DECEIVER - 29 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » DECEIVER
4:29 PM
DECEIVER
საავადმყოფო ფაცხა-ფუცხით დავტოვეთ,იმდენი ვიხმაურეთ რომ მორიგე ექთანმა ლამის გამოგვაგდო. 
გარეთ გამოსულები კი საშინელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით,გასასვლელში უამრავი პაპარაცი შეკრებილიყო და თავიანთ ფოტოკამერებს აჩხაკუნებდნენ,აშკარაა რომ ჩვენს წინ მიმავალ მოხუცს არ უღებდნენ.რაიანმა,ჯასტინის დაცვის წევრმა შეეცადა ჩვენთვის გზა გაენთავისუფლებინა და მანქანასთან მიგვიყვანა.პირველი ჯასტინი ჩავაჯინეთ,ისედაც გადაღლილს ფერი საერთოდ არ ედო სახეზე. 
-არ მჯერა რომ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება-ამოიოხრა ჯასტინმა და საწყალი ბავშვის სახე მიიღო 
-აბა შენ რა გეგონა,რას იტყოდნენ,ჯასტინი დაშავებულია და ფრთხილად რამე არ ეტკინოსო?-ჩაიხითხითა დრეიკმა 
-ზუსტად ეგრე ვფიქრობდი-მანაც დაუთმო,გამიკვირდა ალბათ არაფრის თავი არ ქონდა თორემ ჯორზე რომ შედგებოდა ვირივით ხომ ვერ გადაათქმევინებდი... 
მთელი გზა სახლამდე ჯასტინის თავი მქონდა ჩადებული კალთაში,მოიმიზეზა უნდა წამოვწვე ფეხი მტკივაო,მე კი ვიცოდი რომ იტყუებოდა მაგრამ რამე რომ დამართნოდა მერე მაგის პირიდან რა ამოვიდოდა, 
ჰოდა ეს დღეები მეც საკმაოდ დამთმობი გავხდი... 
-ერთი სული მაქვს სტუდიაში როდის მივალ-დაიბუზღუნა ჯასტინმა მის ოთახში რომ ავიყვანეთ 
-რაო?-წამოვიძახე-სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელდები აქედან ფეხს ვერ გაადგამ 
-კარგი რა ლილი-დაიჭყანა-ამ ოთხ კედეს შუა რა გამაძლევინებს 
-და მეც თუ შენს გვერდით ვიქნები? 
-ოოო-ჩაფიქრდა-ეს სულ სხვა საქმეა-მითხრა და ცალი ხელი გაშალა-მოდი ჩემთან 
მეც იმ მხარიდან მივუწექი საიდანაც დალილიავებული არ იყო 
-იცი როგორ მომენატრე?-წამოვიწყე 
-მეც ჩემო პრინცესა-შუბლზე მაკოცა-როცა თვითმფრინავი ვარდებოდა მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი,რომ შენს ნახვას ვეღარ შევძლებდი 
-გთხოვ ეგ დღე არ გამახსენო,თავიდან მეგონა რომ მოკვდი და მეც კინაღამ... 
-გაჩერდი-შემაწყვეტინა ჯასტინმა-დრეიკმა მომიყვა რა ცუდად იყავი,ამიერიდან გეფიცები მარტო აღარ დაგტოვებ 
-მატყუარა ხარ 
-კი მაგრამ ტარომ?-გაიოცა ჯასტინმა 
-მარტო არ დაგტოვებო რომ მითხარი,აბა ცალ-ცალკე არ გვძინავს? 
-მაგ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება ისე რომ იცოდე თუ მოინდომებ 
-არა იყოს,ჩემს საწოლში კიდევ სხვას ვერ გავუყოფ-გამოვაჯავრე 
-მაგასაც ვნახავთ-დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა 
-რას გულისხმობ? 
-აბა დღეს ღამით რომ რამე წამომტკივდეს და დაძახება ვერ მოვახერხო? 
-ოჰ,ნამდვილი შანტაჟისტი ხარ რა 
-მე კი არ ვარ შანტაჟისტი,უბრალოდ უკარება შეყვარებული მყავს 
-მართლა და როგორი გოგოა მაინც? 
-ისეთია რომ შეხედავ და რომ შეგიყვარდება,მაგრამ გადარეულია,რავიცი მე მიყვარს და... 
-შენ გყავს შეყვარებული?-მოგვიანებით მკითხა 
-კი-მეც თამაშში ავყევი 
-როგორია? 
-მხეცი,შანტაჟისტი,ხიფათიანი,საძაგელი მაგრამ მაინც მიყვარს 
-ოჰო,საინტერესოა-ჩუმად ჩაილაპარაკა და გაჩერდა 
ერთხანს ორივენი ვდუმდით,მე მის გულისცემას ვუსმენდი,ის კი ჩემსას.ვიცოდი რომ იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.თუმცა ყოველ სიხარულს თან სდევს უბედურებაც. 
ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად მოხდა. 
საღამოთი როცა ჯასტინის ოთახში ვიყავით,მე ერთი წუთით ჩავედი სამზარეულოში წყლის დასალევად ტელეფონი კი ჯასტინს დავუტოვე,ხუთ წუთში დავბრუნდი მაგრამ ჯასტინი გაშტერებული დამხვდა,ჩემს ტელეფონს დასცქეროდა და არ იძვროდა 
ავნერვიულდი 


-კარგად ხარ?-ვკითხე 
მან დაბნეული სახით გამომხედა-შენ დაგირეკეს,ასე მითხრა როუზი ვარო... 
ჯასტინს წინადადება არ ქონდა დაუსრულებული რომ მაშინვე ყველაფერს მივხვდი და კინაღამ ჩავიკეცე, 
-რა უნდოდა?-დაბალ ხმაზე ვკითხე 
-ნარკოტიკები-ცივად გამოსცრა ჯასტინმა 
-ყველაფერი მომიყვა-მოგვინებით დაამატა 
ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ გაშტერებული ვუყურებდი 
-რატომ არაფეს ამბობ?-გაბრაზებულმა მითხრა 
არ განვძრეულვარ 
-ნუთუ თავსაც არ გაიმართლებ?ასე ადვლად მეთანხმები რომ დამნაშავე ხარ?-ხმას აუწია 
ისევ არაფერი მითქვამს 
-ლილი გელოდები-დამიყვირა-ეს როგორ გააკეთე,არადა სიყვარულს მეფიცებოდი,შენს გამო ადამიანი მოკვდა,ეს როგორ დამიმალე-გაცეცხლებული ყვიროდა-გეკითხები და მიპასუხე 
მე მის სიტყვებზე გავშტერდი.ადამიანი დაიღუპაო?კი მაგრამ მე ხომ არაფერი ჩამიდენია? 
-იმის სინდისი მაინც არ გეყო რომ ჩემთვის გეთქვა?-კიდევ ერთხელ დაიყვირა-როგორ არ გესმის?ადამიანი დაიღუპა...ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს შენთვის? 
პირი დავაღე მაგრამ უეცრად კარი დრეიკმა გამოაღო,ეყობა ყვირილის ხმა გაიგონა და გაგიჟბულის სახე ქონდა 
-რა ხდება ხალხო?მეგონა ერთმანეთი დახოცეთ-სულის მოუთქმენლად მიაყარა მაგრამ მას ყურადღებას არცერთი ვაქცევდით. 
-გელოდები ლილი-ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა,მე უკან დავიხიე 
-ვინ...მოკვდა?-მხოლოდ ეს ვიკითხე 
-რა არ იცი?-ცინიკურად ჩალაპარაკა-შონი,შენი ძველი სკოლელი 
შონი?თავში კინაღამ სისხლი ჩამექცა.დრეიკი რაღაცას ყვიროდა მაგრამ მისი ხმა უკვე შორიდან მესმოდა იმიტომ რომ გავრბოდი. 
გავრბოდი აგრამ არ ვიცი სად,მემგონი ქალაქ გარეთ ვიყავი,ქუჩაში არავინ იყო,მაგრამ მე მაინც არ ვწყვეტდი სირბილს,თან ცრემლები შეუწყვეტლად მოდიოდნენ,შონი?რატომ უთხრა როუზმა ჯასტინს რომ ის ჩემს გამო დაიღუპა?ნეტა რა მოხდა?იქნებ თვითონ როუზმა მოკლა შონი მათი ბოლო ჩხუბის შემდეგ?ჯეიმსი?ის სადღა იყო?მასაც ხომ არ დაუშავდა რამე?ამ ყველაფერმა ერთ წუთში გამიელვა თავში.გადარეულს ვგავდი,სადღაც ტყის პირას ვიყავი,უკუნი სიბნელე სუფევდა,მთლიანად ტალახით ვიყავი დასვრილი. 
შიშმა შემიპყრო,მხოლოდ ახლა მივხვდი თუ რა გავაკეთე,მაგრამ უკან ვეღარ დავიხევდი და ტყეში შევაბიჯე,იმაზე უარესი რაც მოხდა არაფერი დამემართებოდა.... 
ხშირი ფოთლებით დაფარულ ტევრში ვერაფერს ვარჩევდი,რამდენჯერმე დავეცი კიდეც,ვიგრძენი რომ მუხლი გადავიტყავი მაგრამ ახლა ამას არ ვჩიოდი,მინდოდა ყველაფერს გავქცეოდი,კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მომკვდარიყო ჩემი მიზეზით?კიდევ რამდენის ცოდვა უნდა ამეტანა?.... 
ტყეში რაც უფრო ღრმად შევდიოდი მით უფრო ვკარგავდი გზაკვალს,ბოლოს დაღლილი ერთი ხის მორთან მოვიკუნტე.....
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 1117 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 141 2 »
14 - ავტორი: sofo
(მასალა) თარიღი: (2011-10-29 8:14 PM)




0



პასუხი
dges dade ra plz