DECEIVER - 6 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » DECEIVER
10:26 PM
DECEIVER
სანამ სკუტერი ჯასტინის თუ ტედის, რომელი დამეძახა უკვე აღარ ვიცოდი მოკლედ მის კულისებამდე მიმიყვანდა გულში ვილანძღებოდი”სულელი,დებილი,ჩლუნგი.ჩემი მოტყუება როგორ გაბედა.არა რა ეგონა.ასე ვგავდი ნეტა მის გადარეულ ფანებს?მეტიჩარა შეეშინდა ბიჭს თავს არ დამესხასო?თუ ასე იყო რას წამიყვანა საერთოდ მისი თვითმფრინავით.მეტიჩარა, ნამდვილი ყეყეჩი"ბოლოს იმდენი ვქენი რომ არცერთი სანაქებო სიტყვა არ დამიკლია და ამასობაში ჩვენ ჩავირბინეთ კიბეები,შემდეგ დიდი დერეფანი,განიერი დარბზი და როგორც იქნა რაღაც ოთახს მივადექით.სავარეუდოდ ჯასტინის კულისებს.სკუტერმა კარი შეაღო და ოთახში შემიძღვა,მეც შევედი.სიმართლე გითხრათ იქაურობა საპრეზიდენტო ლუქს უფრო გავდა ვიდრე კულისებს. 
მე კუთხეში მდგარ პუფზე მოვკალათდი 
-ჯასტინი ახლავე მოვა-მითხრა სკუტერმა 
-ურჩევნია საერთოდ არ მოვიდეს-მკაცრი გამომეტყველებით ვთქვი 
-ნუ გაუბრაზდები უნდოდა შენთქვის სიმართლის თქმა... 
-მაგრამ არ მითხრა-სიტყვა შევაწყვეტინე 
-ნუ ხო-ვერაფერი მოიფიქრა ვაჟბატონის გასასამართლებლად, 
მარტო ტუჩები მოპრუწა რომ არ გასცინებოდა.მაგრამ სასაცილო რა ვთქვი ვერ მივხვდი. 
დაახლოებით თხუთმეტი წუთი ჩუმად ვიჯექით.ბოლოს ასე უაზროდ ყურყუტი რომ მომბეზრდა და წასვლა დავაპირე მაინცადამაინც მაშინ გაიღო კარები ჯასტინი შემოვიდა 
ცოტახანი ერთ ადგილზე იყო გაშეშებული თითქოს არ იცოდა რა უნდა ეთქვა მაგრამ შემდეგ ენა ამოიდგა. 
-მიდიოდი? 
-აქ ამის სათქმელად ჩამომიყვანე?-ცინიკურად ჩავიცინე 
-ისა...ბავშვებო მე გავალ-სკუტერი ფეხზე წამოდგა-შენ ვიმედოვნებ რომ ცოცხალი გადარჩები-ჯასტინთან მივიდა და მხარზე ხელი მოუთათუნა 
-მეც მაგის იმედი მაქვს-ჩუმად თქვა ჯასტინმა და დაჯდა 
-მოდი პირდაპირ გეტყვი რისი თქმაც მინდა-დავიწყე მე-იცი რას ვფიქრობ?შენ ხარ ყეყეჩი და მეტიჩარა,ჩემი მოტყუება რაში დაგჭირდა?თუ გეგონა რომ შენი გადარეული ფანი ვიყავი?იცი რას გეტყვი.დღემდე შენი სახელი საერთოდ არ ვიცოდი.აზრზე არ ვარ ვინ ხარ და რას აკეთებ და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს.ვინც არ უნდა გგონებოდი არ უნდა მოგეტყუებინე და რაც მთავარია ეს ბილეთზე გაკრული პოსტერიდან არ უნდა გემეგო.ამას ნამდვილად არ მოველოდი შენგან.თუმცა რას ვლაპარაკობ მაინც არ ვიცი როგორი ხარ.იქნებ ჩემს გარდა კიდევ ბევრი მოგიტყუებია,ვითომ ჩარლი იყავი ან სულაც დეიმონი... 
-ერთი წუთით მომისმინე-ხმამაღლა მითხრა.ალბათ მიხვდა რომ ჯერ არ გავჩერდებოდი-იმიტომ მოგატყუე რომ ასე იყო საჭირო.რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ სახეზე თუ არა სახელზე მაინც მიცნობდი მე კი აეროპორტიდან გასვლა ბევრი ხმაურის გარეშე მინდოდა. 
-მაშინ რას გამომელაპარკე?-შევუბღვირე-ვინმემ დაგაძალა 
-არ ვიცი-ჯასტინი ფეხზე წამოდგა-არ ვიცი რატომ გამოგელაპარაკე.უბრალოდ ძალიან მომინდა რომ გამეცანი და შემდეგ როცა გავიგე რა პრობლემაც გქონდა დახმარებაც შემოგთავაზე 
-ჰოდა ჯობდა საერთოდ არაფერი გეთქვა.ესეიგი უბრალოდ მოგინდა და იმიტომ გამიცანი.ხომ გეუბნები რომ ყეყეჩი ხარ. 
-ლილი გაჩერდი გევედრები-ჩემთან ახლოს მოვიდა-ხომ დამპირდი რომ ყველაფერს მაპატიებდი 
-ჩათვალე რომ იმ დღეს არაფერი მითქვამს.ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს-თავი ისე დავიჭირე თითქოს მართლაც არაფერი მითქვამს. 
-მაგრამ შენ დამპირდი,ასე მოქცევა არ შეიძლება 
-როგორც მინდა ისე მოვიქცევი-გავცხარდი 
-არა,ვერ მოიქცევი.იცოდე ჩემი პატიება მოგიწევს 
-რატომ არის ეს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი?საერთოდ დაივიწყე რომ მიცნობდი და ამით ყველაფერი დამთავრდება 
-ვერ დაგივიწყებ... 
-რატომ?-უფრო ჩავეძიე 
-შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ 
-ჩემთვის არ ხარ-ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე რომ ჯასტინმა ხელი მომკიდა და შემაჩერა 
-გამიშვი-ვუბრძანე 
-სანამ არ მეტყვი რომ მაპატიე არ გაგიშვებ 
-მაგას ვერასდროს ეღირსები 
-მაშინ არასდროს გაგიშვებ 
-ჯასტინ... 
-მითხარი და კი 
-ჰო კარგი,ყველაფერს გპატიობ 
-იტყუები 
-რა?შენც ეს არ გინდოდა 
-ჰო მაგრამ ეს მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამს გავდა 
-აბა გულწრფელ პატიებას ვერ ეღირსები 
-ამას უკვე მეორეჯერ ამბობ 
თანდათან ნერვები მეშლებოდა და შევუბღვირე 
-გაბრაზება გიხდება-გადაიხარხარ მაგრამ ჩემი სახის გამოეტყველებაზე მალევე დასერიოზულდა. 
-კარგი გიშვებ მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით 
-შენ რა პირობებსაც მიყენებ? 
-შენ წარმოიდგინე და კი-ისე მითხრა თითქოს გაიკვირვა-მოკლედ ხვალ ჩემთან ერთად გაისეირნებ 
-რომ არ დაგთანხმდე? 
-სკუტერს ვეტყვი და აქ ჩაგვკეტავს, და სანამ შენგან დადებით პასუხს არ მოვისმენ არ გაგვიშვებს 
-მერე სელენა? 
-სელენა ვინ არის? 
-შენი შეყვარებული 
-აბა არ ვიცი ვინ ხარო 
-არვ ვიცი,ეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა 
-ჰოდა შემახსენე მომავალში შენ მეგობარს ვუთხრა რომ ტყუილები აღარ გითხრას 
-რომელი ტყუილი? 
-ჩემი და სელენას შესახებ 
-ვერ მივხვდი რას ლაპარალობ 
-ჩვენ ერთად არ ვართ 
-აბა... 
-უბრალოდ ხალხს ვაჩვენებთ თავს თითქოს ართმანეთი გვიყვარს რადგანაც კიდევ ერთ ჭორს ნამდვილად ვეღარ გავუძლებ ჩვენზე. 
-ყოველთვის იტყუებოდით? 
-ყოველთვის არა.სინამდვილეში ერთი თვის წინ დავშორდით 
-ჰო მაგრამ... 
-ისევ მეგობრები ვართ.ანუ ეს იმას ნიშნავს რომ უარის თქმის მიზეზი აღარ გაქვს 
-უარს მიზეზი არ ჭირდება.უბრალოდ არ მინდა შენთან ერთად წასვლა.მოვიწყენ 
-რავიცი სანაპიროზე იგივეს ვერ იტყოდი 
-იქ მმ...მმ... 
-ჰო რა?-ჯასტინს გაეცინა-გადაწყდა ხვალ ჩემთან ერთად მოდიხარ 
-იქნებ არ მინდა 
-ვიცი რო გინდა. 
-არ მინდა 
-ამაზე ლაპარაკი დამთავრებულია.ახლა სახლში უნდა წახვიდე რომ გამოიძინო.ლოდინი არ მიყვარს 
-სხვათა შორის არც მე 
-ბოდიში რომ კულისებში შემოსცლა დამაგვიანდა უბრალოდ კონცერტის წარმატებით დასრულებას ვზეიმობდით. 
-მე წავედი-ვთქვი და ოთახიდან გავედი ჯასტინიც გამომყვა.ბოლოს იმდენი მოახერხა რომ შევურიგდი და ჯენისთან სიქა გაწყვეტილი მივედი. 
იმან კიდევ ყველაფერი მომაყოლა და ნახევარი საათი სიხარულისგან სახე ვერ დააწყო 
-რა მაგარია ჯასტინ ბიებერს გავიცნობ.არ მჯერა 
-გადარეული ხარ-თავი გავიქნიე და როცა საერთო საცხოვრებელში მივედი მაშინვე ჩემს საწოლზე გავითხლაშე და დილამდე თავი არ ამიწევია. 
რვა საათზე რაღაცის ხმაურმა გამაღვიძა. 
ცალი თვალი გავახილე და თავი წმოვწიე.კიდევ მინდოდა ძილი მაგრამ ტელეფონი ბოლო დონეზე აკივლდა და მეც იძულებული გავხდი მეპასუხა 
-გისმენთ 
-შენ რა კიდევ გძინავს?-ჯასტინის ხმა ჩამედმა ყურში 
-აბა ამ დილა უთენია სხვა რა უნდა გავაკეთო 
-დილა უთენია?-გაგიჟდა-სადაცაა პიველი საათი შესრულდება 
-მართლა?მერე რა 
-რა მერე რა სროზე ადექი 
-ოო,დამაძინე ეხლა 
-უკვე საერთო საცხოვრებელთნ ვარ 
-არ არსებობს-საწოლიდან წამოვხტი 
ჯასტინს სიცილი აუვარდა 
-მომატყუე? 
-არა,მართლა სადაცაა მოვალ 
-ჰო კარგი,ქვევით დამელოდე და ჩამოვალ. 
ტელეფონი გავთიშე და შევიკურთხე.რა უბედურებაა დაძინებას არ გაცლიან. 
მოკლედ დიდი წვალების შემდეგ ჩავიცვი თმები ცხენის კუდივით შევიკარი და ქვევით ჩავედი. 
ეზოში უკვე მელოდა მანქანა რომელზეც ჯასტინი იყო მიყუდებული ათასნაირად შეფუთნული.ჯერ კეპი ეხურა შემდეგ სათვალე ეკეთა და თავ ჩაღუნული იდგა.მხოლოდ მე თუ ვიცნობდი ასეთს 
-გეღისრა.ლამის სადილობა დავიწყე-ჩაიცინა და მანქანის კარი გამიღო 
”ვითომ ჯელტმენი”გავიფიქრე და ჩავჯექი 
-სად მინდივართ? 
-მაკდონალდში ჯერ, მერე რამეს მოვიფიქრებთ. 
მოკლედ მე კარგად რომ ვისაუზმე ხოლო ჯასტინმა ისადილა ქალაქში გავედით 
-ასე იმიტომ გაცვია რო ხალხმა არ გიცნოს? 
-ჰო და კიდევ პაპარაცებმა,თუმცა მაგათ ვერფერს დაუმალავ 
-ასეთი ცხოვრება დამღლელია? 
-ძალიან,ხანდახან ყველაფრის ჯანდაბაში მოსროლა და აქედან გაქცევა მინდება 
-მერე რა გიშლის ხელს? 
-ჩემი ფანები.მათი გულისთვის ვშრომობ ამდენს 
-მხოლოდ მათთვის?ამაში ვერ დამარწმუნებ 
-რა ამის თქმას არც ვაპირებ.რათქმაუნდა პოპულარობაც მომწონს.ჯილდოების მიღებაც და წვეულებებიც 
-მაშინ ჰოლიწუდი ზედ გამოჭრილი ყოფილა შენთვის 
ჰო ასეა...-ჯასტინ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა 
-გისმენთ-ამის შემდეგ ჯასტინს ხმა კარგა ხანი არ ამოუღია ბოლოს გათიშა და მე შემომხედა 
-იცი ლილი,ეხლახანს დამირეკა ჩემმა პროდიუსერმა და მითხრა რომ ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა მივიდე 
-კარგი მაშინ მე წავალ 
-არავითარ შემთხვევაში.ეს რომ არა მთელ დღეს შენთან გავატარებდი.არ გინდა შენც გამომყვე 
-სტუდიაში? 
-აჰა 
-სიამოვნებით 
ოც წუთში შენობაში ვიყავით.თურმე ჯასტინს სიმღერა უნდა ჩაეწერა ვიღაც შონთან,მანამდე კი მე ყველა გამაცნო.სავარძელში მოვკალათდი და ოთხი საათი აღარ ავმდგარვარ.ისე დამიბუჟდა ფეხები ვეღარ ვგრძნობდი.არ მეგონა სიმღერის ჩაწერა ამდენ ხანს თუ გასტანდა.მე მეგონა ყველაფერი უცებ მთავრდებოდა.მაგრამ ვაი... 

-ჯენი ხვალ არ წახვალ იცოდე იმ წვეულებაზე-როგორც კი სახლში მივედი ჯენიმ მახარა რომ როუზის მოწყობილ წვეულებაზე ვიყავით დაპატიჟებულები 
-მარტო მე კი არა შენც წმოხვალ 
-შენ ხომ არ გაგიჟდი მაგ ნარკომანებთან რა გინდა? 
-კარგი რა გავერთოთ 
-არა მეთქი 
-მაშინ მარტო წავალ 
-კარგად იცი რომ მარტო ვერ გაგიშვებ 
-ჰოდა მაშინ ყველაფერი გადაწყვეილია.ხვალ მაგრად გავერთობით.

მომდევნო თავში საშინელება ხდება ამიტომაც მიჩიეთ გავაგრძელო?[iFunLove.TK]
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 712 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-09-07 0:28 AM)




0



პასუხი
agaria dzaaangaagrdzele male ddeee