DECEIVER - 27 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » DECEIVER
4:28 PM
DECEIVER

რაწამსაც ვერტმფრენი ჩამოვარდა მაშინვე თავში გამიელვა ყველაფერმა...მივხვდი რომ ის უკანასკნელი ძაფი რომელიც ამ უბადრუკ დედამიწასთან მაკავშირებდა გაწყდა. 
მორჩა-მე უკვე აღარაფერი დამჩენოდა აქ... 
ის აღარ იყო ვინც სიცოცხლის ძალას მაძლევდა და მასულდგმულებდა.მისი ცხედარი ამ წამს ცეცხლში მოდებული ვერტმფრენიდან გადმოქონდათ.... 
ჩემს ირგვლივ ხალხი ირეოდა,ყველა ჩემი ჯასტინისკენ მირბოდა მხოლოდ მე ვიყავი გაშეშებული,ვერაფერს ვაკეთებდი მხოლოდ გაშეშებული ვუყურებოდი.... 
ვერ ვიაზრებდი რა მოხდა,თვალთ დამიბნელდა,ბუნდოვნად ვხედავდი საკაცეს,ძირს იდო,ზევიდან თეთრ ხალათიანი კაცი დასტრიალებდა და ჯასტინის ცხედარს რაღაცას უკეთებდა. 
თითქოს მის გაცოცხლებას ცდილობსო,მაგრამ ამაოდ ეს არ გამოდიოდა,გავიგონე სულის შემძვრელი კივილი,ეს ჟასმინი იყო,თავის ძმასთნ მისულიყო,მანაც კი შეძლო ჯასტინთან მისვლა მხოლოდ მე ვიყავი განრთხმული ძირს. 
-დამთავრდა-ჩუმად ჩავილაპარაკე,მეც ჯასტინთან მივდიოდი,თავს მოვიკლავდი და დამთავრდებოდა ეს უაზრო ტანჯვა..... 
მუხლებზე დავდექი,ჯგროს გავხედე,ვიღაცამ დაიყვირა 
ამ ყველაფერს კი შემდეგ კივილი მოჰყვა... 
-ის ცოცხლია-ამოიგვნეშეს,ვიღაც მომიახლოვდა და მძლავრი მხრები შემომხვია 
-გესმის ლილი?ჯასტინი ცოცხალია-ყურში მიჩურჩულებდა დრეიკი..... 
ვერაფერს მივხვდი,დაბნეული ვაცეცებდი თვალებს, 
პირი დავაღე რომ რამე მეთქვა მაგრამ ლაპარაკის უნარი სიხარულმა გადაფარა....იმდენად დიდმა სიხარულმა რომ ფეხზე წამომაყენა და ძალა მომცა იმისთვის რომ ჯასტინთან მივსულიყავი 
ასეც მოვიქეცი,ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი საკაცეს და მუხლები მეკეცებოდა,კანკალმა ამიტანა,ხალხი გავწიე და ჯასტინს გვუწორდი.არ მახსოვსკივილისგან თავი როგორ შევიკავე,ხელები თავზე დავიწყვე... 
ჩემს წინ სრულიად დაუძლურებული და დამწვარი ბიჭი იწვა,რომელიც ტკივილისგან დატანჯული თვლებით მომშტერებოდა.... 
სასწრაფოდ დავიჩოქე და მასთან ახლოს მივედი,ჯანსაღ ხელზე ხელი ჩავკიდე 
-მე შენს გვერდით ვარ-ჩავჩურჩულე და სასწრაფო დახმარების მანქანაში აიყვანეს,მეც მათ გავყევი..... 
საავადმყოფოში შურდულივით შეაქროლეს,გზაში გონება დაკარგა.... 
გიჟს ვგავდი,მაგრამ ექიმებმა მოსაცდელს იქით არ გამიშვეს, 
იატაკზევე ჩამიკეცე და სახე ხელებში ჩავრგე,ის რომ ვერ გადარჩენილიყო მერე მე რა უნდა მექნა?უიმისოთ ხომ ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. 
ლოცვა დავიწყე,ღმერთს შევთხოვდი რომ მისი თავი არ წაერთმია,იმ საშინელ ავარიას გადაარჩინა და ახლა ნუ წაიყვანდა....ვიცოდი რომ უფალს მისთვის საუკეთესოები უნდოდა მაგრამ ჯასტინს წასვლის უფლებას ვერ მივცემდი....არ შემეძლო მეფიქრა რომ ის სადღაც,რაღაც ფორმით არ იარსებებდა,ეს ყოვლად შეუთავსებელი მცნებები იყო ჩემთვის.... 
ოთხი ოპერაცია და რვა საათი,დრო საშინლად ნელა მიიძლაძნებოდა,საავადმყოფოში უამრავი ხალხი მოვიდა რომ ჯასტინის გვერდით ყოფილიყვნენ,დრეიკი და ჟასმინი,პეტი და ჯასტინის მამა გაგიჟბულები შემოვარდნენ საავადმყოფოში,მათ უკან სელენა და სკუტერი მოყვნენ და ასევე შონ კინგსდომი...მაგრამ მე ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა ის იყო რომ სავადმყოფოს წინ უამრავი ბილიბერი შეკრებილიყო და ჯასტინისთვის ერთხმად ლოცულობდნენ,ერთად იყვნენ,ისინიც ხომ ნერვიულობდნენ მათთვის უსაყვრლესი პიროვნების სიცოცხლეზე იმის მიუხედავად რომ უმეტესობას ის ნანახი არც კი ყავდა....კარებში გავიხედე,ვიღაც გოგო ტიროდა,საავადმყოფოში შეშვებას ითხოვდა მაგრამ ექთანი არ ატარებდა,შემეცოდა და გადავწყვიტე მე თვითონ მივსულიყავი მათთან, 
გარეთ გავედი,ყველა გაოცებულ მიყურებდა,ჟურნალისტებმა უამრვი კითხვა დამაყარეს მაგრამ მე პირდაპირ ლაპარაკი დავიწყე ერთ-ერთ მიკროფონში 
-პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის რასაც ამ წუთებში მე თქვენგან ვგრძნობ,არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ მაგრამ ბივი ამ დროს ჯასტინი რას იტყოდა”დამშვიდდით ბილიბერებო მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებო,ჯასტინი ახლა საოპერაციოში წევს და სიკვდილს ებრძვის,გზაში გონება დაკარგა და ვერ გეტყვით ახლა როგორ არის..-სიტყვა შევწყვიტე,ცრემლების მოსაწმენდად და შემდეგ ისევ განვგრძე-გთხოვთ დამშვიდდით და პირობას გაძლევთ როგორც კი რამე ახლას შევიტყობ,გამოვალ და თქვენ გეტყვით-სიტყვა დავამთავრე და უკან შევბრუნდი,მინის კარებმა ხალხის ყვირილი დაახშო,ჩემებისკენ წავედი,დრეიკი განცვიფრებული წამოდგა და ჩამეხუტა. 
-ყოჩაღ ლილი,ამის მოფიქრებას ვერავინ შეძლებდა,შენკი ზუსტად ის გააკეთე რასაც ჯასტინი ინატრებდა,რომ მის ფანებს მასზე არ ენერვიულათ,მადლობა. 
-ვიცი დრეიკ და ეს სწორედ ამიტომ გავაკეთე,დღეს რაც არ უნდა მოხდეს მინდა იცოდე რომ... 
-გთხოვ გაჩერდი-შემაწყვატინა დრეიკმა-არაფერიც არ მოხდება,მალე ექიმი გამოვა და იტყვის რომ ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა 
-მინდა რომ მეც შენსავით ვფიქრობდე მაგრამ არ შემიძლია,ოპერაციის შემდეგ ძველი ჯასტინი რომ არ დაბრუნდე?გარეგნობაზე კი არ ვლაპრაკობ არამედ იმაზე რომ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ექიმმა რამე ისეთჳ რომ უთხრას,მაგალითად სიმღერას ვეღარ შეძლებო?წარმოგიდგენი რა მოხდება? 
-არა არ წარმომიდგენია-დრეიკმა თავი გააქნია-ეს უბრალოდ შეუძლებელია,ჯასტინი გადაირევა 
-მეც მაგას ვამბ...-სიტყვა გავწყვიტე და დავიძაბე, 
საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა,სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა მაგრამ ეტყობოდა რომ რაღაც ცუდი მოხდა.
....
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 986 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 131 2 »
13 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-10-27 9:37 PM)




0



პასუხი
vaime vaime gavgijdebi male dade tore tavs moviklav ara vinme movklvv..dzaaaaaaaaaaaaaaaan magaria umagresiaaaaaaaaaaaa