DECEIVER - 10 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10 » DECEIVER
7:47 PM
DECEIVER
ჩემს ცხოვრებაში პირველად გავსინჯე ნარკოტიკი და არ ვიცოდი თუ რამდენად საშიში იყო იგი ჩემთვის.ახლა მე უფრო იმ სიამოვნებაზე ვფიქრობდი რასაც ის მანიჭებდა და არა იმაზე თუ რამდენად მტეხდა სულიერადაც და ფიზიკურადაც...
პირველ დოზას ვადა გაუვიდა და მეც დავუბრუნდი რეალობას,მწარეს და შავ-თეთრს.
სიმართლე გითხრათ დიდი სურვილი არ გამჩენია რომ კიდევ მიმეღო მაგრამ მომწონდა თუ როგორ მთიშავდა სხვა ყველაფრისგან.
არ ვიცი როდის მაგრამ ამის გამეორებას აუცილებლად ვაპირებდი.
სავარძლიდან წამოვდექი და იქგვლივ მიმოფანტული ნივთების შეგროვება დავიწყე,მთელი ბინა საომარ ადგილს უფრო გავდა ვიდრე საცხოვრებელს.
ჩემდა უნებურად საათს გავხედე,დილის ცხრა საათი სრულდებოდა.
მაშინვე თავში დამარტყა,სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი ჩანთა მხარზე გადავიკიდე და სკოლისკენ მიმავალ გზას დავადექი.
მამიდა დოროთას სახლიდან სკოლა არც ისე შორს იყო ამიტომაც დაგვიანებას გადავრჩი და გაკვეთილებზე დროულად მივედი.
პირველი ასტონომია მქონდა და მეც მესამე სართულზე დასავლეთის ოთახში შევედი.
15წუთი დარჩა....10წუთი დარჩა...5წუთი დარჩა..ჩუმმად ვითვლიდი გულში თუ როდის დაირეკებოდა ზარი რომ სახლში წავსულიყავი.
ცენტრალურ სკვერში მივსეირნობდი ტელეფონზე მესიჯი რომ მომივიდა
"ლილი,შენი ნახვა მინდა სასწრაფოდ"
"ჯასტინი"
-ჰმ,არამზადა...იმ ყველაფრის მერე რაც გამიკეთა საერთოდ როგორ გაბედა და მომწერა-გამწარებულმა ჩავილაპარაკე
საშინლად გავბრაზდი.
"არ ვიცი დაგიჯერო თუ არა"-მისი ნათქვამი გუშინდელი სიტყვები გამახსენდა.გული შემეკუმშა.ვიცოდი რომ მე თვითონვე ვკრავდი ხელს სიყვარულს მაგრამ რა მექნა არ შემეძლო მისი პატიება.
სახლში ავედი.გათოშილი ვიყავი და სასწრაფოდ გამათბობელი ჩავრთე.ლოს-ანჯელესში ასეთი ამინდები იშიათობა იყო მაგრამ მაინც იცოდა ხოლმე....
საიდანღაც ტელეფონის ვიბრაციის ხმა შემომესმა.ეკრანს დავხედე,დედაჩემი მირეკავდა.
-საყვარელო როგორ ხარ?-როგორც კი ყურმილი ავიღე მაშინვე მკითხა
"თავგზა აბნეული.გაბრუებული"
-კარგად დედა შენ?მამა რას შვება?ორივე ძალიან მომენატრეთ
-ჩვენც მოგვენატრე ძვირფასო.ალენი კარგად არის,შენ რას შვები?ჯასტინი როგორ არის?
სულ დამავიწყდა დედაჩემმა ჩვენი დაშორების ამბავი არ იცოდა
-კარგად არის-ვიცრუე,საერთოდ არ ვიცოდი როგორ იყო-ეხლა გასულია სახლიდან
-როგორც კი მოვა შემეხმიანოს,მომენატრა,დიდი ხანია არ გვისაუბრია
-ჰო,აბა რა,როგორც კი მოვა გადავცემ-ვუთხარი და გულში შევიკურტხე ამდენ ტყუილს რომ ვამბობდი.
როგორც იქნა გავთიშე ტელეფონი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე რომ ისევ დარეკეს.მეგონა ისევ დედაჩემი იქნებოდა,ალბათ რამის კითხრა დაავიწყდა მაგრამ სულ სხვა ვინმე ყოფილა.
-ჩემს მესიჯზე რატომ არ მიპასუხე?-გაბრაზებული ტონით მითხრა ჯასტინმა.
-რა?ჩემკან კიდევ რამის პასუხს ელოდი იმის მერე რაც გამიკეთე-გაკაპასებულმა წამოვიყვირე-არ მინდა შენთან შეხვედარა.
-ვიცი მაგრამ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ
-არაფრის გარკვევა არ მჭირდება-წამოვენთე-იცი რას მივხვდი?იმას რომ კოკაინიც კი უკეთესი მეგზურია ვიდრე შენ
-რაო?-დაიყვირა ჯასტინმა-კოკაინ?ეგ რატომ ახსენე
-ჯანდაბა-ენაზე ვიკბინე"მოსაკლავი ხარ,მოსაკლავი ლილი შეფერდ"-გავიფიქრე
-გელოდები-დამიყვირა
შემეშინდა
-მორჩა მე შენთან ლაპარაკი დავასრულე-მივახალე და ტელეფონი გავთიშე.
მაგრამ ჯასტინი მაინც მირეკავდა და ხმოვანშეტყობინებებს მიტოვებდა
ერთ-ერთი შეტყობინება ასეთი შინაარსის იყო
"ლილი!უპასუხე ტელეფონს თორემ გეფიცები სახლში მოგდგებ და თჲ კარს არ გმიღებ შემოვამტვრევ-ბოლო წინადადებებზე უკვე ღრიალებდა
მართალია ისე შემეშინდა მკვდრის ფერი დამედო მაგრამ მაინც არ ვუპასუხე მომდევნო ზარებს და ბოლოს მართლაც სახლშიმ მომადგა
-კარი ამიღე-ჯერ მშვიდად დაიწყო.
არაფერი გავაკეთე.
-მეორეჯერ გეუბნები კარი გამიღე
ისევ არაფერი გავაკეთე,მეტი საქმე არ მქონდა,მდგარიყო და ეყვირა,სულ არ მაინტერესებდა.არა!ვიტყუები ძაანაც მაინტერესებდა მაგრამ არ ვიმჩნევდი...
-ჯანდაბ-დაიყვირა უცებ ჯასტინმა-არ მიღებ არა?დრეიკ?-დაიძახა და დრეიკი გამოჩნდა
"ამას როგორ მიკეთებ დრეიკ?მოღალატე"-გამალებით ვფიქრობდი,თან აინტერესებდა რას გააკეთებდა მაგრამ მივხვდი კდევაც და ვაჯობე მისაღებშჳ გავსულიყავი
გაისმა სახელურის ჩამოწევის ხმა და კარი გაიღო....ოთახში ერთიანად გადარეული ჯასტინი და ნორმალური დრეიკი შემოვიდნენ
-შენ სულ გაგიჟდი ხომ?-დაიწყო ჯასტინმა.როგორ მეზარებოდა მაგრამ უნდა მომესმინა ვერსად გავიქცევოდი-კინაღამ გავგიჟდი რომ არ მპასუხობდი ვიფიქრე რომ რამე სისულელე გააკეთე
-იფიქრე მაგრამ ხომ არ გამიკეთებია?-ნიშნის მოგებით ვუთხარი
-კიდევ კარგი-მომიახლოვდა-ტელეფონში რაღაც წამოგცდა-სახე გაუმკაცრდა
-მართლა?მაინც რა?-თავი მოვიკაუნე ვითომ არაფერი მახსოვდა
-რადა კოკაინიც კი შენზე კარგი პარტნიორიაო-ჩემი სიტყვები გამიმეორა-ხომ არ ამიხსნიდი რას ნიშნავს ყოველივე ეს?-ხელები მომუშტა
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ
-რმდენჯერ მიიღე?
-რა?
-რადა ნარკოტიკი,თავს ნუ იშტერებ
არაფერი ვუპასუხე,დრეიკს გავხედე საწყალი თვალბით მაგრამ მანიშნა რომ მე ვერაფრით დაგეხმარები შენზე უარეს დღეში ვარო
ერთ ადგილზე მოკუნტულ უპატრონო ძაღლს ვგავდი
-ლილი გელოდები
-ერთხელ-ჩუმად ამოვილუღლუღე
-როდის?-კბილებში გამოსცრა
-გუშინ-კიდევ უფრო დავუწიე ხმას
ჯასტინს არაფერი უთქვამს.სახე ტკივილისაგან დაემანჭა.არ ვიცი რა მოუვიდა მაგრამ აღარ უყვირია
-შენი ბარგი ჩაალაგე-უბრალოდ მშვიდად მითხრა
-რატომ?
-შენ არ ხარ იმ მდგომარეობაში რომ კითხვები დამისვა-გამაფრთხილა
-მემუქრები?
-არა,გაფრთხილებ,ხომ იცი ერთი ზარი და შენი მშობლები ყველაფერს გაიგებენ-საეჭვოდ ტკბილი ხმით მითხრა და მანიშნა ბარგი ჩამელაგებინა,თვითონაც უკან გამომყვა.ალბათ ეჭვობდა რომ ფანჯრიდან გადავხტებოდი.
-სად გაქვს?
-რა?
-წამალი
-არ მაქვს-გულწრფელად ვუთხარი
-ნუ მატყუებ
-მართლა გეუბნები.გათავდა
-ბედი შენი რომ გიჯერებ,თუმცა ამის ღირსიც არა ხარ-თავი დანანებით გაიქნია და საწოლზე ჩამოჯდა...
ნახევარ საათში მზად ვიყავი და მანქანაშჳ ჩავჯექით.უკნიდან დეიკი მომიჯდა.თავი ციხეში მეგონა....
როგროც ვვარუდობდი ჯასტინთან მივედით.ვაჟბატონმა მაშინვე ოთახში ასვლა მიბრძანა,არადა თქვა გთხოვო.
სანამ დავლაგდებოდი მოსაღამოვდა კიდეც და მალე კარებზე ზარი გაისმა.
ჯერემი და ჟასმინი იყვნენ.მაგრამ ჯერემი დიდხანს არ დარჩენილა.ბავშვი დატოვა და წავიდა.ისე ცოტა კი გაუკვირდა ჩემი დანახვა მაგრამ არაფერი უკითხავს მხოლოდ დაბნეულმა გამოგვხედა
-ლილი-წკრიალა ხმით მომმართა ჯაზიმ
-გისმენ-გავუღიმე,რაც არ უნდა მომხდარიყო ჯაზიზე უარს მაინც არ ვიტყოდი
-შიძლება დღეს შენთან დავიძინო?-ანგელოზის თვალებით შემომხედა
-რათქმაუნდა ძვირფასო-უარის თქმა არ შემეძლო
-მაგარია-გამიღიმა და თავი ჩემს თმებში ჩარგო...
მთელი საღამო ჯასტინისთვის ხმა არ გამიცია და არც ვაპირებდი.არადა რა საყვარელი იყო როცა თავის დას ეთამაშებოდა,თუმცა არ მავიწყდებოდა რომ მან ჩემში ეჭვი შეიტანა და ჩემი წარმოდგენაც მაშინვე იცვლებოდა.
ვახშმის შემდეგ მე და ჯეზი დასაძინებლად წავედით,ჯასტინიც წამოგვყვა მაგრამ მის ოთახში შევიდა...
ღამის პირველი საათი იქნებოდა რაღაც ხმური რომ შემომესმა.ოთახის კარი გაიღო და ჯასტინი შემოვიდა...

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 989 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 151 2 »
15 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-11-11 10:09 PM)




0



პასუხი
au gtxov male gaaGRDZELE