ალბათ შენს იქ ყოფნას ვერც კი შეამჩნევდა 
-ჰო ალბათ მართალი ხარ-დავეთანხმე დედას და ქვევით ჩავყევი.... 
საავადმყოფოში რომ ჩავედი იქ საშინელი სურათი დამხვდა 
ლილი ფეხზე იდგა და ერკასთან ერთად ბარგს ალაგებდა.. 
-რას შვრებით?-გაოგნებულმა ვიკითხე 
-ამ საღორიდან მივდივარ-დაიმანჭა ლილი ჩემს საკოცნელად წამოვიდა,მეც რა თქმა უნდა მაშინვე ჩავიკარი გულში 
-რას ქვია მიდიხარ?რა უკვე გაგწერეს? 
-ექიმს არ უნდოდა მაგრამ ძალიან ვთხოვე და...-საწალი თალებით შემომხედა ლილიმ 
-კი მაგრამ შენთვის ხომ არ შეიძლება ჯერ.. 
-რა არ შეიძლება?კარგი რა,რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები მე ხომ... 
უცებ ლილიმ ლაპარაკი შეწყვიტა და უხერხულად გაიღია,უხერხული სიტუაცია ჩამოწვა... 
...საავადმყოფოდან რომ გავდიოდით უამავი პაპარაცი დაგვეხვა თავზე,შემეშინდა მაზე ლილის როგორი რეაქცია ექნებოდა და ამიტომაც გადავწყვიტე სწრაფად გამეშორებინა იმ ადგლს,მაგრამ არ გამომივიდა,დაცვამაც კი ვერ გააჩერეს,უამრავი კითხვები დაგვაყარეს,თან აქედან პირდაპირ ლოს-ანჯელესში მივფრინავდით და დაქირავებული ექიმც მიგვყავდა,ამან უფრო დაინტერესა ისინი,რა თქმა უნდა მიხვდნენ რომ ლილის ჭირდა რაღაც 
-ჯასტინ გთხოვ რა დროზე გავიდეთ,აქ უკვე სულ მეხუთება-შემევედრა 
-ახლავე პატარავ-ვუთხარი და რის ვაი ვაგლახით მანქანაში ჩავსხედით 
არ მინდა ექიმი-დაიწყო წუწუნი ლილიმ როცა სახლში მივედით,მას ეგონა რომ მარტო თვითმფრინავში ვიყოლიებდით,მაგრამ მიკვირდა თუ რატომ არ ზრუნავდა თავის თავზე,ან არიმჩნევდა რომ ცუდად იყო 
-ცუდად რომ გახდე... 
-მე რა მომაკვდავი ბებერი კი არა ვარ-დაიყვირა ნევრებ მოშლილმა 
-ბებერი არა.. 
-კარგი რა თავს ნუ იმართლებ-შემიღრინა-ვიცი რომ ახლა კუდში უნდა მზდიოთ,ვაითუ უცებ არ გაფშიკოს ფეხებიო,მაგრამ მე არავინ არ მჭირდება მეთვალყურედ,მეც ვიცი რომ ვკვდები და მაცადეთ ამ დარჩენილი დღეების მშვიდად გატარება-გაბრაზებულ მის ოთახში შევარდა 
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 883 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 111 2 »
11 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-11-24 10:46 PM)




0



პასუხი
aaiiiiiiiiiiiiiiii umagresiaaaaaaaaaaaaaaaaaaaa