DECEIVER - 2 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » DECEIVER
8:26 PM
DECEIVER
მეორე დილით სკოლაში არ წავსულვარ.არა იმიტომ რომ შემეზარა არამედ იმიტომ რომ დენიელმა გაგვაფრთხილა სწავლა ერთი თვით გადაიდოო.რაღაც პრობლემები შექმნილა,ჯენი სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია მეც საშინლად გამიხარდა.ახლა სრულ ფასოვნად მოვახერხებდი ყველაფრის დათვალიერებას. 
პირველი რაც მე და ჯენიმ მოვიმოქმედეთ ეს იყო ქალაქში გავედით.ხან რომელ ქუჩაზე დავბოდიალობდით ხანაც რომელზე,მემგონი ჯენიმ მაღაზიებ სულ დააცარიელა იმდენი რაღაც იყიდა მე კიდე შოპინგის ნაირ სისულელეში დრო არ დამიხარჯავს და სანამ ის ტანსაცმელების არჩევით იყო დაკავებული მე სასეირნოდ გავედი.პირველად მაკდოლალდში შევედი და ასე ვთქვათ ”ვისაუზმე”შემდეგ კი ბულვარში გავედი და სანაპიროს გავუყევი თან გუშინდელს ვიხსენებდი.ეხლა რომ ვინმეს ეთხოვა ჩემთვის წვიმაში ვიცეკვოთო არაფრით დავთანხმდებოდი მაგრამ სულ სხვა იყო გუშინ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თითქოს დავპატარავდი და ბავშვობაში დავბრუნდი.ასეთ სისულელეს ადრე არასდროს გავაკეთებდი. 
ჩემთვის მარტო მივსეირნობდი ბილიკზე და თან მეღიმებოდა რომ ამდროს მოზარდების ჯგუფს ჩავუარე გვერდით და კარგად რომ დავაკვირდი მათში შონი და როუზი ვიცანი.სახტად გავშეშდი და გაკვირვებული შევცქეროდი მათ.არა ის კი არ გამიკვირდა გარეთ ან ბავშვებთან ერთად რომ დავინახე არამედ ის რომ ორივეs პირში სიგარეტები გაეჩრათ და ეტყობოდათ რომ წამალი ჰქონდათ გაკეთებული.ასეთ საქციელს მათგან ნამდვილად არ მოველოდი თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევი იყო მე ხომ მათ ნორმალურად არ ვიცნობი და სრულიად შესაძლებელია რომ ისინი 
ნარკოტიკს უვე რეგულარულადაც კი მოიხმარდნენ. 
ამის გაფიქრებაზე აღშფოთებული გამომეტყველებით დავადექი ორივეს თავზე და სანამ არ გამომხედეს არ წამოვსულვარ. 
როგორც იქნა შონმა შემამჩნია მაგრამ სახის გამომეტყველება არ შეცვლია ისევ დებილივით იკრიჭებოდა.შემდეგ როუზს გაკრა მკლავი მანაც გმომხედა 
-ოჰო ლილის შეხედეთ ვინ მოსულა-შონი ფეხზე წამოდგა მაგრად გადამეხვია და გადამკოცნა მე კი მთელი ძალით ვცდილობდი მომეშორებინა .ისეთი საშინელი სუნით ყარდა გეგონებოდათ დამპალი ვირთხა შეჭმაო 
-შენ რა წამალზე ზიხარ?-აღშფოთებულმა ვკითხე 
-აჰა-თავი დამიქნია 
-რამდენი ხანია? 
-აღარ მახსოვს-გაიბადრა-არ გინდა შენც გასინჯო?-და ნემსი გამომიწოდა 
მე ისი ის იყო უნდა მეპასუხა რომ როუზმა დაასწრო 
-შონ გეყოფა,მაგისთვის არ შეიძლება,მანამდე მაინც სანამ არ შემოგვიერთდება.არა ჯეიმზ?-და ვიღაც ბიჭს გაკრა ხელი 
-რა თქმა უნდა-მანაც დაეთანხმა-მაგრამ არამგონია ასეთი სილამაზის გაფუჭება ღირდეს-თქვა და მე გამომხედა 
-გეთანხმები-კვერი დაუკრა შონმა 
-ჰოდა თუ ასეა მაშინ აქედან ავიშალოთ-თქვა როუზმა და ყველანი ფეხზე წამოდგნენ 
-შენთან ბოდიშს ვიხდი ძვირფასო-ნიკაპზე ხელი მომისვა ჯეიმზმა და გაგვშორდა 
სიამოვნებით გავულაწუნებდი მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო შემეშინდა რამე არ დაეშავებინა. 
როცა ყველანი წავიდნენ სულ მარტო დავრჩი ბულვარს მოვავლე თვალი არავინ იყო.თითქოს კარანტინი გამოაცხადესო. 
იქვე ახლოს მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და შევეცადე ბოღმისგან დავცლილიყავი. 
”წამალი შემომთავაზეს.ეს როგორ გაბედეს,არა შონს რომ ვნახავ ნამდვილად დავახრჩობ....ანდა რა შემოერთებაზე ლაპარაკობდა როუზი,ნუთუ რომელიმე საშიშ დაჯგუფებაში არიან გაწევრიანებულები და ჩემი ჩათრევაც უნდათ.ამ შემთხვევაში სასწრაფოდ შორს უნდა დავიჭირო მათგან თავი და ჯენიც გავაფრთხილო.ის ჩემზე ხიფათიანია” 
ფიქრი დავამთავრე და ზღვას გავხედე.ტალღები საოცრად ღელავდნენ იმის მიუხედავად რომ ირგვლივ ყველაფერი დუღდა. 
უცებ ის საბედისწერო დღე გამახსენდა მე და ჩემს მეგობარ ერიკას რომ შეგვებთხვა სამი წლის წინ. 
მაშინ ალასკაზე ვიყავით, საოცრად თბილი დღე იდგა ისეთი საამო ნიავი უბერავდა... ჩვენ კი ანკორიჯოდან უკან სახლში ვბრუნდებოდით.მანქანაში მუსიკა ბოლო ხმაზე და გაწეწილი თმები,ასეთი სანახავები ვიყავით მაშინ. 
მშვიდად მივუყვებოდით ზღვის პირას გზას და თან ტალღების სმენით ვტკბებოდით.სანამ წინ დიდი ტრაილერი არ გადაგვეღობა და უკნიდა ჯიპმა არ დაგვერტყა.იმის შემდე ყველაფერი საშინელი სისწრაფით მოხდა.ერიკამ საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა, გზიდან გადავარდით და პირდაპირ ზღვაში ჩავვარდით.მაგრამ მეგონა რომ კედელს შევეჯახეთ. 
წყალი საშინელი სისწრაფით შემოიჭრა მანქანაში და მალევე დაგვფარა თითქოს ჩვენს დახრჩობას ლამობდაო. 
კარებს ვეჯაჯგურე მაგრამ ვერ გავაღე, 
ერიკას გავხედე,საწყალი პანიკაში იყო.მთელი ხმით ყვიროდა მაგრამ ჩვენს დასახმარებლად არავინ მოდიოდა 
-გთხოვ დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება-ნახევრად წყლით დაფარულმა ძლივს ვუთხარი მაგრამ პანიკამ უფრო მეტად იმატა როცა სუნთქვა აღარ შეგვეძლო 
კარები ისევ არ იღებოდა. სასუნთქი მილები თითქმის სულ დახეთქილი მქონდა 
ერიკა კი საერთოდ გონზე აღარ იყო 
ერთხელ შეინძრა და გაქვავდა 
წყლის წნევამ ზევით აიტაცა და მანქაის ჭერამდე მიიყვანა. 
მე უკვე გონებას ვკარგავდი შემთხევით ჩამოვწიე კარის სახელური და უცებ გაიღო.მაგრამ ახლა უფრო დიდი წნევა დამაწვა.ფილტვები ამეწვა და ყურებიდან სისხლი წამომივიდა მანქანა კი თან-დათან მიგვათრევდა ფსკერისკენ 
როგორღაც მოვკიდე ერიკას ხელი და გავცურე.ჰაერის მარაგი აღარ მქონდა მაგრამ რაღაც სასწაულით ზედაპირზე ამოვედი 
გაყინული ვიყავი 
ერიკა მიწაზე დავაწვინე და რაც კი ოდესმე პირველადი დახმარების წესები უსწავლებიათ სკოლაში ყველაფრის გახსენება დავიწყე.თან ყუძახოდი 
-არ მოკვდე გთხოვ,არ გინდა მე ჯერ არსად გიშვებ დაბრუნდე 
ნელ ნელა ცრემლებით დავასველე იქაურობა 
-ჯერემის რა ვუთხრა-მისი შეყვარებულის სახელს ვახსენებდი-მაგრამ ამაოდ,არაფერი გამომივიდა ერიკას უსულე სხეულს ვუყურებდი და ვერაფერს ვამბობდი.კინაღამ შევიშალე. 
ბოლოს მის ცხედარს ჩავეხუტე და მოვიკუნტე... 
მერე რა მოხდა არ მახსოვს მარგამ როცა გავიღვიძე უკვე საავადმყოფოში ვიყავი და ათასნაირი აპარატებზე ვიყავი შეერთებული... 
რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდა მთელი ექვსი თვე ზომბივით ვიყავი დამხოლოდ ჯერემის თუ გამოველაპარაკებოდი ისიც ჩემსავით განადგურებული იყო მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.. 
ახლა მათი სფლავები ერთად არის და ზღვარიც გაქრა 
მე კი ორი ახლო მეგობრის გარეშე დავრჩი... 
უცებ ფიქრი გამიწყდა ჩუმად ჯენი მომპარვია, 
-რაზე ფიქრომ?-გამიცინა 
-არაფერზე.შენ უკვე მორჩი?-ვითომ გაკვირვებულმა ვკითხე 
-კი-გვერდით მომიჯდა-თან ბილეთებიც ვიყიდე,ზუსტად ორი იყო დარჩენილი 
-რისი ბილეთები? 
-კონცერტის.თან ძალიან მაგარის 
-მართლა? აბა მაჩვენე-და ერთი ცალი გამოვართვი 
-ყველა ცნობილი მომღერალი არის შეკრებილი,სელენა გომეზი.დემი ლოვატო.მაილი საირუსი.მიჩელ მუსო.ჯასტინ ბიბერი....და კიდევ ბევრი 
-ვინეები?-გაკვირვებულმ გავხედე-არცერთი არ ვიცი ვინ არის 
-მართლა?შენ რა ჭურში ზიხარ?-ხელები თავში ჩამცხო 
-მართლა აზრზე არ ვარ ვინეები არიან 
ჯენიმ გაბრაზებულმა გადაატრიალა ბილეთი და დამანახა 
-ეს სელენაა,ეს მაილი,ეს დემი,ეს კი ჯასტინია... 
-არა ეგ ჯასტინი არ არის-გავაწყვეტინე 
-აბა ვინ არის?-ცინიკურად ჩაიცინა 
-ტედი....[iFunLove.TK] 
-
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 747 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: renismee
(მასალა) თარიღი: (2011-09-03 11:14 AM)




0



პასუხი
didi madloba