ჩიფსი - 22 მარტში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მარტი » 22 » ჩიფსი
2:19 PM
ჩიფსი
კარტოფილის ჩიფსები 15 წლის წინ გამოიგონეს. ჩვენს დროში ხრაშუნა, თხლად დაჭრილი კარტოფილის ნაჭრები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასუსნავია მსოფლიოში. ჩიფსები შეგიძლიათ, ახრამუნოთ ან კერძის მასალად გამოიყენოთ.

კარტოფილის თხელი ჩიფსი 1853 წელს გამოიგონეს. ლეგენდის თანახმად, მისი შექმნა აზრად ჯორჯ კრამს მოუვიდა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ კურორტზე მზარეულად მუშაობდა. ერთ-ერთი სტუმართაგანი მუდმივად იწუნებდა ფრანგულ კარტოფილს და ამბობდა, რომ ზედმეტად მსხვილად იყო დაჭრილი. მზარეულმა კრამმა სიტუაციის გამოსწორება სცადა : მან კარტოფილი ძალიან თხლად დათალა და დიდი რაოდენობით კარაქში დაჭრა. შედეგად კი ძალიან მაგარი, ხრაშუნა და გემრიელი ჩიფსები მიიღო. დამსვენებელი აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც კურორტზე ახალი კერძი დააგემოვნა. ამის შემდგენ ჩიფსები ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა და მას ახლა ყველა პრესტიჟულ რესტორანში ამზადებენ. 1890 წელს ჩიფსები რესტორნიდან ქუჩაში ” გადმოხრაშუნდა ”. კლივლენდელ ვაჭარ უილიამ ტეპენდენს სასაუზმე ჰქონდა, სადაც ამზადებდნენ და ყიდდნენ ჩიფსებს. შემდეგ მან გააფართოვა ბიზნესი და ამ გემრიელი, ხრაშუნა სასუსნავის ქუჩაში გაყიდვა დაიწყო. პირველად ჩიფსებს ქაღალდის პარკებით ყიდდნენ, რომელზეც ტეპლენდის დაწესებულების სახელი ეწერა. ამის შემდეგ ტეპლენდს ” ჩიფსების ფორდს ” ეძახდნენ



1826 წელს ახალი ნაბიჯი გადაიდგა, გამოიგონეს საფირმო შეკვრა ჩიფსებისათვის. მას ისეთ ქაღალდში აფასოებდნენ, რომლითაც დიდხანს ინახებოდა, ასევე მისი გადატანა შორ მანძილზეც შეიძლებოდა. ჩიფსები მრავალ მაღაზიაში იყიდებოდა. 1929 წელს ჩიფსების წარმოების პირველი მანქანა გამოიგონეს. რომლის ავტორიც მექანიკოსი ფრიმან მაკბეტი იყო. მაკბეტმა თავისი გამოგონება ჩიფსების ერთ-ერთ ფირმას მიჰყიდა. მან უარი თქვა ყოველგვარ თანხაზე, სამაგიეროდ, მოითხოვა, მისთვის ნება დაერთოთ, შეხებოდა თავის მანქანას მაშინ, როცა მოესურვებოდა. 1937 წელს ამერიკაში განსაკუთრებული სამეცნიერო ორგანიზაცია შექმნეს ” კარტოფილის ჩიფსების ნაციონალური ინსტიტუტი ” ( თჰე Nატიონალ Pოტატო ჩჰიპ Iნსტიტუტე), რომელიც მეცნიერულად სწავლობდა ამ სფეროს. მათი ერთ-ერთი ამოცანა შემწვარი კარტოფილის გამყიდველების აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ერთ-ერთმა უნიკალური კერძის რეცეპტიც გამოსცა : დაეყარათ ჩიფსები ღრმა თეფშზე, ზომიერად მოეყარათ შაქარი და ზედ ნაღები გადაესხათ.



50-იან წლებში ჩიფსებს ყველაზე ხშირ რეკლამას ამერიკული ტელეარხები უწევდნენ. 1970 წელს პირველად გაიყიდა ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ჩიფსები. იგი კვლავ პოპულარობის ზენიტშია. ამერიკაში ყოველდღიურად 6 მილიარდ დოლარზე მეტის ჩიფსები იყიდება, – ის ყველას საყვარელი პროდუქტია. მისი წარმოებისთვის ახალი ტექნოლოგიებია შემუშავებული. ჩიფსები სტაფილოს, ბოლოკისა და ჭარხლისაგანაც მზადდება, მაგრამ გურმანებს ყველაზე მეტად მოეწონათ ვაშლისა და ეგზოტიკური ხილის ჩიფსები.
ჩიფსები უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას, გახსნილ შეკვრას კი მჭიდროდ მოუკრათ პირი. მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღეა.
ჩიფსები მსუბუქი საუზმეა. არსებობს ლუდისა და საწებლის ჩიფსები, რომელსაც მსხვილი და საერთაშორისო კომპანიები უშვებენ და მთელ მშოფლიოს ამარაგებენ. თქვენი საყვარელი ჩიფსების სახელები კი უჩემოდაც კარგად იცით. ასე რომ, წაუხრაშუნეთ : )

კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 1216 | დაამატა: -KeTii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: -Maar
(მასალა) თარიღი: (2011-03-22 5:33 PM)




0



პასუხი
└─►MaaArS ™.., ara shokoladdze ar vgijdebi dz : D ... da ravi rogorc ginda : D .. ufro xili : D Da ufro marwyvii (inlove) : D