DECEIVER - 1 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 1 » DECEIVER
1:08 AM
DECEIVER
როგორც კი საცხოვრებელში შევედი თავს მაშინვე დამატყდა ჯენის რისხვა.გამლანზღა,გამთათხა,მეჩხუბა,მიყვირა და ბოლოს კინაღამ მაგინა მაგრამ ჩემდა გასაკვირად თავი შეიკავა და მშვიდი ტონით თითქოს აქ არაფერიო ყველაფრის ახსნა მომთხოვა და თან დააყოლა არ გადამრიოო.მეტის ღირსიც კი ვიყავი წესით,ერთხელ არ დავურეკე და არ გავაფრთხილე მაგრამ ტედთან ისე კარგად ვერთობოდი ჯენი კი არა ყველაფერი გადამავიწყდა.
რეგისტრაციაა გავიარე რომ ადგილზე ვიყავი და ოთახის ნომერი მომცეს.დაღლილი ავლასლასდი და საწოლზე დავემხვე.მაგრამ მაშინვე ზევით წამომაგდეს.ჯენი ისეთი მრისხანებით მიყურებდა თხუთმეტ წუთში ყველაფერი ზედ-მიწევნით დამაფრქვევინა და გაკვირვებული სახით მითხრა
-ის ბიჭი დებილი იყო?
მე ამის გაგონებაზე ყბა ჩამომივარდა.ისე კარგად ავუღწერე ტედი ამან კი რა უწოდა.
-არა,მაგრამ რატომ მეკითხები?
-რავიცი,შენ აბა მარტო შტერი ან გონებადაქვეითებული თუ გაგიძლებდა-სიცილი დამაყარა და ენა გამომიყო
მე ბალიში ვესროლე და სასწრაფოდ სააბაზანოში შევვარდი შხაპის მისაღებად.
ცხელმა წყალმა ყველა დაძაბულობა მომიხსნა და მომადუნა.იმდენი ხანი ვიდექი დუშის ქვეშ სანამ არ ვიგრძენი რომ ფეხები დამეღალა.შემდექ ოთახში გამოვედი ჩავიცვი და თმების გაშრობას შევუდექი.ამ დროს კარებზე კაკუნის ხმა მომესმა
-მობრძანდით-გავძახე ისე რომ ჩემი საქმისთვის თავი არ დამინებებია
ოთახში დენიელი შემოვისა და მითხრა რომ ხუთ წუთში ყველანი ჰოლში ვიკრიბებოდით სასკოლო წესების გასაცნობად.
კი მეზარებოდა მაგრამ რა მექნა უხალისოდ შევიკარი თმები ცხენის კუდივით და პირველ სართულზე ჩავლასლასდი.ყველანი შეკრებილიყვნენ თურმე მარტო მე მელოდებოდნენ.ოხ ეს საშინელი არაპუნქტუალურობა დამღუპავს გავიფიქრე და უხერხულად ჩავახველე.
დენიელმა თავი გაიქნია და დაიწყო
დიდი ლაქლაქის შემდეგ გვითხრა რომ საცხოვრებელში სწავლის დღეებში თერთმეტზე ხოლო დასვენების დღეებში თორმეტზე უნდა ვყოფილიყავით.წინააღმდეგ შემთხვევაში წესების დამრღვევი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებდა ხოლო შემდგომ თუ წესს კიდევ დაარღვევდა გარიცხავდნენ.
ოჰო ცოტა შემეშინდა და ცხოვრებაში რომ არ მქონია ისეთი საგნის, საათის ყიდვა გადავწყვიტე.
დენიელმა ისიც დაამატა რომ სახელმძღვანელოებს კლასებში დაგვირიგებდენენ.და შემდეგ როცა წარმატება გვისურვა მარტო დაგვტოვა.
ყველამ ერთ დროულად დაიწყო ლაპარაკი.ზოგო უკმაყოფილებას გამოთქვამდა ზოგს კი ზალიან მოსწონდა დადგენილი წესები ზოგიც კი მათ გამკაცრებას მოითხოვდა.ამის გაგონებაზე თვალები გადავატრიალე და ჯენისთან ერთად იქაურობას გავეცალე.
პირველი რაც გამახსენდა ეს ალანი იყო და სასწრაფოდ ტელეფონს ვეცი დასარეკად.
მეორე ზარზე მიპასუხა
-ლილი,კიდევ კარგი თორემ ვფიქრობდი რამე ხომ არ შეემთვათქო-აღელვებულმა მითხრა
-არა მამა დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა.ხომ დარწმუნდი ამაში არა?
-ჰო როცა შენი ხმა გავიგონე დავწყნარდი-ჩაიცინა-რას შვრები მოგეწონა ახალი სახლი?
-ოო, კარგი რა შენც მშვენივრად იცი რომ ჩემი სახლი სიუარდშია-გულში კი დავაყოლე რომ იმედია დროებით-აქ ხომ სასწავლებლად ჩამოვედი.
-ჰო მართალი ხარ.იცი წუთის წინ დედაშენს ველაპარაკე და ასე მითხრა ორ კვირაში ლოს-ანჯელესში რეიჩელიც ჩამოდის სასწავლებლადო..
-მართლა?რა მაგარია-გამიხარდა-თუ იცი ჩემს სკოლაში ისწავლის?
-მემგონი ჰო.
-კარგია მაგრამ ახლა მაგასთან საერთო ენის გამონახვა არ გინდა?-ხელი ჩავიქნიე-ალბათ რამეს მოვახერხებ.
-მეც მაგის იმედი მაქვს.ამ ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან დაშორდიდი თითქოს ტყუპები კი არა ერთმანეთისთვის მოსისხლე მტრები ყოფილიყავოთ
-კარგი რა ცოტას აჭარბებ-შევეწინააღმდეგე
-ცოტას შეიძლება მაგრამ არა ბევრს
-ნუ კარგი როგორც არის.ჰო მართლა ალან...
-მე მამაშენი ვარ ცნობისთვის-გამაწყვეტინა
-მამა-გარკვევით წარმოვთქვი-აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მანქანა გამიფუჭდა და ევაკუატორით სახელოსნოში წავაყვანინე და შეგიძლია ხვალ გამოსაყვანად მიაკითხო?და თუ გამომიგზავნი მთლად უკეთესი
-კარგი ყველაფერს შეგისრულებთ,მაგრამ ახლა უნდა წავიდე გამოძახებაზე ვარ იცოდე ჭკუით იყავი-დამარიგა და ყურმიმლი გათიშა
მე მისავათებულივი დავეგდე საწოლზე ჯენიც გვერდით მომიწვა
-არ გინდა ქალაქი დავათვალიეროთ?-მკლავი გამკრა
-ახლა?არა, თუ გინდა შენ წადი მე ძალიან დაღლილი ვარ-საწყალი სახით შევხედე
-კარგი როგორც გინდა მე წავალ შენ კი იყავი აქ მარტო-მისი ჭკუით შემახარბა და ოთახიდან გავიდა.
ტელევიზორი ჩავრთე.საინტერესოს არაფერს უჩვენებდნენ ყველა არხზე მხოლოდ ვიღაც მომღერლის კონცერტზე და MTV-ს დაჯილდოვებაზე ლაპარაკობდნენე.ნერვები მომეშალა და გვერდი ვიბრუნე.მაშინვე ჩამეძინა...
დიდით რვაზე გამეღვიძა.ტანსაცმელებით დამძინებია,საჩქაროდ წამოვხტი და მზადება დავიწყე.ჩემი ბოდიალის ამბავი რომ ვიცოდი სკოლაში პირველ დღესვე დამაგვიანდებოდა მაგრამ ჯენიმ გადამარჩინა და მისი მანქანით წამიყვანა.ავტოსადგომი გადაჭედილი იყო სხვადასხვა ფირმის და ფერის მანქანებით.კარი გავაღე და გადმოვედი.სანამ შენობაში შევიდოდით გოგოების ჯგუფმა გამოგვაყოლა თვალი.ცუდები არ უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ სულერთია მე მათ გაცნობას მაინც არ ვაპირებდი სად მეცალა მაგათვის
უცებ საქმიანის გამომეტყველება მივიღე და დირექტორის კაბინეტზე დავაკაკუნე
-მობრძანდით-ყრუ ხმა მომესმა კარებს მიღმა
მე კარები შევაღე და შიგ შევედი.ჩემდა გასაკვირად სასიამოვნო გარემო დამხვდა მაგრამ თვალიერებით თავი არ შემიწუხებია გაკვეთილების ცხრილი ვთხოვე ჩემთვის და ჯენისთვის და სასწრაფოდ გავეცალე.დირექტორები ჩემი ნომერ პირცელი გართულება.....

გავაგრძელო?
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 699 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: Angel
(მასალა) თარიღი: (2011-09-01 11:04 AM)




0



პასუხი
gaagrdzeleeee