DECEIVER - 22 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » DECEIVER
7:41 PM
DECEIVER
ტელეფონის ეკრანს დავხედე როუზი მირეკავდა... 
ეხლა რა მექნა?გვერდით ჯასტინი მედგა და მიყურებდა როდის ვუპასუხებდი ზარს. 
შავ დღეში ჩავვარდი 
-გისმენთ-ბოლოს მაინც ავიღე 
-გამარჯობა საყვარელო-მომესალმა როუზი ცბიერი ხმით 
-გამარჯობა...მმ.. მიკაელა-უცებ ვიღაცის სახელი მოვიფიქრე?ნეტა დამეტყო რომ ვიტყუებოდი? 
-მიკაელა?ლილი მე როუზი მქვია-გაოცდა როუზი 
-ვიცი-საწყლად ვუთხარი 
-მაშინ რა დაგემართა?...მოიცა მე თვითონ გამოვიცნობ...გვერდით ისეთი ვიღაც გიდგას რომელთანაც ვერ მელაპარაკები...? 
-მართალი ხარ-შვებით ამოვისუნთქე,ასიანში გაარტყა 
-აჰა გასაგებია,კარგი დიდ დროს აღარ წაგართმევ,იმისთვის დაგირეკე რომ მეთქვა ოჰაიოში ორ კვირაში წახვალ.საქონელისთვის დაგხვდებიან შენ უბრალოდ დროზე მისვლა გევალება მეტი არაფერი.... 
-იმედია რომ მეტი არაფერი-ქვეტექსტით ვუთხარი 
ჯასტინი დაბნეული მიყურებდა 
-თუ შენ არ მოისურვებ ამ საქმის შემდეგ შენს დახმარებას აღარ ვითხოვ,მთავარია იცოდე ამ საქმის შემდეგ რას მიიღებ... 
-სწორედ მაგის გულისთვის...-აღარ დავასრულე ნათქვამი და ნერვიულად ქვევით დავიხედე 
-კარგი მე წავედი...ჰო მართლა ბედნიერ ახალ წელს გისურვებ ძვირფასო-მითხრა და გამითიშა 
მე ტელეფონი ტიმბოზე დავდე და ჯასტინთან მივედი 
-ვინ იყო?-ცნობისმოყვარეობით მკითხა 
-მიკაელა,ჩემი ნაცნობია ალასკიდან,დიდი ხანია არ შევხმიანებივარ და ახლა თვითონ დამირეკა ახალი წლის მოსალოცად-ისე ჩქარა ვლაპარაკობდი ჩემი ტყუილის დასაფარად რომ რაღაც მომენტში მომეჩვენი თითქოს ჯასტინმა არ დამიჯერა 
-აჰა-მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და სამზარეულოში წავედით საჭმელად 
მე თეფშები დავალაგე მან საჭმელები გადმოიღო და სუფრა ერთად გავაწყვეთ. 
-ჯასტინ....-ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე... 
-რა იყო? 
-იცი მინდოდა მეთქვა რომ...მინდოდა ცოტა ხნით მაინც...იცი მინდოდა... 
-რა გინდა აღარ მეტყვი?-სულმა წასძლია 
-მოკლედ ვიფიქრე დღეს მშობლებთან ხომ არ წავსულიყავი?ხომ იცი ცდილობენ ურტიერთობის აღდგენას და ჩემი ჩასვლა გაეხარდებოდათ... 
-მერე მე-სახე მოეღრიცა,პატარა ბავშვს კამფეტს რომ წაართმევ ზუსტად ისე 
-შენც წამოდი-შევთავაზე 
-ჰო როგრორ არა და მერე ჩემს ნაფლეთებს იპოვი გზაზე,ჯერ სკუტერი ხომ გამატყავებს,მერე მამა ჯენი...არ გეცოდები?კონცერტებს რა ვუქნა? 
-არა მე იმას კი არ ვამბობ რომ იქ დავრჩეთ... 
-აბა...? 
-ეხლა წავიდეთ და ორ საათში სიუარდში ვართ...ცოტა ხნით მოვინახულოთ ორივე და მერე ისევ უკან დაბრუნდეთ....არ შეიძლება?-შევეცადე საწყალის გამომეტყველება მიმერო 
-იცოდე დიდ შარში გავეხვევით მაგრამ ჯანდაბას წავიდეთ... 
-მართლა?...-გახარებულმა წმოვიძახე-დიდი მადლობა-სკამიდან წამოვდექი და ჩავეხუტე 
-მარტო ამისთვის ღირდა რომ დაგთანხმებოდი-მითხრა და ლოყაზე მაკოცა 
-შენ ჩემი ნებართვის გარეშე დაგავიწყდა რომ არ სეგიძლია მაკოცო? 
-მაგ წეს როდის აქეთ არის რაც ვასრულებ?-ჩაიცინა და ჯიბიდან "iphone"ამოიღო-მოდი ეხლა მე დავრეკავ და ჩემს თვითმფრინავ მოამზადებენ 
-კარგი მაშინ მე თბილად ჩავიცმევ 
-ეციება? 
-კი არ ეციება ახლა იქ ყინავს...როგრო მომენატრა სიუარდის სუსხი-წავიმღერე და ჩემს ოთახში ავედი 
კარადა გამოვაღე და შიგ რამე თბილის მოძებნას შევუდექი,პრინციპში არც გარეთ იყო იდეალური ამინდი,მართალია არ ითოვებდა მაგრამ არც ცხელოდა... 
როცა ვიცმევდი თავზე ჯასტინის დიდი ქუდი დავიხურე სახე რომ დაეფარა ჩემთვის თორემ იმის მერე რაც ჯასტინმა ელენის შოუში განაცხადა რომ ის და სელენა ისევ ერთად არიან და მე მხოლოდ მისი მეგობარი ვიყავი კიდევ ერთი ახალი ჭორი არაფერს გვარგებდა... 
-მზად ხარ?-ოთახში თავი შემოყო ჯასტინმა 
-ზურგზაკს ავიღებ და წვიდეთ 
სახლიდან ისე გამოვედით გეგონებოდათ დაზვერვაზე ვიყავით. 
ვფრთხილობდით ახლომახლოს პაპარაცები არ ყოფილიყვნენ...ამიტომაც ჯერ დაცვის წევრებს დავათვალიერებინეთ მიდამოები და სიმშვიდეაო რომ გვითხრეს ფაცხაფუცხით ჩავსხედით მანქანაში 
ჯასტინის რენჯ-როვერს მძღოლი მართავდა....ჩვენ უკანა სავარძელზე ვიყავით მოკალათებულები 
-სკუტერისთვის ხომ არ დაგირეკავს 
-გაგიჟდი?რათქმაუნდა არა....ეგ რომ მეთქვა ფეხით მოვიდოდა ჩემთან და სტუდიაში ყურით წამათრევდა. 
მე გამეცინა მაგრამ უცბადვე დავსერიოზულდი 
-ჯასტინ არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას...თუ გინდა ეხლავე უკან დავბრუნდეთ 
-რა სისულელეა...არანაირი პრობლემები არ შემექმნება...მშობლების ნახვას ვერავინ დაგიშლის 
-ვიცი მაგრამ ამის გაკეთება ჩემითაც შემეძლო 
-არავითარ შემთხვევაში...მარტო როგორ გაგიშვებდი 
-ხო მაგრამ... 
-არავითარი მაგრამ ამ თემაზე დისკუსია დამთავრებულია 
-ვიცი მაგრამ... 
-შენ რა კიდევ ლაპარაკობ? 
ისეთი სახით შემომხედა მაშინვე გავჩუმდი და ხმა არ ამომიღია 
აეროპორტში ცალ-ცალკე შევედით 
ჯერ ჯასტინი გადავიდა და ათი წუთის შემდეგ მეც უკან მივყევი 
ისე ვიქცეოდით თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები ვყოფილიყავით 
ცოტახანში ჯასტინითან მისი დაცვის წევრი მივიდა და უთხრა რომ ასაფრენად მზად ვიყავით 
შემდეგ მე მანიშნეს ეს ყველაფერი და ასე წვალებით ავედით თვითმფრინავამდე 
-სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა-ამოვიოხრე და სავარძელში ჩავესვენე 
-საიდუმლო აგენტი უნდა გავმხდარიყავი-ჩუმად ჩაიდუდღუნა რაიანმა.ჯასტინის საუკეთესო მეგობარმა და მისმა დაცვის წევრმა 
-მაგარი ხარ ძმა-ჯასტინმა მხარზე მხარი გაკრა 
-ასეთი პოპულარობა დამღლელი არ არის?-ჩემთვის ჩავილაპარაკე 
-ძალიან-გამომეპასუხა ჯასტინი 
-მერედა რატომ არ მოისვრი ყველაფერს ჯანდაბაში? 
-ჩემ ბილიბერებს რა ვუყო?-მხრები აიჩეჩა 
-ეს როგორ დამავიწყდა-ამოვილუღლუღე და მოვდუნდი 
ჩემს ფიქრებში შიგადაშიგ თუ შემოახწევდა რაიანის ხმამაღალი სიცილი და ძილს მიფრთხობდა მაგრამ მალე ესეც გაქრა და ჩამეძინა...
ბავშვებო რამოდენიმე თავში რაღაც ძალიან ცუდი მოხდება და თუ გინდათ გაიგოთ რა კომენტარები დაწერეთ.მაინტერესებს გავაგრძელო თუ არა
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 957 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
10 - ავტორი: busuna
(მასალა) თარიღი: (2011-09-23 1:58 PM)




0



პასუხი
gaagrdele