DECEIVER - 23 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » DECEIVER
10:39 PM
DECEIVER
-ლილი გაიღვიძე-ვიღაცამ შემანჯღრია
-რატომ?...რა ხდება?...-სულ მთლად გადამავიწყდა სად ვიყავი
-უკვე ჩავფრინდით-მითხრა რაიანმა
-მართლა?-ცალი თვალი გავახილე
-აჰა-მავი დამიქნია
-კაგრი ვდგები უკვე-წავიბუზღუნე უკმაყოფილო გამომეტყველებით გასასვლელისკენ წავედი
-ჯასტინი სად არის?-ვიკითხე როცა ტრაპზე ჩავდიოდით
-მანქანაში ზის უკვე.ხომ იცი პაპარაცები...-რაიანმა თვალები გადაატრიალა
-კი როგორ არა მაგათი საზიზღარი აპარატი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი-ამოვიოხრე-ისე სანამ ჩავიდოდა არ მნახა?
-კი,ლოყაზე მაგრად გაკოცა...
-ააა,ეგ იყო?მე მეგონა დათვი მლოკავდა...-გადავიხარხარე და მანქანას მივუახლოვდი
კარი გავაღე და თბილ სალონში ჩავჯექი
-გაიღვიძე ძილის გუდა?-გამიღიმა ჯასტინმა
-კი, მაგრამ სიამოვნებით დავიძინებდი კიდევ ცოტას-თვალები მოვიფშვნიტე
-შენ მე გადამრევ,ოძდამეერთე საუკუნის მძინარე მზეტუნახავი ხარ ოღონდ მოჯადოვება არ გჭირდება შენითაც კარგად იძინებ...-ჯასტინმა გადაიროხროხა
მე კი დავემანჭე და ლამის პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა მაგრამ ეს რომ არ გამეკეტებინა გვერდით გავიხედე.
ნელ-ნელ გავიარეთ დათოვლილი ტყე
გვიმრებში ჩარგული ხეები,უზარმაზარი საძოვრები,პატარა ჭაობები და სანამ დასახლებულ პუნქტებს მივუახლოვდებოდით სასაფლაოს ჩავუარეთ
-გააჩერე-ვთხოვე რაიანს
მან დაამუხრუჭა და მანქანიდან გადავედი
უკან არც მიმომიხედავს ისე წავედი პირდაპირ დიდი მუხისკენ.თურმე ჯასტინიც უკან მომყვებოდა
თეთრ თოვლის საფარს მივარღვევდი და ვუახლოვდებოდი იმ ადგილს რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჩემთვის სახლის მაგივრობას ასრულებდა
ცოტახანში გარკვევით ვხედავდი წარწერებს:ჯენიფერ-მარია გორდონი,რეიჩელ შეფერდი,ერიკა მაიერსი და ჯეისონ უაითფილდი
ჩემდა გასაკვირად ოთხივეს საფლავზე აუარებელი რაოდენობის ყვავილები ეწყო,თან გვერდით პატარა ბარათებიც ჰქონდათ მე რამდენიმე ავიღე და გადავიკითხე
”ჯენი შენი ღიმილი მენატრება.ყოველთვის მემახსოვრები”
”ერიკა შენი სულისთვის ვლოცულობ”
”რეიჩელ უზომოდ მენატრები”
”ჯეისონ,მიჭირს იმის დაჯერება რომ სამი წელია რაც ჩვენთან არა ხარ.უშენოდ ყველას გვიჭირს”
”სიუარდის საშუალო სკოლა თქვენი სულებისთვის ლოცულობს.გვენატრებით”
ბოლო წერილზე თავი ვეღარ შევიკავე და ჯიუტი ცრემლი გადმომივარდა თვალებიდან
-ლილი კარგად ხარ?-აღელდა ჯასტინი
-კი კარგად ვარ,მიდი შენ წადი და მეც მალე მოვალ-ნაძალადევად გავუღიმე
შემდეგ ქვევით დავიხრე და პატარა ფურცელი ავიღე ზედ არაფერი ეწერა.გვერდით კი პატარა საწერკალამი ჰქონდა მიდებული.
”მენატრებით”-მივაწერე და საფლავზე დავდე
...
-ლილი?-გახარებულმა იყვირა დედაჩემმა-არ მეგონა თუ დღეს ჩამოხვიდოდი
-არც მე-გავუღიმე და გადავეხვიე
-როგრორ მომენატრე...
-კარგი რა ჯერ ერთი კვირაა რაც წასული ვარ
-მერე რა-ეხლა ჯასტინს გადაეხვია და ბოლოს რაიანს
დიდი ხვევნა კოცნის შემდეგ სახლში შევედით
-აბა რამდენი ხნით რჩებით
-ორი...
-ორი დღით?
-არა ორი საათით
-კი მაგრამ სად გეჩქარებათ?მეგონა ახალ წელს ერთად შევხვდებოდით
ჯასტინს გავხედე სახე მოეღრიცა...

დღეისთვის სულ ეს იყო.თუ გინდათ ხვალაც დავდებ
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 909 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: Angel
(მასალა) თარიღი: (2011-09-25 9:39 PM)




0



პასუხი
gaagrzdeleeeeee