DanCe anD sinG..!! - 31 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » DanCe anD sinG..!!
11:11 PM
DanCe anD sinG..!!

ეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. 

ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სცენური ცეკვა – ბალეტი. 

პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა. 

სიმღერა არის მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც შეიცავს ტექსტს. 
სიმღერის შექმნის ბევრი გზა არსებობს. ზოგი ადამიანი სხვებთან ერთად ქმნის ჯგუფს, თხზავს და წერს სიმღერას რათა ფული იშოვოს. აგრეთვე არსებობს ხალხური სიმღერა. ხალხური სიმღერები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემიან, ამიტომ ისინი ხშირად იცვლებიან, ვრცელდება მათი რამდენიმე ვარიანტი და ავტორის ვინაობა უცნობი რჩება.სიმღერის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა პაროდია. პაროდიის ავტორები ხშირად ცვლიან ტექსტს, მაგრამ მელოდიას უცვლელს ტოვებენ. ამდაგვარი ტიპის სიმღერები იქმნება ხალხის გასამხიარულებლად. 
სიმღერას ხშირად უძახიან ისეთ მუსიკალურ კომპოზიციასაც რომელიც ტექსტს არ შეიცავს და მხოლოდ ინსტრუმენტების ხმითაა გაჯერებული.
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 754 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: mmaRi-JeLeNa
(მასალა) თარიღი: (2011-11-12 0:16 AM)