DECEIVER - 23 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 23 » DECEIVER
9:47 PM
DECEIVER

ღრმად ჩავისუნთქე და კარებზე დავაკაკუნე... 
კარი შონმა გამიღო,პრინციპში ეს არ გამკვირვებია,ის და როუზი ხომ ერთად იყვნენ მაგრამ ძველი მეგობარივით რომ მომეხვია და გადამკოცნა თავი ცოტა არ იყოს უხერხულად ვიგრძენი... 
-ლილი?-ზურგს უკან მომესმა ვიღაცის ხრინწიანი და ძალიან ნაცნობი ხმა.. 
შემოვბრუნდი და... 
-ჯეიმს?-გაკვირებულმა წამოვიყვირე-აქ რას აკეთებ? 
-ეგ მე უნდა გკითხო-გაეცინა,თან საოცრად მომნუსხველი თვალებით მიყურებდა 
-მმმმ....-დავიწყე მაგრამ მაშინვე გავჩერდი,შონმა თვალები დამიქაჩა,როგორც მივხვდი ჯეიმსმა არაფერი იცოდა.. 
-მოდი სახლში შევიდეთ-წამოიძახა შონმა და ჩვენც უკან მივყევით.. 
მისაღებში შევედი...აქაურობა დღისით უფრო ნათელი ჩანდა მაგრამ ამ სახლში მაინც სული მეხუთებოდა 
-როგორც იქნა-კიბეებზე როუზი ჩამოვიდა,აშკარად არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში 
-რამეს ხო არ დალევ?-მითხრა და სასმელი გამომიწოდა 
-შენ რა მეხუბრები?-ირონიულად ჩავიცინე-აქ მუქარით მომიყვანე... 
-ნუ იტყუები-შემაწყვეტინა როუზმა თან ცალი თვალი ჯეიმსისკენ გააპარა 
-არაფერსაც არ ვიტყუები ჯობია პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ-მკაცრად მოვუჭერი 
-რა საქმეზე ლაპარაკობთ?-საუბარში აქამდე ჩუმად მდგომი ჯეიმსი ჩაერთო 
-ისეთზე არაფერზე,ლილის უნდოდა პატარა დახმარება გაეწია ჩემთვის 
-დახმარება?-წამოვიძახე 
-ახლა არ უარყო-გასფრთხილებლად საჩვენებელი თითი დამიქნია 
-რა დახმარებაზე ლაპრაკობთ?-კიდევ ერთხელ იკითხა ჯეიმსმა 
ისევ არავინ უპასუხა 
-მეტყვით თუ არა რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ?-ბოლოს დაიყვირა 
-ხომ გითხარი უკვე რომ ლილიმ დახმარება სემომთავაზა 
-შენ შემოგთავაზა დახმარება?-ჯეიმსმა მე გამომხედა-რაღაც არ მჯერა 
-ასე მითხრა თუ ჯენის დ რეიჩელის მკვლელის დაჭერაში დამეხმარები ყველაფერს გავაკეთებო..და ჩვენ ხომ ვინც მოკლა ისინი არა? 
-მოკეტე-დავიყვირე მე-იტყუები,შენ თვითონ დამირეკე როცა ალასკაზე ვიყავი...მე არაფერში არ დაგეხმარები.. 
-როუზ-დაიღრიალა შონმა,ასეთი გაცეცხლებული პირველად ვნახე-ეს სიმართლეა?შენ ცდილობდი ლილი ამ საქმესი ჩაგეთრია?ხომ გითხარი რომ გაჩერდი-მეთქი?არ გეყო ჩვენ რომ დაგყღუპე? 
-არა საყვრელო,იტყუება-თავის მართლება დაიწყო როუზმა 
-ბინძური ძუკნა ხარ-მიაძახა შონმა და სახლიან გავარდა,თან კარები ისე მიაჯახუნა კედლებმა დაიზანზარეს 
-მიფრთხილდი-დამემუქრა-იცოდე ამას არ.. 
-ლილის ვერაფერს დაუშავებ-გამომესარჩლა ჯეიმზი-ახლავე მივდივართ აქედან-თქვა და მკლავში ჩამავლო ხელი 
-ვერ წაიყვან-როუზი წინ წამოიწია 
-მაგასაც ვნახავთ-ცივად ჩაიცინა და გარეთ გამომიყვანა... 
ისეთი გაცხარებული იყო თავის მანქანაში რომ ჩამსვა წინააღმდეგობა არ გამიწევია...მხოლოდ ცოტახნის შემდეგ ამოვიხე ხმა 
-ეს რატომ გაკეთე? 
-რაზე მეკითხები?იმ სახლიდან რომ წამოგიყვანე? 
-ჰო 
-აბა გერჩივნა თავის დაღუპვაში დაგმახერებოდი?-დაბნეულმა მკითხა 
-არა-უცებ ვთქვი-უბრალოდ მასთან საქმის დაჭერას არც მე ვაპირებდი სწორედ ამის სათქმელად მივედი იქ 
-და მე ყველაფერი გავაფუჭე არა? 
-არა რა თქმა უნდა,უბრალოდ შენი ასეთი საქციელი ცოტა არ იყოს გასაკვირია,მე მეგონა მეგობრები იყავით 
-ვინ?მე და როუზი? 
აჰა 
-არასდროს..შონი კიდევ ჰო მაგრამ ის ძუკნა? 
-კი მაგრამ მაინც რითი ხარ მისგან განსხვავებული?-გაბედულად ვუთხარი 
-არაფრით და სწორედ ეს არის განსხვავება რომ არ მინდა მისნაირი ურჩხული ვიყო 
-მე ურჩხულად სულაც არ გთვლი 
-ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს 
-მართლა? 
-რა თქმა უნდა-გულწრფელად მითხრა 
-მაშინ ამდენი ხანი რატომ არ ჩანდი? 
არაფერი მიპასუხა,გზას გაჰყურებდა უაზროდ 
-ყველაფერი გასაგებია-ჩუმად ჩავილაპარაკე 
-იცი სიმართლე გითხრა-ბოლოს ამოიღო ხმა-მე არც არასდროს გავუჩინარებულარ,როცა მეგობრები დაკარგე და ალასკაზე წახვედი მეც გამოგყევი,სასფლაოზეც კი შენს გვერდით ვიყავი,ლოს-ანჯელესში დაბრუნების დროსაც,უბრალოდ შენ ვერ მხედავდი იმიტომ რომ მე ახლოს არ მოვდიოდი შენთან-ჯეიმსმა დაამთავრა მე კი ჯერაც გაშტერებული ვუყურებდი მას 
-კი მაგრამ...მმმ...რატომ?...არ...რატომ არ მენახვებოდი? 
-მეგონა რომ ჩემს ნახვას არ გენდომებოდა 
-ასე რატომ ფიქრობდი? 
-იმ ღამით...არ უნდა მეკოცნა შენთვის... 
-და ამას ახლა მიხვდი? 
-როცა მივხვდი შენ უკვე შეყვარებული გყავდა....-წინადადება ბოლომდე არ დაასრულა 
-ჯასტინი 
-ჰო ის დიდი პრობლემაა 
-ასე ნუ ამბობ,მე ის მიყვარს 
-ვიცი და ხელს არ შეგიშლით,მაგრამ გახსოვდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ რომ რამე ბინძურ საქმეში არ გაერიო 
-თუ ამის გაკეთება გინდა ჯერ შენ უნდა შეეშვა სიბინძურეს 
-ნარკოტიკებზე ამბობ? 
-ჰო 
-მაშინ ამის იმედი ტყუილად გაქვს,მისმინე ლილი მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე მაგრამ არ მოგცემ უფლებას შენც იგივე გზას დაადგე,ვისთანაც არ უნდა იყო მენდომება მე ეს თუ არა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები..... 
თქვა და მანქანა გააჩერა 
-მოვედით-ფანჯარაში გაიხედა 
-ჰო-ნაღვლიანად ვთქვი და გადასვლა დავაპირე მაგრამ უეცრად შემოვბრუნდი და ჯეიმსს მაგრად ჩავეხუტე,მანაც მომხვია ხელები 
-არ მინდა რომ გაგიშვა-ყურში ჩამჩურჩულა და ლოყაზე ფრთხილად მაკოცა 
-ვიცი-ჩუმად ვუთხარი და მანქანიდან გადავედი... 
ვუყურებდი როგორ დაძრა ჯეიმსმა მანქანა და სანამ გზას არ მიეფარა ადგილიდან არ დავძრულვარ....დღეს იმდენი რამ მოხდა,ყველაფერი აირია...-ვფიქრობდი რომ უცებ სახლის კარი გაიღო და....
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 976 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 161 2 »
16 - ავტორი: TwiliGhtFan
(მასალა) თარიღი: (2011-10-24 4:29 PM)




0



პასუხი
Male GaagRdzele Gtxooov <3 Ai Dzaan Magaria :** AGar GvaloDino Amdeeni :*