DECEIVER - 30 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 30 » DECEIVER
6:26 PM
DECEIVER
ტყეში მოკუნტულს გამომეღვიძა,უფრო სწორედ საშინელმა წვიმამ გამაღვიძა,ვერ გეტყვით რომელი საათი იყო ან რა დრო მაგრამ საშინლად დამძიმებული ვიყავი,ხის მორზე წამოხჯექი,მაგრამ მაშინვე საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ფეხზე დავიხედე,მუხლიდან სისხლი არ მდიოდა მაგრამ ისე მეწვოტა ტირილი მინდოდა,ცრემლი მოვიწმინდე და ამჯერად ჩემს ერთიანად დაფხრეწილ შარვალს დავხედე,ფეხები ერთიანად დამლურჯებოდა,არც ხელები მქონდა უკეთეს მდგომარეობაში,მაისურის სახელო შემოვიხიე და მუხლზე შემოვიხვიე,შემდეგ წამოვდექი და ირგვლივ მიმოვიხედე,თავსხმა წვიმაში ვერაფეს ვარჩევდი,სველი თმები სახიდან გადავიწიე და გზა დავადექი მაგრამ რომელს მე თვითონაც ვერ ვხვდებოდა,გვიმრებში მივიკვლევდი გზას და თან ვაცნობიერებდი თუ რამდენად სულელურად მოვიქეცი გუშინ,რას არ მივცემდი რომ დრო უკან დმებრუნებინა და საეთოდ არ ჩამოვიდოდი ამ ლოს-ანჯელესში სასწავლებლად თუ ასეთი საშინელება მელოდა წინ,მაგრამ მიზეზი ნაკლებად შესამჩნევია,მთავარი ხომ მხოლოდ შედეგია. 
ხის მორს წამოვკარი ფეხი და დავეცი. 
-ჯანდაბა-ჩავილაპარაკე და წამოვდექი,ერთიანად ტალახში ვიყავი ამოვლებული.საშინელმა ქარმა დაუბერა და შემაცია,არ ავმდგარვარ ერთ ადგილზე მოვიბუზე და ხელები ერთმანეთს გადავაჭდე რომ არ გავყინულიყავი. 
თან ვტიროდი თან ვნატრობდი რომ ვინმეს ვეპოვნე და ამ საშინელი ადგილიდან გავეყვანე,ისეთი ხშირი ტყე იყო რომ შიგ მზის სხივებიც კი ვერ აღწევდნენ,ყველაფერი ბნელში იყო ჩანთქმული,შემეშინდა...განა იმიტომ რომ დავიკარგე,არა რა სისულელე,ალასკაზე უარესებშიც მოვხვედრილვარ,არამედ იმიტომ რომ ჯასტინის უნახავდა სკვდილის მეშინოდა,მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა მაგრამ ვერ ვხედავდი ვერანაირ გზას რომ ტყიდან გავსულიყავი,არც არაფრის იმედი მქონდა რომ ძალა მომცემოდა და გასასვლელის ძიება დამეწყო. 
ვხვდებოდი რომ რაც უფრო დიდ ხანს ვატარებდი ამ ადგილას მით უფრო უფერულდებოდა ყველა მოგონება და ნელ-ნელა იმის იმედსაც ვკარგავდი რომ მიპოვნიდნენ 
წვიმამ უმატა.მიწა სულ წყლით გაიჟღინთა. 
ფეხები დამისველდა,უფრო მეტად მოვიბუზე,ხელები დამეხორკლა. 
არ ვიცი რა დრო იყო გასული მაგრამ უკვე ტყეს სიბნელე შეეპარა და ისევ ისე კოკისპირულად წვიმდა. 
უკვე მახველებდა,თან მშიოდა და მციოდა კიდევაც. 
მივხვდი რომ მეტის გაგრძელება აღარ შემეძლო და წამოვდექი.ხეს მივეყრდენი და გვიმართე. 
ძალა ჯერ კიდევ შმეძლო და სიარულს მანამ არ შევწყვეტდი სანამ ფეხები არ მოტყდებოდა... 
ასე დავდიოდი დაღამებამდე,ჩემი აზრით საერთოდაც წრეზე ვიარე მთელი ამ ხნის განმავლობაში. 
დაღლილს ჩამოჯდომა ვცადე მაგრამ ჩემი ყურადღება რაღაც სხვამ მიიპყრო.არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ გავიგონე რომ ვიღაც იძახდა,მართალია ხმა ძალიან შორიდან მოდიოდა მაგრამ ძალიან მივამგვანე ის ჩემს სახელს... 
ხმა უფრო წინ და წინ მოიწევდა და და მეც ვრწმუნდებოდი რომ ვიღაც მეძებდა 
-ლილი-გაისმა ხმამაღალი ძახილი 
-ლილი-ისევ მეორდებოდა 
მეც დავიძახე მაგრამ აღმოვაჩინე რომ ხმა საერთოდ არ მქონია,ალბათ გავცივდი და ჩამეხლიჩა... 
-ლილი-ისევ გაისმა ძახილი ოღონდ ამჯერად უფრო ახლოდან 
წამოვდექი და ხმას გავყევი.მემგონი ჩრდილოეთით მივდიოდი ზუსტად ვერ გეტყვით... 
პატარა ბავშვივით მივზდევდი იმ უცნობს ვინც ჩემს მოძებნას ცდილობდა...გულში მიხაროდა რომ აქ სიკვდილი არ მეწერა 
უცებ გვიმრებში გავიხლართე და და დავეცი 
ან აქ სიკვდილი მეწერა 
”გთხოვთ მოიცადეთ,მე აქ ვარ”ვიმეორებდი გულში მაგრამ ხმა ნელ-ნელა მიწყდა და ბოლოს საერთოდ გაქრა... 
თავი ჩავქინდრე და ტირილი დავიწყე,ჩემი ბოლო იმედიც გაქრა,მორჩა აქედან ვეღარ გავღწევი,ირგვლივ ისეთი სიბნლე იყო რომ წამოდგომასაც კი ვერ ვახერხებდი. 
ხელებით ვცადე გვიმრების გაწყვეტა მაგრამ ვიგრძენი თუ როგორ გამოჟონა თითებიდან სისხლმა 
ნუთუ ისე დავუძლურდი რომ ასე მუმიასავით გახვეული უნდა მომკვდარიყავი. 
კიდევ ერთხელ გავიბრძოლე მაგრამ უეცრად რაღაცამ თვალი მომჭრა,რაღაც დიდმა შუქმა,თითქოს თვალებში დიდი პროჟექტორი მანათებდა,სახეზე ხელები ავიფარე და უცებ გავიგე 
-აქეთ ბიჭებო,ლილი ვიპოვეთ-დაიყვირა დრეიკმა 
-ლილი ხომ კარგად ხარ?-ჩემთან ჩაიჩოქა და გვიმრებიდან გამომიყვანა-სულელო როგორ გვანერვიულე-გამკიცხავი ტონით მითხრა 
მე თვლები მეხუჭებოდა და გული მიმდიოდა ვერაფერი ვუთხარი 
ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხვეშ მიწა და დრეიკმა ხელში აიყვანა 
-ვიმოვე,მე მყავს-გასძახა ვიღაცას 
-კარგად ხარ?-კითხვა კიდევ ერთხელ გამიმეორა 
მე ისევ ვერაფერი ვუპასუხე,მემგონი გულძმარვა დამეწყო 
-ლილი?-დრეიკმა ჩემი სახელი გაიმეორა და სახეზე შემომხედა 
-ღმერთო ფერი არ გადევს-ანერვიულდა და ნაბიჯებს აუჩქარა.... 
ცოტახანში ვიღაცეები გამოჩნდნენ მაგრამ რას ლაპარაკობდნენ ვერ გავარჩიე,ახლა მათი ხმები შორიდან მესმოდა.მხოლოდ ერთს ვფიქრობდი,სად იყო ჯასტინი?ნუთუ მას უკვე იმდენად ვძულდი რომ ჩემი ბედი საერთოდ არ ანაღვლებდა? 
გული დამიმძიმდა 
-ჯასტინ ლილი მე მყავს-დაილაპარაკა ვღაცამ 
-რა უნდოდა?-ყრუდ დაიბუბუნა დრეიკმა 
-მალე დაგვეწევა,ნერვიულობდა მე ვერ ვიპოვეო 
-მოუხდება ვაჟბატონს-ჩაიდუდღუნა დრეიკმა 
ესეიგი დრეიკი ჩემს მხარეს იყო.გამეხარდა მაგრამ ყველაზე მეტად ის მესიამოვნა რომ ჯასტინიც მეძებდა და ჩემი ბედი ფეხებზე არ ეკიდა. 
ვცადე ღრმად ჩამესუნთქა მაგრამ ვერ მოვახერხე,რაღაც მიშლიდა ხელს,რაღაც მბორკავდა.ვიგუდებოდი,სადღაც განათებულ ადგილზე აღმოვჩნდი,მესოდა ყვირილი 
-თვალები გაახილე-თავზე დამტრიალებდა ვიღაც 
-რა ხდება?-ჯასტინის ხმა გავარჩიე,მინდოდა მისთვის რაე მეთქვა მაგრამ ვერ შევძელი,ჩემი სხეული აღარ მემორჩილებოდა,მინდოდა წამომვდგარიყავი მაგრამ სრულიად პარალიზებული ვიყავი,ერთიანად გავითიშე,მხოლოდ ტვინი რეაგირებდა... 
ვიღაცამ ხელში ამიტაცა და სადღაც წამიყვანა 
-ჯასტინ გაჩერდი,ამას ვერ შეძლებ 
-შემეშვით-დაიღრიალა კასტინმა და სადღაც დამაწვინა.... 
შემდეგ კი რა მოხდა ბუნდოვნად მახსოვს,ჩემს გარშემო ვიღაცეები დადიოდნენ მაგრამ მე მათ ვერ ვხდედავდი,თვალები დახუჭული მქონდა 
-ლილი არ დამტოვო გთხოვ-ყურში ჩამჩურჩულა ჯასტინმა 
”რათქმა უნდა მე ერსად წავალ.ყოველთვის შენთან ვიქნები”-მინდოდა მეთქვა მაგრამ უკვე გვიანი იყო,ვცდილობდი მებრძოლა მაგრამ ძალა აღარ შემრჩენოდა.....
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 999 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 141 2 »
14 - ავტორი: MaR_Selly
(მასალა) თარიღი: (2011-10-31 10:54 PM)




0



პასუხი
ar mokla codoaaa sad