დახასიათება ფერების მიხედვით - 23 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » დახასიათება ფერების მიხედვით
3:54 PM
დახასიათება ფერების მიხედვით


წითელი ფერი.
უპირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს. უძველესი დროიდან წითელი აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია, აქვთ განსაკუთრებული ჟესტების ენა. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები.




წითელი:

მნიშვნელობა: ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა, სასიცოცხლო ძალები, მგზნებარება, სიმამაცე, აგრესია, იმპულსურობა.
გამოყენება: დეპრესიის დაძლევა.
ჭარბი რაოდენობა: ზრდის სტრესს, აღელვებას




ლურჯი ფერი:

სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან.


ლურჯი:


მნიშვნელობა: სიმართლე, სიმშვიდე, ჰარმონია, ლოიალობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა.
გამოყენება: გონებას აწყნარებს.
ჭარბი რაოდენობა: იწვევს თავის ტკივილს.




ცისფერი


თუ თქვენი საყვარელი ფერი ცისფერია, თვქენ ხართ მშვიდი და გაწონასწორებული, ჰარმონიის მოყვარული. ცხოვრებაში ხედავთ ბალანსს და ადვილად პოულობთ მას ყველაფერში.



თეთრი ფერი:

იგი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. ქრისტიანულ ტრადიციებში თეთრი ღვთიურ სინათლესთან კავშირს აღნიშნავს. თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. ამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს.



თეთრი:


მნიშვნელობა: სიწმინდე, უმანკოება, ოპტიმიზმი.
გამოყენება: გონების გაწმენდა.




შავი ფერი.

როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. შავი-ბნელი, მკაცრი და სექსუალური ფერი. მას უპირატესობას ინტელექუალები ანიჭებენ.ადამიანები რომლებსაც უყვართ კითხვა, მაგრამ ამასთან არანაკლებ მაცდურები არიან. უყვართ სვისი გაკრიტიკება, გატაცებულები არიან ფილოსოფიითა და კულტურით.




შავი


მნიშვნელობა: მდუმარება, ელეგანტურობა, ძალაუფლება.
გამოყენება: სიჩუმე და სიმშვიდე.
ჭარბი რაოდენობა: გულგრილობა, შიში.




ყვითელი ფერი.

ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. თუმცა, ამავე დროს ავადმყოფობასთან და სიკვდილთან, იმქვეყნიურ სამყაროსთან ასოცირდება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. როცა ეს ფერი უსიამოვნოა, მაშინ საუბარია ისეთ ადამიანზე, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი და რომელთანაც ძნელია ურთიერთობის აწყობა. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ხშირად მას უპირატესობას ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ, ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.



ყვითელი


მიზანდასახული და თავდაჯერენული კარიერისტების ფერია. ამბიციერები და ძალიან მხიარულები. თუმცა სასიყვარულო საკითხებში ზედმეტად გულუბრყვილო და რომანტიულები.



სტაფილოსფერი


ასეთ ფერს გამოუსწერებელი ოპტიმისტები ატარებენ ხოლმე. მათ მუდამ მხიარულება, სპონტანურობა და სიმარტივე ახასიათებთ. ასევე სტაფილოსფერი ყველაზე ეროტიული ფერია, ხოლოდ ის ვინ მას ატარებს გაბედული და თავისუფლი პიროვნება.




ნარინჯისფერი

მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია.




მწვანე ფერი:


ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, წვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული ადამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვითახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად,




მწვანე


ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.




ვარდისფერი

სიცოცხლის ფერია. რომანტიული, ხალისიანი ოდნავ თავქარიანი ადამინები რომლებიც ვერ ელევიან ბავშვობას. გამოირჩევიან გახსნილი, ნათელი, ნაზი და მგრძნობიარე ნატურით




იისფერი


მნიშვნელობა: სიმშვიდე.
გამოყენება: კარგია ნერვული და გონებრივი პრობლემებისთვის.
ჭარბი რაოდენობა: ნეგატიური ფიქრები.


ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი,წითელი - ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი “ძვირფას” ფერებად ითვლება. ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ფერს “მოლაპარაკებების” ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს. მწვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის, შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.
კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 1055 | დაამატა: Makako | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: SmileMari
(მასალა) თარიღი: (2011-06-25 0:46 AM)




0



პასუხი
cisperi tetri shavi vardisperi da iasamnisperi!!! am perebze vapren