Dark Room (Part 4- უცნაური შემთხვევები) - 2 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » Dark Room (Part 4- უცნაური შემთხვევები)
7:50 PM
Dark Room (Part 4- უცნაური შემთხვევები)
DARK ROOM
(Part 4 უცნაური შემთხვევები)



ამ დროს გომეზმა უცებ დაიყვირა კრისტენს ხელი მოკიდა ლოგინიდან გადმოაგდო და რაღაც ბრუხუნი გაისმაა..


***
-რას ჩადიხართ?-კითხა დემიმ სელენას მაგრამ მალევე მიხვდა ამის პასუხს
ლოგინის ზემოთ ძალიან დიდი სურათი აღარ ეკიდა რომელიც თოკით იყო დაბმული. ეს სურათი ახლა ლოგინზე დავარდნილიყო და ამიტომ გადმოაგდო სელენამ კრისტენი.
-რა მოხდა?-წამოიძახა გაოგნებულმა კრისტენმა
-სურათი ჩამოვარდა, შეიძლებოდათ თავზე დაგცემოდათ და მაშინ უკვე ყველაფერი დამთავრდებოდა.
-აა.. დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ.
-არაფერი.. ახლა უფრო ვრწმუნდები რომ თქვენ მოკვლას ვიღაც ცდილობს.

-არაფერია... ჩემი აზრით უბრალო შემთხვევებია. ახლა კი ექიმებმა მითხრეს ერთ მთაზე უნდა ავიდეთ იქნებ გონება გამოგისუფთავდეს და რაღაცა გაგახსენდესო.. ამიტომ უნდა გამოვიცვალო.
-კარგით მარტო დაგტოვებთ
ამ დროს სელენა და დემი წავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.
-არა.. მაინც მგონია რომ მას საფრთხე მოელის.. არ უნდა გაგვეშვა მარტო-თქვა გომეზმა
-ხოო ალბათ...
მანქანა ერთერთ სახლთან შეჩერდა.
-აქ ცხოვრობ ხომ?-კითხა სელენამ
-დიახ, მადლობა-დემი მანქანიდან გადმოვიდა და სახლში შევიდა


***
შემდეგ დღეს დემი და სელენა კვლავ გაეშურნენ მანქანით იქს ჰოტელისკენ.
მალე ბაღში დაინახეს კრისტენი. სელენამ შვებით ამოისუნთქა და მისკენ წავიდა.
-რამე ხომ არ მომხდარა?
-რავიცი.. გადავრჩი საბედნიეროდ
-რაზე ლაპარაკობთ??
-კლდეზე როდესაც ავდიოდითუცებ ქვა დაგორდა, კიდევ კარგი ერთერთმა ექიმმა შემაჩერა..
-ოო.. რა საშინელებაა.. 
-ხოო... ვერ ვიტან ბზიკებს.. რა საშინელებაა სულ ნერვებზე მოქმედებენ-კრისტენმა ხელები აქით-იქით გაიქნია ბზიკი რომ მოეშორებინა.
-კარგით, იმედია მეტჯერ არ იქნება ასეთი შემთხვევა.. უცნაური დამთხვევებია.

-დიახ. ეს მეც მიკვირს. ახლა კი უნდა გამოვიცვალო თორემ ტალახში ჩავვარდი როდესაც მოვდიოდო-კრისტენი ფეხებს ძლივს მიაბიჯებდა და უცებ წაიქცა
-ხომ არ დაგეხმაროთ?
-არა იყოს მეთვითონ ავდგები-უპასუხა კრისტენმა და ჰოტელში შევიდა
-ოჰ რა უცნაური დამთხვევებია..
-ხო მართლა..კრისტენს დაცემისას ქუდი მოძვრა.. ამ ქუდს რამე უცნაური ხომ ვერ შეატყვეთ?
-რა? 
-კარგად დააკვირდით..
-მე ვერაფერს ვერ ვხედავ.
-აჰ.. რა ცუდიაა.. კარგით მე გეტყვით, ეს ქუდი ტყვიით გახვრეტილია ამ ადგილას ხედავთ?
-ოჰჰ.. მართლა.. ნეტავი რაში დაჭირდა ქუდის გახვრეტა?
-თვითონ არ გაუხვრეტია. ბზიკი რომ ეგონა ეს ტყვია იყო.. აი ტყვია ჩემ ფეხებთან დავარდა.. ქუდი კი გაიხვრიტა. საბედნიეროდ ადამიანი რომელსაც მისი მოკვლა უნდა ცუდად ისვრის.. და მშვენივრად ააცილა.

-ოო.. ანუ უკვე დარწმუნებული ხართ რომ მისი მოკვლა უნდათ?
-დიახ.. ჯერ ჯასტინი მერე კრისტენიი.. ვის რაში ჭირდება მათი სიკვდილი? ნუთუ კრისტენი ჯასტინში აერიათ? არა. ეს სისულელეა. ახლა მთავარია უდანაშაულო ადამიანი სიკვდილისაგან დავიცვათ!
-მართალია! ახლა კი მგონი მას უნდა ვესაუბროთ ხომ ასეა?
-რა სულელი ხართ! მას ხომ არაფერი არ ახსოვს!და როგორც მითხრა ჯერ არაფერი არ გაახსენდა.
-უი ხოო
-მის ნაცვლად შეგვიძლია პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ და მასზე გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ
ისინი ერთად მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში.
10 წუთის მერე სელენა ადგა და დემისთან საუბარი დაიწყო.
-ის დავადასტურე რომ მისი და გარდაცვლილა 4 თვის წინ.. ეს ნამდვილად შემზარავი მკვლელობა იყო.. მშობლები საზღვარგარეთ არიან.. მხოლოდ კრისტენის ბიძია თავის ცოლ-შვილთან ერთად არის ამ ქალაქში.. და კიდევ, სოციალურ ქსელებში ჩანს რომ მისი უახლოესი მეგობარი ფრედერიკა რაისია! ჩემი აზრით მასთან გასაუბრება არ გვაწყენდა.. მისამართიც ვნახე უკვე ამიტომ წავიდეთ...

როდესაც იმ მისამართზე მივიდნენ სადაც ფრედერიკა ცხოვრობდა სელენამ კარზე დააკაკუნა
-გამარჯობათ.. 
-პოლიციიდან ვართ
-ახლავე, რამე მოხდა?
-დიახ
და სელენამ ყველაფერი უამბო იმის შესახებ რაც მომხდარზე იცოდა.
-ო.. საწყალი კრისტენიი.. მე მას ვიცნობ.. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მართლა არაფერი არ ახსოვს?
-არა
-ო რა საშინელებაა
-ახლა კი თქვენ მიპასუხეთ, იცნობდით ვინმე ჯასტინ ბიბერს ან რიჩელ ადამსს?
-ჯასტინ ვის? არა ნამდვილად არა.. მაგრამ აი მეორეს მგონი კი.. ვიღაც პილოტია, კრისტენის ბიძაშვილის შეყვარებული.
სელენას და დემის სახე დიდ გაოცებას გამოხატავდა..
-რა? კი მაგრამ როგორ? კარგით, გვიამბეთ მასზე უფრო მეტი..

იმედია მოგეწონათ ☺ კომენტარები დაწერეთ თუ გაინტერესებთ რა მოხდება შემდეგ თავში ☺

BY ANI
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 741 | დაამატა: lovetwilightlile | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: irina_nick_miley
(მასალა) თარიღი: (2011-09-03 1:47 PM)




0



პასუხი
au dzan magaria