ჩემი აძრით ყველამ უნდა ნახოს... - 7 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » ჩემი აძრით ყველამ უნდა ნახოს...
4:58 PM
ჩემი აძრით ყველამ უნდა ნახოს...

იაპონიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, როცა მაშველები ერთი ახალგაზრდა ქალის სახლთან მივიდნენ, კედლების ნაპრალებიდან მათ ქალის უძრავი სხეული შენიშნეს. მისი პოზა ძალიან უცნაური იყო: მუხლებზე იდგა, როგორც მლოცველი, სხეული წინ იყო გადახრილი, ხელები ქვემოთ ჰქონდა ჩაშვებული და ოდნავ წინ გადაწეული. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ჩამონგრეული კედლები მას თავსა და ზურგში დასცემოდა. 

დიდი წვალების შემდეგ მაშველთა ჯგუფის უფროსმა ხელი კედლების ნაპრალებში გაჰყო, რათა ქალის სხეულს შეხებოდა და დაედგინა, იყო თუ არა ის ცოცხალი. ქალის გაცივებულმა სხეულმა მაშველს საიმედო ვერაფერი უთხრა და, რადგან თავდაპირველად ცოცხლებს უნდა მიხმარებოდნენ, სახლი სქემაზე მონიშნა, მერე კი ჯგუფთან ერთად სხვა სახლის ნანგრევებისკენ გაეშურა. 

როგორც შემდეგ მაშველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იხსენებდა, ფეხები უკან რჩებოდა და უხილავი ძალა სახლისკენ ეწეოდა. მას ადრეც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და უნანია, რომ შინაგან ხმას არ მოუსმინა, ამიტომ უყოყმანოდ მიბრუნდა, სახლის ნანგრევებთან მივიდა, ჯერ დაიჩოქა და ისე გაიჭყიტა ნაპრალებში, შემდეგ გაწვა, ცოტა ხნის შემდეგ ჭუჭრუტანა იპოვა და თვალებგაფართოებულს ხმამაღლა აღმოხდა: „ბავშვი! იქ ბავშვია!!!". 
მაშველების ჯგუფი ფრთხილად, მაგრამ აჩქარებით შლიდა კედლებს, აწყობდა ნაშალ ქვებს, თხრიდა მიწას, რათა როგორმე ჩაეღწიათ სანახევროდ მიწაში ჩაფლულ ბავშვამდე, თუმცა, ბავშვს ჯერ ვერავინ ხედავდა და არც ის იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი. 
როცა გარდაცვლილ ქალს მიწა და კედლების ნაშალი საბოლოოდ შემოაცალეს, ფერად პლედში გახვეული 3 თვის ბიჭუნა იპოვეს. ცხადი იყო, რომ დედამ თავი გაწირა, რათა შვილი გადაერჩინა. როგორც ჩანს, პირველი მიწისქვეშა ბიძგებისთანავე ქალმა შვილი პლედში გაახვია და ყველაზე მყარი სკამის ქვეშ შეაცურა ისე, რომ ზემოდან საკუთარი სხეულით გადაეფარა. 
პატარას ჯერაც მშვიდად ეძინა, როცა მაშველთა ჯგუფის უფროსმა იგი ხელში აიყვანა. ექიმი სწრაფად მოვიდა, რათა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეკვლია. როცა მან პლედი გახსნა, მობილური ტელეფონი იპოვა. ეკრანზე, ტექსტური შეტყობინების მენიუში ჩანდა აკრეფილი ტექსტი, რომელიც არცერთ ნომერზე არ იყო გაგზავნილი: „თუ შენ გადარჩი, გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარდი..."
კატეგორია: სხვა | ნანახია: 751 | დაამატა: demisumagresifani | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: Sali_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-10-11 8:16 PM)




0



პასუხი
MAQVS ES WAKITXULIIIIIIII IMDENII VITIRE RO VNAXEE ROO DEDIS SIYVARULII SHVILISADMII USASGVROAAA MAGRAAMM CHVENN MAT SIYVARULS VER VAFASEEEFTTTT