DECEIVER - 11 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 11 » DECEIVER
12:21 PM
DECEIVER
ალბათ ღამის ათი საათი იქნებოდა ტკივილმა რომ გამიარა და გავიმართე.საფლავებს შორის თავი წამოვწიე,არ ბნელოდა მზეც კი არ იყო ჩასული,ეს იმიტომ რომ ალასკაზე თეთრი ღამეები იდგა. 
ერთიანად გაყინული ვიყავი,სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა მაგრამ გარეგნულად არ მეტყობოდა მე ხომ სამი თვის წინ დავკარგე ყველანაირი შეგრძნება.... 
ჩემს მეგობრებს გამოვემშვიდობე და სახლისკენ მიმავალ გზას გავუდექი,ტყეში შევედი ყველაფეი ერთიანად თოვლით იყო დაფარული,გვიმრებს თეთრი საფარველი გადაეკრათ,ხავს მოდებული ხეები ამაყად დამცქეროდნენ ზემოდან და თითქოს დამცინოდნენო მე კი მათ ასეთ საქციელს ყურადღებას არ ვაქცევდი და ჩემთვის ვფიქრობდი 
”რა იქნება ჩემი უბადრუკი ცხოვრება აქ ამ ხის ძირას რომ დასრულდეს,მე მარტო ვარ და ხელსაც ვერავინ შემიშლის,მაშინ რატომ არ ვაკეთებ ამას,რატომ არ გამოვეთხოვები ამ წუთი სოფელს,ადგილს სადაც მე უცხო ვარ და არავის არ ვახსოვარ?!.... 
ალბათ იმიტომ რომ მეშინია,მეშინია რომ ჩემი მეგობრებო პასუხს მომთხოვენ იმის გამო რომ მე ისინე ვერ გადვარჩინე,და მართლებიც იქნებინ 
ოთხი ძვირფასი ადამიანი დავკარგე ყველა ჩემს თვალწინ და ერთსაც კი ვერ ვუშველე. 
ასეთი უმწეო ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ 
ყველაფერი მობეზრებული მქონდა ბედისწერამ ორჯერ მომცა შანსი და ვერცერთი გამოვიყენე 
ისტორია გენმეორდა....ჯენი და რეიჩელიც ზუსტად ისე დაიღუპნენ როგორც ერიკა. 
ხომ შეიძლებოდა რომ რეიჩლის მაგივრად მე მომკვდარიყავი, ალბათ რაღაც შეცდომა მოხდა ის ხომ ძალიან მგავდა....” 
მოკლეფ ფიქრებმა ძალიან გამიტაცეს უკვე ახლოს ვიყავი სახლთან, 
პარმაღზე შუქი აენთოთ მაგრამ ჩვენი სახლი ისეთი ცივი იყო როგორც არასდროს 
ბოლოს სტუმარი როდოს გვყავდა აღარ მახსოვს 
ასეა ყველაფერი იცვლება... 
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდიმა ოცნებამ საშინელი ტრაგედია დამატეხა თავს 
რაში მჭირდებოდა სწავლა და ლოს-ანჯელესში წასვლა თუ იქედან ცოცხალ მკვდარი დავბრუნდებოდი 
თუ საყვარელ ადამიანებს დავკარგვდი და თუ გავგიჟდებოდი 
ალასკაზე ისე ვიყავი თითქოს ერთ დიდ წყვდიადში ჩავინთქე და ამოსვლას ამაოდ ვცდილობდი ანდა მე მეგონა რომ ვცდილობდი და თავს ვიტყუებდი... 
სახლის კარი შევაღე..სასიმოვნო სითბო შემომეგება სახეში 
მეორე სართულზე ასვლას ისე ვაპერებდი მისაღებისკენ არც გამიხედავს მაგრამ კიბეზე შევდგი ფეხი თუ არა მამაჩემის ბოხმა ხმამ გამაჩერა 
-ლილი! 
მე მისკენ მოვბრუნდი როგორც ყოველვის ხმა არ ამომიღია.მე ხომ არ ვლაპარაკობდი 
-შენი საქციელი უკვე უმსგავსოა,ზომბს დაემსგავსე,არც ჭამ არც სვამ,დღე და ღამე სასაფლაოზე ხარ და სახლში გვიან ბრუნდები.არ გველაპარაკები და შენს ოთახში იკეტები.ჩვენ დავკარგეთ უკვე ერთი შვილი მაგრამ მეორეს დაკარგვას არ ვაპირებთ 
მე ისევ ვუსმენდი 
-მამაშენი მართალია საყვარელო.სკოლაზე ხელი აიღე,არაფერს არ აკეთებ.შენთვის ხარ თითქოს ჩვენ არც ვარსებობდეთ.შენი უკვე სერიოზულად მეშინია.აქამდე არაფერს გეუბნებოდით იმის იმედით რომ მდგომარეობიდან გამოხვიდოდი მაგრამ პროგრესის ვერნაირ ნიშან წყალს ვერ გამჩნევთ.პირიქით უკან უკან იხევ. 
მე არაფერი მითქვამს.ეს სიტყვები გულთან ახლოსაც კი არ მოვუშვი შევბრუნდი და წასვლა დავაპირე რომ ისევ შემაჩერეს 
-დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენს ნათქვამს გაითვალისწინებ და ოდნავ მაინც მიხედავ შენს ცხოვრებას-მითხრა დედამ და რაღაც გადმომაწოდა-წერილია შენს სახელზე 
მე გამოვართვი და ჩემს ოთახში ავედი 
კარი ჩავკეტე და საწოლზე ჩამოვჯექი და ბარათი გავხსენი 
აი რა ეწერა შიგ: 

ლილი 
”არ ვიცი ღირსი ვარ თუ არა იმისა რომ ეს წერილი მოგწერო მაგრამ ასე უბრალოდ ვერ გავქრებოდი შენი ცხოვრებიდან.მინდა გახსოვდეს რომ მენატრები და მე ყოველთვის შენს ტედად დავრჩები. 
შენ ვერ წარმოიდგენ რა დამემართა ეს საზარელი ამბავი რომ შევიტყვე მაშინ სახლიდან გამოსული ვიყავი შენს მოსახმარებლად.მაგრამ ვერ მოგისწარი მეც ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში ერთი კვირა გავატარე. 
როცა იქედან გამოვედი შენი ამბავი გავიკითხე და მითხრეს რომ მძიმედ იყავი და მსიქიატრიულში გადაგიყვანეს.შენს სანახავათ ყოველ დღე დავდიოდი მაგრამ ვერ მხედავდი იმიტომ რომ არ მიშვებდნენ, 
ერთი თვის შემდეგ გამოუწერიხართ მაგრამ მე ამის შესახებ არფერი ვიცოდი რადგან მთელი დღეები სტუდიაში ვიყავი ჩაწერებზე. 
ვფიქრობდი ისევ ლოს-ანჯელესში იქნებოდი მაგრამ თურმე ალასკაზე დაბრუნებულხარ.სამი თვე თავს ვიკავებდი და არ გწერდი რადგან მინდოდა შეთვის ყველაფრის გაანალიზების საშულება მომეცა მაგრამ როგორც შემატყობინეს ისევ ისე ცუდად ხარ. 
ჰოდა მეც გადავწყვიტე შენთვის ყველაფერი ამეხსნა რადგან ძალიან მენატრები.უზომოდ მინდა გნახო და თვალებში ჩაგხედო მაგრამ არ ვიცი რა რეაქცია გექნება ამდენი ხნის შემდეგ... 
გტხოვ მაპატიე თუ რამე გაწყენინე 
არ მახსოვს ამ წერილს თავი როგორ მოვაბი,იცოდე სულ მალე შენს სანახავად ჩამოვალ და რომც არ გინდოდეს მაინც ჩაგეხუტები და შენთან ვიქნები მანამ სანამ ისევ ის ძველი ლილი არ გახდები რომელსაც მე ვიცნობდი” 
მიყვარხარ 
ჯასტინი

წერილის კითხვა დავამთავრე და ერთიანად ავცახცახდი.არ ვიცოდი რა მექნა.ვიგრძენი თურმე როგორ მომნატრებია,ის ღამე გამახსენდა სანაპიროზე რომ ვიყავით და წვიმაში რომ ვცეკვავდით 
ნეტა კიდევ შემომრჩენოდა რამე ძველი?თუ მხოლოდ მოგონებებით უნდა მეცხოვრა? 
ამ კითხვებში ვიყავი რომ უეცრად ტელეფონა დარეკა 
-გისმენთ-ვუპასუხე 
-გამარჯობა ლილი-ყურში როუზის ცივი ხმა ჩამესმა და მეც ადგილზე მიმაყინა 
ვერაფერი ვუთხარი 
-რა იყო ჩემს ზარს არ ელოდი? 
-საერთოდ შენი ხმის გაგონებას არ ველოდი-ჩუმად ვუთხარი 
-იცი რატომ გირეკავ? 
-რატომ? 
-შენთან სარფიანი გარიგება მაქვს 
-სარფიანი? 
-აჰა.მე როგორც ვიცი შენ იმის დაჭერა გინდა ვინც და და მეგობარი მოგიკლა ჰოდა მე დაგეხმარები ამ ოცნების ასრულებაში 
-მაინც როგორ?-სახეზე სისხლი მომაწვა 
-მე ვიცნობ იმ ტიპს.ჩემს წვეულებაზე იყო.თუ არ ვცდები შენც იცნობ.ჯეიმზს შენი გულისთვის მასთან კამათი მოუვიდა 
უცებ ყველაფერი გუშინდელი დღესავით გამახსენდა.გამახსენდა ის ბინძური ტიპი ჩემს შებმას რომ ცდილობდა 
-დუმილი თანხმობის ნიშანია.ესეიგი გაგახსენდა 
-შენ როგორ დამაჭერინებ? 
-ამას ცოტა ხანში გეტყვი ოღონდ ერთი პირობით 
-რა გინდა 
-შენი დახმარება ნარკოტიკების საქმეში 
მე გავჩუმდი 
-პასუხს ახლავე არ ვითხოვ.რამდენიმე დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად მაგრამ დაიმახსოვრე შენი ერთი სამსახურის სანაცვლოდ მკვლელს დაგაჭერინებ-ეს მითხრა და გამთიშა 
მე დაბნეული ჩამოვჯექი საწოლზე და ვფიქრობდი რომელი ამერჩია.ჯასტინს გამოვხმაურებოდი და ჩვეულებრივი ცხოვრება გამეგრძელებინა თუ ბნელ საქმეებში ჩავრეულიყავი და მკვლელი დამესაჯა....
თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდგში დატოვეთ კომენტარები....
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 759 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: MicKeY
(მასალა) თარიღი: (2011-09-13 3:12 AM)




0



პასუხი
male dade ra shemdegi taviiii <3