დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე... - 9 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე...
10:55 AM
დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე...
დოკუმენტური ფილმების მიმართ განსაკუთრებული ტრფობა მაქვს, მაგრამ ისეთ ფილმებსაც დიდი ინტერესით ვუყურებ, დასაწყისში დამაინტრიგებლად რომ ეწერება: დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზეო.. ალბათ ასეთ ფილმთაგან ზოგიერთი ფანტასტიკის ერადან გადმონაშთან თუ მიიჩნიეთ, დაგაინტერესათ რაღა იყო აქ რეალობა.. ჰოდა გადავწყვიტე ასეთ კინოებზე გიამბოთ, ოღონდ რეალური ამბები, ანუ ის სარჩული ამოვატივტივოთ, რის მიხედვითაც სიუჟეტი იკერება : )

ამჯერად საუბარი ერთ მომხიბლავ ფილმზე გვექნება, ეს ადამიანი ფარვანა გახლავთ (The Mothman Prophecies). ამ ბმულზე დაკლიკებით შეგიძლიათ ფილმიც იხილოთ და შემდეგ წაიკითხოთ მისი რეალური ამბავი.

გჯერათ, რომ ადამიანის გარდა, მისი მსგავსი ქმნილებები კიდევ არსებობენ? მაშინ ადამიანი–ფარვანას არსებობის დაჯერებაც არ გაგიჭირდებათ. ეს საქმე ერთ–ერთი ყველაზე ბნელით მოცული და დღემდე ამოუხსნელია იმ ხალხისთვისაც, ვინც რამდენიმე წელი შეალია კვლევა–ძიებას.
უცნაური არსება პირველად 1966 წლის 12 ნოემბერს დასავლეთ ვირჯინიაში შენიშნეს. 5 კაცი სასაფლაოზე შეკრებილიყო და საფლავს ამზადებდა დასაფლავებისთვის. ამ დროს მოყავისფრო,ადამიანის მსგავსი არსება ამოხტა ხეებიდან და მათ თავზე გადაუფრინა. კაცები რა თქმა უნდა შეშფოთდნენ, ეს არსება აშკარად ვერ მიამგვანეს ფრინველს, იგი უფრო ფრთებიან ადამიანს ჰგავდა.
ამით გაურკვეველი წარმოშობის სხეულის ,,გამოცხადებები” არ შეწყვეტილა.
15 ნოემბერს, გვიან, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე შეჩერდნენ ავტომობილით. მათ მეტად უცნაური ვინმე იხილეს.. ორი უზარმაზარი თვალი მათკენ იყო მიმართული, თავად ამ თვალების პატრონი კი ადამიანის მსგავსი გახლდათ, უბრალოდ ძალიან დიდი, 6-7 ფუტის სიმაღლის. ფრთები კი უკან ჰქონდა დაკეცილი. როცა ეს არსება ქარხნის კარისაკენ წამოვიდა, წყვილი პანიკაში ჩავარდა და იმ ადგილს სასწრაფოდ გაეცალა, თუმცა ამბობენ,რომ ,,ფარვანაც” უკან გაჰყვა მათ. ამ დროს მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით მაინც მიჰყავდათ, მაგრამ გაურკვეველი არსება როგორც სჩანს მათ სისწრაფით არ ჩამოუვარდებოდა.
გარდა ამ წყვილისა, იმ დღეს ადამიანი-ფარვანას ხილვის შესახებ კიდევ ერთმა ჯგუფმა განაცხადა, ისინი ოთხნი იყვნენ და ყველა მათგანს სჯეროდა საკუთარი თვალების..
.შემდეგ განვითარებული მოვლენები თანდათან უფრო და უფრო ბნელით მოცული ხდებოდა. ნიულ პარტრეჯმა, სალემში (90 მილითაა დაშორებული წინა შემთხვევების ადგილისგან) მცხოვრებმა ადგილობრივი მშენებლობების კონტრაქტორმა საღამოს თერთმეტის ნახევარზე ტელევიზორი ჩართო, მშვიდად უყურებდა გაადცემას, როდესაც მოულოდნელად ეკრანი გაშავდა. ნიული აცხადებს, რომ რაღაც ფიგურები გამოისახა ეკრანზე და შემდეგ ხმამაღალი ხმაური მოესმა გარედან, ხმა ძლიერდებოდა, და უცებ შეწყდა. ამ დროს კი ნიულის ძაღლმა დაიწყო ყმუილი, პატრონი რა თქმა უნდა მის მოსანახულებლად გაემართა.

ეზოში გასვლისთანავე დაინახა, რომ ძაღლი ფარდულის წინ იდგა და რაღაცას მიშტერებოდა, როცა ნიულმა სინათლე აანთო, გაშტერდა, მან ეზოში.. სიბნელიდან მოცქირალი 2 თვალი შეამჩნია, მაგრამ ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი თვალები, მისი დანახვისას პარტრეჯს ცივმა ოფლმა დაასხა და ძალიან შეეშინდა. მისი მონაყოლით, თვალები არცერთი ცხოველის არ გახლდათ, თუმცა წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ძაღლმა კი, წმინდა სისხლის მონადირემ და სახლის თავგამოდებულმა დამცველმა, მთელი ეზო მოირბინა, ის სწორედ ამ წითელ თვალებს დასდევდა.. ნიულმა მას არაერთხელ დაუძახა, უყვიროდა გაჩერებულიყო და სახლში შემოსულიყო, მაგრამ ძაღლი მას ყურადღებასაც არ აქცევდა. პარტრეჯმა სახლს მიაშურა, გადაწყვიტა თოფი აეღო და უკანვე დაბრუნებულიყო, მაგრამ იმდენად იყო შეშინებული, რომ გარეთ გამოსვლა ვეღარ გარისკა. იმ ღამეს თოფს ჩახუტებულს ეძინა. მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ ძაღლი უგზო-უკვლოდ გაქრა.. არც ორი დღის შემდგომ გამოჩნდა. მალე კი გაზეთში იქვე ახლოს დატრიალებული ამბები წაიკითხა, როჯერ სკარბერი, ერთ-ერთი ადამიანი,რომელიც ადამიანი-ფარვანას ნახვას აუწყებდა საზოგადოებას, ამბობდა,რომ იმ ღამეს მანქანით გაიარეს გზაზე, სადაც დიდი ძაღლის სხეული შენიშნეს.. იგი გზაზე იწვა. რამდენიმე წუთის შემდგომ უკან დაბრუნდნენ მანქანითვე, მაგრამ ძაღლი სადღაც გამქრალიყო.



16 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. აქ სიტყვით გამოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც თავს უცნაური ამბები გადახდათ.. ამასთანავე ბევრი ამტკიცებდა, რომ თვითმხილველები ნორმალური და სანდო ადამიანები იყვნენ და ტყუილების გამოგონება, თანაც ასე მასშტაბურად არაფერში სჭირდებოდათ. მალე აუხსნელი მოვლენების ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, თვითონ ,,გმირს” – Mothman (მაშინ ბეტმენი იყო მოდაში და მისი მსგავსი სახელი ამიტომაც შეურჩიეს), იგივე ადამიანი-ფარვანა დაარქვეს.
მალე იმ მიტოვებული ქარხნის ტერიტორია, სადაც წყვილი ფარვანას შეხვდა, სამალავ ადგილად გადაიქცა.. ოღონდ აქ მხოლოდ ფარვანა იმალებოდა. პრინციპში ის უკეთეს ადგილს ვერც შეარჩევდა, რამდენიმე ასეული ჰექტარი ტყე იყო გადაჭიმული და შიგადაშიგ ფართო ბეტონის გუმბათები ელაგა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინახავდნენ. ასევე აქ შეგიძლიათ გენახათ უამრავი ლაბირინთი.. აქვე გახლდათ დაცული ტერიტორიები ცხოველებისთვის.. აქ ასვლას რამდენიმე მონადირე და ახლო-მახლო მცხოვრები თინეიჯერები თუ ბედავდნენ.



ქარხნის ახლოს მხოლოდ რამდენიმე სახლი იყო.. მაცხოვრებელთაგან ერთ-ერთი რალფ თომასის ოჯახი გახლდათ. თურმე მათ 16 ნოემბერს ქარხნის თავზე უცნაური წითელი ნათება შენიშნეს. ქალბატონმა მარსელა ბენეტიმ (ოჯახის მეგობარმა) განაცხადა,რომ ეს ნათება თვითმფრინავის ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ის იციან რისი იყო.. რამდენიმე წუთის შემდგომ მარსელა ქალიშვილთან ერთად მანქანით სახლისაკენ გზას დაადგა. უცებ კი უცნაური არსება შენიშნა მის სიახლოვეს, მანქანასთან. ეს რაღაც თითქოს მიწიდან ამოიზარდა, მაღალი იყო და ნაცრისფერი.. წითელი, საშინელი თვალებით.
მისის ბენეტი ისე შეშინდა, რომ ბავშვიც კი გაუვარდა ხელიდან, თუმცა გონს მალე მოეგო, დაბრუნდა, შვილი ხელში აიტაცა და სახლში შევარდა. ყველაფერი ჩარაზეს, მაგრამ მაინც პანიკაში იყვნენ, რადგანაც ეს არსება ახლა ფანჯრიდან აწუხებდა ქალებს.. პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ ფარვანა მათ არ დანახებია.

მისის ბენეტი ამ ინციდენტის შემდგომ ცუდად იყო, შიშები ჰქონდა და სამედიცინო მკურნალობაც დასჭირდა. ღამე კოშმარები ტანჯავდა და როგორც შემდგომ მკვლევარებს განუცხადა, სჯეროდა რომ უცნაური არსება მის სახლს სტუმრობდა ხოლმე, ამას გარდა ესმოდა ქალის კივილის ხმაც.

ერთი წლის შემდგომ მოვლენები კვლავ აქტიურობის ფაზაში გადავიდა. ამ ადგილს არაერთი მკვლევარი, გამომძიებელი, თუ ,,მონსტრებზე მონადირე” სტუმრობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი ჯონ კილი გახდა, რომელიც ინტენსიურად წერდა ადამიანი-ფარვანასა და სხვა ამოუცნობი ანომალიების შესახებ. იგი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა უცხოპლანეტელების თემაზეც, მაგრამ ფაქტიურად სტანდარტულ ,,კოსმოსურ” თეორიას უცხოპლანეტელების შესახებ განუდგა თავისი მოსაზრებებით და ათწლეულების განმავლობაში წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა თავის სფეროში. ჯონის აზრით ადამიანს ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია აქვს.



ჯონ კილი ადამიანი–ფარვანას ისტორიის ძირითად მემატიანედ გადაიქცა. იგი აწარმოებდა გამოკითხვებს, მის ხელში ასამდე თვითმხილველმა მაინც გაიარა. მათი ინფორმაციით, ფარვანა 5–დან 7 ფუტამდე სიმაღლის, ადამიანზე ფართო (სიგანეში) უნდა ყოფილიყო,ჰქონდა კაცის მსგავსი ფეხები. თვალები სადღაც მხრებთან ახლოს, ფრთები კი ღამურას მოგაგონებდათ.. მოწმეები აცხადებდნენ,რომ მას მუქი შეფერილობა ჰქონდა, ნაცრისფერი ან ყავისფერი. უცნაურ ხმებსაც გამოსცემდა.. ქალბატონი ბენეტის განცხადებით, ფარვანას ქალის კივილის მსგავსი ბგერების გადმოცემაც შეეძლო.

ჯონ კილის რესპოდენტების განცხადებით 1966 წლიდან ამ მხარეში ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, არადა აქამდე ყველაფერი კარგად იყო. ამასთანავე ცაში ხშირად ამჩნევდნენ გაურკვეველ ნათებას, განსაკუთრებით კი მიტოვებული ქარხნის სიახლოვეს. ავტომობილები ამ მიდამოებში მოძრაობისას გაურკვეველ ვითარებაში მოულოდნელად ფუჭდებოდა.
მახლობელ სახლებში დაფიქსირდა პოლტერგეისტთან დაკავშირებული შემთხვევებიც. სახლებში ისმოდა ხმები, იკეტებოდა და იღებოდა კარებები თავისით, მოძრაობდა ნივთები. ქარხანასთან ახლოს მცხოვრები ჯეიმს ლილის ოჯახი იმდენად დაიღალა, რომ სახლი გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენ.

რეპორტიორ მერი ჰაირესთანაც საინტერესო ამბავია დაკავშირებული. იგი გაზეთისთვის აქტიურად წერდა სტატიებს ბოლო დროს განვითარებული უცნაური მოვლენების შესახებ. ერთ კვირას კი მის ტელეფონზე 500 ზარი შემოვიდა, ურეკავდა მოსახლეობა, ჩვეულებრივი მოქალაქეები, თითოეულმა მათგანმა უცნაური ნათება შენიშნა ცაში.
1967 წლის იანვარში კი, მერი სამსახურში გვიანობამდე შემორჩა, უცებ კარს ერთი კაცი მოადგა, იგი ძალიან დაბალი იყო,შავი გრძელი თმა და სქელშუშიანი სათვალეებით დაფარული უცნაური თვალები ჰქონდა. მერიმ შემდეგში განაცხადა, რომ ეს არსება ძალიან ნელა და წყვეტილად საუბრობდა, მერის შეეშინდა კიდეც მისი, რადგანაც კაცი მას თანდათან უახლოვდებოდა, თან დაჟინებით მისჩერებოდა. ქალს ისიც კი მოეჩვენა, რომ ეს მზერა ჰიპნოზივით მოქმედებდა მასზე.
შემდგომ ტელეფონმა დარეკა, მერიმ უპასუხა, პატარა კაცმა კი იქვე მაგიდაზე დადებულ კალამს მიაპყრო გამჭოლი მზერა, მალე ხელთ იგდო კიდეც მისთვის საინტერესო ნივთი და ისე მისჩერებოდა, გეგონებოდათ აქამდე კალამი არც ენახა. შემდეგ ხელში მაგრად ჩაბღუჯა, ხმამაღლა გაიცინა და შენობიდან გაიქცა.
გავიდა რამდენიმე კვირა და ეს კაცი მერიმ ისევ ნახა, ამჯერად ქუჩაში. როდესაც კაცუნამაც დააფიქსირა ქალის მზერა.. შეკრთა, ქუჩის კუთხეში კი მოულოდნელად დიდი, შავი მანქანა შემოვარდა, კაცი მისკენ გაიქცა, შეახტა და წამში აორთქლდა იქიდან.

1967 წლის 15 დეკემბერს, 5 საათზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა! ხიდზე საცობი შეიქმნა, ეს მდგომარეობა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა, შემდგომ კი მოულოდნელად ხიდი ჩაინგრა. მდინარეში ათობით მანქანა ჩავარდა, მათ ადამიანებიც ჩაყვნენ რა თქმა უნდა და 46 მათგანი დაიღუპა. ორი მათგანი ვერ იპოვნეს, დანარჩენი 44 გარდაცვლილი კი იქვე, ოჰაიოში, გალიპოლისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სწორედ ამ ტრაგიკულ ღამეს, ჯეიმს ლილის ოჯახმა, რომელიც ჯერ კიდევ ქარხნის შემოგარენში ცხოვრობდა, ცაში 12-ჯერ დააფიქსირა უცნაური წითელი ნათება. ხალხი პანიკამ მოიცვა და ეს ვნებათაღელვა კარგა ხანს გაგრძელდა.

  • კიდე დავდებ თუ გინდათ
კატეგორია: სხვა | ნანახია: 729 | დაამატა: demisumagresifani | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-09 3:23 PM)




0



პასუხი
renisme davdeb dges an xval