DECEIVER - 28 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » DECEIVER
6:42 PM
DECEIVER
ექიმის შეცვლილი სახის დანახვაზე თავი ძლის შევიკავე რომ არ ჩავკეცილიყავი,დრეიკმა მომხვია მკლავზე ხელები. 
-ექიმო ხომ ყველაფერი კარგად არის??-ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე თან იმ პასუხის მოსასმენად მოვემზადე რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა... 
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ გითხრათ. 
-თავიდან დაიწყეთ-სულელივით წამოროშა დრეიკმა 
-კარგით-ოფლი მოიწმინდა ექიმმა შუბლიდან-შუა ოპერაციის დროს ჯასტინს გული გაუჩერდა... 
მაშინვე კვნესა აღმომხდა,დრეიკის ხელებში მოვიმჩვარე 
-გთხოვთ დამშვიდით-ხელებით მანიშნა ქირურგმა-მართალია გაგვიჭირდა მაგრამ გულის ცემა აღუდგა 
ამოვისუნთქე,თევზს ვგავდი რომელმაც ხმელეთზე მოხვედრილი იგუდებოდა მაგრამ შემდეგ ისევ ზღვაში შეცურა. 
-ახლა როგორ არის?-ჩაერთო პერი 
-მძიმედ მაგრამ იმედს არ ვკარგავთ... 
-და ნაიარევები?ძალიან არის დამწვარი? 
-ოპერაციის შემდეგ ყველა მნიშვნელოვანი დამწვრობა გავუქრეთ და ახალი კანი გადავუნერგეთ,ამიტომაც შეგიძლიათ ამ მხრივ მშვიდად იყოთ.ჯასტინს დამწვრობის არანაირი კვალი არ დარჩება 
-გადასარევია-წამოიყვირა სელენამ-მაგრამ რამე შეზღუდვები ექნება? 
-ამას დრო გვიჩვენებს-ჩუმად ჩაილაპარაკა ექიმმა და კარებში გავიდა.მართალია ყველაფერი ბოლომდე არ უთქვამს მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო რო დავმშვიდებულიყავი და სიცოცხლის გაგრძელებისთვის ძალა მომცემოდა.დანარჩენი ყველაფერი უკან დარჩა და ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი ჯასტინის უსაფრთხოება იყო.გვერდულად გამეცინა,ძველი დრო გამახსენდა 
-რა გაცინებს?-სკამზე გვერდით მომიჯდა დრეიკი 
-რას წარმოვიდგენდი თუ ერთი ჩვეულებრივი ალასკელი გოგო ჯასტინ ბიბერის შეყვარებული გავხდებოდი... 
-აბა შენ ხომ მთელი ბავშვობა პოლარული დათვის ცოლობაზე ოცნებობდი 
-იუმორი მოგეძალა?- მხარზე მხარი გავკარი 
-ასეთი დღის შემდეგ რომ ვლაპარაკობ არ გიკვირს?-მასაც გაეცინა-ისე ადრე მართლა არ იცოდი ჯასტინი ვინ იყო? 
-ჰო-თავი დავუქნიე-ეგ კი არა საეთოდ ვერცერთ ახალ გამოჩეკილ მოღერალსა და მსახიობში ვერ ვერკვევი 
-უკაცრავად?-თავზე დაგვადგა სელენა-ვიღაცამ ახალ გამოჩეკილი მიწოდა? 
-ამან-ხელი სასწრაფოდ დრეიკისკენ გვიწიე 
-კი როგრორ არა-გაეცინა სელენას-დღეს მძიმე დღე იყო 
-ნამდვილად-დავეთანხმე და უცებ თავში შემოვირტყი ხელები-ბილიბრები,როგორ დამავიწყდა,მათ შევპირდი რომ როგორც კი რამე ახალს შევიტყობდი მაშინვე ვაცნობებდი.... 
-მიდი მიდი გაიქეცი ეხლა და ფრთხილად ფეხი არ წამოკრა რამეს-მომაძახა დრეიკმა კარებში რომ გავდიოდი 
მინის კარები გამოვაღე და ატყდა ერთი ამბავი,დაიწყეს ყვირილი,ჟურნლისტებმა ფოტოკამერები ჩხაკაჩხუკი,მომიშვირეს მიკროფონები და ათასნაირი კითხვები დამაყავრეს 
-მოკლედ მინდა გითხრათ რომ ჯასტინმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა-საჭიროდ არ მივიჩნიე იმის დამატება რომ საოპერაციო მაგიდაზე გული გაუჩერდა-ახლა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის და ველოდებით როდის გამოფხიზლდება... 
-მალე გამოჯანმრთელდება?-დამისვა შეკითხვა ვიღაც ქერა თმიანმა გოგონამ 
-ეს მის ორგანიზმზეა დამოკიდებული,მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ რომ ჯასტინს სულ მალე ვიხილავთ სცენაზე-ღმერთო რა დიპლომატიურად ვლაპარაკობ,გავიფიქრე გულში 
-ძალიან დაშავდა ვერტმფრენის ჩამოვარდნისას?-გაისმა კიდევ ერთი შეკითხვა 
-დიდი სიმაღლიადნ ჩამოვარდა ცეცხლ მოკიდებუ;ლი ვერტმფრენიდან და საკმაოდ იყო დამწვარი მაგარამ ოპერაცია გაუკეთდა და ყველა დამწვრობა გაუქრეს 
ყველამ ერთხმათ ამოისუნთქეს შვებით,რამდენიმემ მადლობა გადამიხადა და მე ისევ უკან დავბრუნდი.... 
მოსაცდელში დრეიკი შემომეგება 
-კიდევ კარგი რომ გამოჩნდი თორემ შენთან მოვდიოდი 
-რამე მოხდა?-აღელვებულმა ვკითხე 
-ჯასტინი ნარკოზიდან გამოვიდა და შენს ნხვას ითხოვს 
-მართლა?-ისე მესიამოვნა მისი სიტყვები 
რეამინაციაში შევედი,ექთანმა გამაფრთხილა მხოლოდ ხუთი წუთით გიშვებო... 
ჯასტინის საწოლს მივუახლოვდი. 
ის მე მომშტერებოდა,მთლიანად დაბინტული იყო,მაგრამ მაინც საშინლად საყვარლი,წამით მომინდა მივარდნოდი და მოვხვეოდი მაგრამ თავი შევიკავე. 
-ჯასტინ-ძლის წვიბურტყუნე და საწოლთან მივედი 
მან თითების მოძრაობით მანიშნა რომ უფრო ახლოს მივსულიყავი.მეც ორი ნაბიჯი გადავდგი და სკამზე ჩამოვჯექი,უკვე მისი სუსტი სუნთქვა მცემდა ლოყებზე 
-როგორ ხარ?-ხელი ჯანსაღ ხელზე დავადე 
-კარ...გად-წყვეტილად მითხრა მაგრამ დაეტყო რო გაუჭირდა 
-ნუ ილაპარაკებ-ვთხოვე და ვაკოცე,დიახ ვერ მოვითმინე და ვაკოცე.მაგრამ უცებ მივხვდი რა გავაკეთე და დროზე გამოვიწიე თუმცა ჯასტინს დაეტყო რომ ძალიან მოეწონა.... 
***

დაახლოებით სამი კვირა საშინელ მოლოდინში გაიწელა,ჯასტინმა იმაზე მეტი სიძლიერე გამოიჩინა ვიდრე მოველოდით და აი დღეს სახლში გაწერეს.ისე გაუხარდა კინაღამ გადაირია,საავდმყოფოს საჭმელი ყელში ქონდა ამოსული თან სულ იმას გაიძახოდა ჩემს ფანებს უნდა შევხვდეო,ის კი ძალიან გაუხარდა ბილიბერებს რომ ვხვდებოდი.... 
მოკლედ საღამოს ხუთ საათზე უკვე მზად ვიყავით,ჯასტინი ყველაზე მეტად,მხოლოდ მოტეხილი მეფი ქონდა თაბაშირში,და ხელი ქონდა შეხვეული, 
-მოიცა ერთ წუთს ადამიანო,ხომ უნდა შევკრა ეს ჩემოდან-გაბრაზებულმა წამოვიძახე,ჯასტინი უკვე დასაბმელი გახდა ისე ეჩქარებოდა აქაურობის დატოვება 
-ჩქარა რა ლილი,უკვე სული მეხუთება-საწოლზე ჩამოჯდა 
-რა მოუსვენარი ხარ რა-თავი გამკიცხავად გავიქნიე 
-შენზე მეტი?-ეშმაკურად გამიღიმა და მაკოცა...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 967 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-10-28 9:40 PM)




0



პასუხი
dzaaaaaaan magaria ai umagresia yvelaze magariaaa