„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა",– ამბობს დამწყები პოპ–მომღერალი ბერა, რომელმაც ერთი წლის ასაკში არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ მშვენივრად ახერხებდა რადიოს ჩართვას. „მე დაბადებიდანვე მიზიდავდა მუსიკა..." – დასძენს იქვე. შესანიშნავი სმენით დაჯილდოებულმა 5 წლისამ დაიწყო ვიოლინოზე დაკვრა, ორი წლის შემდეგ კი ფორტეპიანოსაც დაეუფლა. მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, თუმცა მუსიკის წერა ჯაზის სიყვარულმა დააწყებინა. "მე შემიძლია დავუკრა ნებისმიერი სიმღერა, რომელსაც რადიოთი მოვისმენ და მომეწონება", – ამბობს პარიზში დაბადებული ბერა, რომელიც სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს. გასაკვირი არც არის, რომ 16 წლის ფენომენით მსოფლიოს ისეთი ძლიერი პროდიუსერები დაინტერესდნენ, როგორებიც არიან : Rob Fusari (Lady Gaga) და Rodney Jerkins (Michael Jackson), სწორედ მათი მეშვეობით შედგა მომღერლის საერთაშორისო დებიუტი.
|